„ჩელსის” ხვავრიელი კვირა აქვს: სამი ახალი ფეხბურთელი შეიძინა. სამივე ერთად 133,5 მილიონი გირვანქა ჯდება. მესამე, რომელთანაც ლონდონელებმა გუშინ შეათანხმეს ყველაფერი არის 23 წლის ჟიულ კუნდე, რომელიც აქამდე „სევილიაში” თამაშობდა და რომლის გადაბირებაც თომას ტუხელს ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე უნდოდა. ამრიგად, ფრანგი მცველი ინგლისის გზას დაადგა. ხვალ მან ბრიტანეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, იქ...
ჭდე: სევილია
ურტყეს ერთმანეთს
სევილიაში ევროთასის ფინალის წინ „რეინჯერსის” და „ფრანკფურტის” ფანებმა იჩხუბეს. გულშემატკივართა ორმა დიდმა ჯგუფმა ადგილობრივი მოსახლეობა გვარიანად შეაშინა. ისინი ერთმანეთს კაფე-ბარების სკამებს და სხვა ნივთებს ესროდნენ. როგორც ჩანს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნასროლმა საგანმა ერთ-ერთ გერმანელს თავთან ჩაუფრინა; რომ არ დახრილიყო, დაზარალდებოდა. შემდეგ, „რეინჯერსის” მავან გულშემატკივარს ვიღაც გერმანელმა სახეში გაარტყა. წაქცეულს სხვებიც შემოეჯარნენ და გონების დაკარგვამდე...
რემონტადა!
სწორედ გუშინ ვწერდით, რომ ესპანურად ფეხბურთის მატჩში თითქოს გადაწყვეტილი შედეგის შემოტრიალებას რემონტადა ჰქვია. ინგლისურად (და სავარაუდოდ უკვე ქართულადაც) ამას ქამბექს ეძახიან, მაგრამ ის რაც წუხელ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე” მოხდა ქამბექი არ იყო. ეს გახლდათ ნამდვილი რემონტადა: „რეალი” „სევილიასთან” 0:2-ს აგებდა და მსაჯის წამატებულ წუთებში ქარიმ ბენზემას გოლით 3:2 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსის” დრამატულად ძლევის...
შიშველი ხორვატის დაბრუნება
ხორვატმა ივან რაკიტიჩმა „კამპ ნოუზე” ფორმა გაიხადა და „ბარსელონას” ქომაგებს უსახსოვრა. ეს გახლდათ ნახევარმცველის პირველი დაბრუნება იმ გულშემატკივრის წინაშე, რომელთათვისაც მან 2014-20 წლებში ოთხჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, ოთხჯერ მოიგო „სამეფო თასი”, ერთხელ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, ერთხელ უეფას სუპერთასი აღმართა და ერთხელაც კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. შარშან, როდესაც ვეტერანმა განშორების შემდეგ ამავე სარბიელზე...
სევილიამ ორი ქულა დაკარგა
„სევილიას“ ლა ლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფეხი დაუცდა — პამპლონაში „ოსასუნასთან“ 0:0 ითამაშა. არადა, ხულენ ლოპეტეგის გუნდი „რეალთან“ ჩამორჩენის შემცირებას გეგმავდა. არ გამოვიდა. სევილიელებმა ორი ქულა დაკარგეს, „რეალი“ კი დღეს „გრანადას“ მასპინძლობს და თუ მოიგებს 6 ქულით დაწინაურდება. „ოსასუნას“ და „სევილიას“ შეხვედრაში ბევრი მომენტი არ ყოფილა. შეხვედრის ყველაზე ემოციური ამბავი მსაჯის წამატებულ წუთებზე მოხდა, როდესაც მასპინძლების...
სილესენი დომენეკმა შეცვალა
„მესტალიაზე“ „ვალენსიასა“ და „სევილიას“ შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძლების ჰოლანდიელმა მეკარემ ჯასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და ხოსე ბორდალასმა მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, ხაუმე დომენეკი შეიყვანა. დომენეკი 31 წლის არის, მამარდაშვილი — 21-ის. მატჩის შემდეგ ბორდალასმა თქვა: „სილესენს საზარდული აწუხებდა. ის ხაუმეთი იმიტომ შევცვალე, რომ ხაუმემ კვირას თასზე ითამაშა და საქმეში მეტად არის ჩართული. რაც...
ბარსამ ვერ მოიგო, მაგრამ კარგი იყო
ერთი მხრივ, „ბარსელონამ“ კვლავ უხეიროდ ითამაშა — ვერ მოუგო კაცნაკლულ მეტოქეს და ორი ქულა დაკარგა, მეორე მხრივ კი კატალონიურ პრესაში სტუმრად, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიასთან“ 1:1-ს ჩავის მორიგ წარმატებად უთვლიან. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც „ბარსამ“ ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმო. სტუმართა გუნდს მიმდინარე სეზონში თამაშის ასეთი ხარისხიც სანატრელად ჰქონდა ქცეული. ჩავის ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა ეტყობოდათ. ვერც...
სიმეონემ, პასუხისმგებლობა ჩემზეაო
„ატლეტიკომ“ „სევილიასთან“ 1:2 წააგო, მადრიდელთა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კი პასუხისმგებლობა მთლიანად იკისრა. „როხიბლანკომ“ 2021 წლის მიწურულს ტიტულის დაცვის შანსი კიდევ უფრო გაიუარესა. „ატლეტიკოს“ კარში გოლები პირველ ტაიმში ივან რაკიტიჩმა, მეორეში კი ლუკას ოკამპოსმა გაიტანეს. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა სამი ქულა მიითვალა, სიმეონეს გუნდმა კი ოთხეულს ქვემოთ ჩაინაცვლა. რაკიტიჩმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. 33-ზე ფელიპემ გაათანაბრა, ოკამპოსმა...
ვინისიუსი თამაშებს იგებს
ვინისიუს ჟუნიორი თამაშებს იგებს. ის „რეალში“ გამარჯვების მომტან ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და ეს „სევილიასთან“ შეხვედრაშიც დაამტკიცა. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა ბრაზილიელის შეჩერება სცადა, მაგრამ ვინიმ მაინც გაიტანა თავისი — თამაშის მიწურულს ჩინებული დარტყმით „თეთრებს“ სამი ქულა შეჰმატა. მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა. „რეალმა“ მოიგო 2:1. ვინისიუსი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს. ამ ფაქტს მადრიდში კილიან მბაპეს ჩაყვანის პერსპექტივასაც თუ...
მალე დასავიწყებელი მარცხი
გთავაზობთ, „სევილიასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის მიმოხილვას ესპანურ გაზეთ AS-ზე დაყრდნობით: ოცწუთიანმა შტურმმა და ვალენსიელთა უიღბლობამ „სევილიას“ სამ ქულასთან ერთად ოპტიმისტური განწყობა მოუტანა. ამ გამარჯვებამ გუნდი შეიძლება გამოიყვანოს ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, რომელშიც ზედიზედ სამი ფრის (ორი ლა ლიგაში, ერთიც ჩემპიონთა ლიგაში) გამო აღმოჩნდა. გუშინდელმა 3:1-მა სევილიელები მესამე ადგილზე აიყვანა. თან, ხულენ ლოპეტეგის გუნდს „რეალსა“ და „ატლეტიკოზე“...









