ჭდე: როჯერ ფედერერი

Home როჯერ ფედერერი
ნოვაკი სამპრასს გაუსწორდა
ჩანაწერი

ნოვაკი სამპრასს გაუსწორდა

ვენაში მიმდინარე ტურნირის მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატი ბორნა ჩორიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა. ამით მან გაინაღდა კალენდარული წლის შედეგებით მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი. ეს მისი მეექვსე მსგავსი წარმატებაა. მანამდე ნოვაკი საუკეთესო 2011, 2012, 2014, 2015 და 2018 წლებში გახდა. ამ შედეგით სერბმა უკან მოიტოვა რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი, რომლებსაც პირველ საფეხურზე წელიწადი 5-5-ჯერ აქვთ...

ცხოვრება მშვენიერია
ჩანაწერი

ცხოვრება მშვენიერია

ესპანელი  რაფაელ ნადალისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სპორტული დაპირისპირება უკვე ერთი დიდი ლეგენდაა. ორივეს კარიერაში „დიდი მუზარადის“ 20 ტურნირი აქვს მოგებული. ეს სარეკორდო მაჩვენებელია. თუმცა, კორტს გარეთ ჩოგბურთელებს სხვა ურთიერთობა აქვთ და ნადალმაც ამაზე ისაუბრა… „როჯერთან წლებია შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ.  გადავიტანეთ კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები. „როლან გაროსის“ მოგებით ფედერერს „მეიჯორის“ ტიტულებით დავეწიე, რაც...

100:2
ჩანაწერი

100:2

ფანტასტიურია! ესპანელმა რაფა ნადალმა „როლან გაროსის“ ფინალში სამ სეტში „ჩამოალაბორანტა“ ნოვაკ ჯოკოვიჩი და საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მეცამეტედ გახდა. რაფას ამ ტურნირზე სულ 15-ჯერ აქვს ნათამაშევი და სულ ორი მარცხი განიცადა, ნოვაკთან მოგება კი მე-100 იყო. ჯამში მისი სლემტიტულების ოდენობა 20 გახდა, რითაც როჯერ ფედერერს გაუტოლდა. საფრანგეთში 13 ტიტულიდან 4 ესპანელს სეტის დაუთმობლად აქვს მოგებული...

ჯოკოვიჩი პირველობით მეორეა
ჩანაწერი

ჯოკოვიჩი პირველობით მეორეა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ს რეიტინგის სიის სათავეში უკვე 287 კვირაა იმყოფება. ამ მონაცემებით სერბმა ამერიკელ პიტ სამპრასს გადაასწრო, რომელმაც რეიტინგის სიის თავში ყოფნა „მხოლოდ“ 286 კვირა შესძლო. შედეგად, „ნოლემ“ მეორე ადგილზე გადავიდა რეიტინგის თავში ყოფნით. პირველი როჯერ ფედერერია, რომელიც 310 კვირის მანძილზე არავის უთმობდა პირველობას. TOP 5-ში ასევე შედიან ჩეხი ივან ლენდლი...

ნოლემ ნიუ იორკში მოიწყინა
ჩანაწერი

ნოლემ ნიუ იორკში მოიწყინა

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი US OPEN-ის წინ მშვენიერ ხასიათზე დადგა. ნოლემ ცინცინატის მასტერსი კორონავირუსის გამო ნიუ იორკში გადატანილი АТР-ს 1000-იანი ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში სერბმა კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა – 1:6, 6:3, 6:4. როგორც ხედავთ, პირველი სეტი ჯოკოვიჩმა უშანსოდ წააგო, მაგრამ, შემდეგ საკუთარი თამაში მოახვია მეტოქეს და… „პირველ სეტში მილოში შესანიშნავი იყო. თავადაც რამდენიმე ორმაგი...

მხოლოდ ნოლე
ჩანაწერი

მხოლოდ ნოლე

US Open-ზე დიდი სამეულის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაინც ვიხილავთ – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობაზე თამაში გადაწყვიტა, თუმც სერბი ჩოგბურთელი იქვე გამოტყდა, რომ ორგანიზატორების მკაცრი მოთხოვნები რთული შესასრულებელი იქნება. „სამედიცინო პროტოკოლითა და უსაფრთხოების წესების დაცვით US Open-ზე თამაში იოლი არ იქნება. ამ ტურნირისთვის ჩემ გუნდთან ერთად ვემზადებოდი და მგონი, კარგ ფორმაში ვარ. მზად...

ამერიკა დიდი სამეულის გარეშე
ჩანაწერი

ამერიკა დიდი სამეულის გარეშე

ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს ნიუ იორკში დაიწყება. გაირკვა, რომ წლეულს ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი ამერიკაში არ ითამაშებს. „ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-ის ღიაზე არ ვითამაშო. მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა, კოვიდ 19-ის შემთხვევები იზრდება და როგორც ჩანს, ჩვენ მას ჯერაც ვერ ვაკონტროლებთ,“ – თქვა ესპანელმა. 34 წლის ნადალი, სავარაუდოდ,...

ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა

ნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონში გასამართი ტურნირი კი ჩაეშალა, მაგრამ ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე დარეგისტრირდა. ადრე Western & Southern Open ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი მასპინძელი ნიუ იორკია. ტურნირი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და წესით აშშ-ს ღია პირველობა უნდა მიჰყვეს. აღსანიშნავია, რომ WSOpen-ს მსოფლიო რეიტინგის თავში მყოფი 40 ჩოგბურთელიდან მხოლოდ 4 დააკლდება: როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ...

რიოსმა სამპრასი განარისხა
ჩანაწერი

რიოსმა სამპრასი განარისხა

ჩილელი მარსელო რიოსი ერთ დროს საჩოგბურთო რეიტინგის სათავეში იყო. გაგიკვირდებათ და, სპორტსმენმა თავად აღიარა, თუ როგორ ითამაშა ერთხელ შეთანხმებული მატჩი. თანაც ვისთან – თვით პიტ სამპრასთან. თუმცა, ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა, ამიტომაც შესაძლოა, ეპატიოს, მაგრამ ჩოგბურთის ამერიკელი ლეგენდა მატჩისას კი ნამეტანი გაბრაზებულა. „ერთხელ პიტ სამპრასი ჩილეში საჩვენებელ მატჩზე მივიწვიე. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე,...

საუკუნის ფელპსი
ჩანაწერი

საუკუნის ფელპსი

ესპანურმა Marca-მ XXI-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. საუკეთესოდ ცურვაში 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი დასახელდა. მეორე ადგილზე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული უსეინ ბოლტი გავიდა. სამეულში შევიდა „დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის მომგები როჯერ ფედერერი. ათეული ასე გამოიყურება: 1.მაიკლ ფელპსი (ცურვა); 2.უსეინ ბოლტი (მძლეოსნობა); 3.როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი); 4.რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი); 5.კობი ბრაინტი (კალათბურთი); 6.ტაიგერ ვუდსი...