დოჰაში მიმდინარე WTA-ს ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ათამაშდა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც დიდი ალბათობით, როჯერ ფედერერს შეხვდება. დღეს ჩვებებურმა ჩვენებურმა ტუნისელი მალეკ ჯაზირი დაამარცხა – 6:2, 6:2. ბასილაშვილმა პირველი სეტი მძლავრად დაიწყო და 5:1 დაწინაურდა, მერე კი, საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია. მეორე სეტიც ანალოგიური გამოდგა – ბასილაშვილი 5:1 დაწინაურდა და მატჩზე აწვდიდა. გეიმი მეტოქემ კი...
ჭდე: როჯერ ფედერერი
ფედერერი დოჰას არასასურველად ხვდება
ერთწლიანი პაუზის შემდეგ დოჰაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე კორტს დაუბრუნდება „დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი. შვეიცარიელი მეტოქეს ელოდება და მის ვინაობას ფრანგი ჯერემი ჩარდი და ბრიტანელი დანიელ ევანსი გაარკვევენ. როგორც ჩანს, ფედერერი ჩვეულ ფორმაში არ არის და ამას თავადაც აღიარებს. „სასურველ კონდეციებში არ ვარ, რადგან დიდი ხანია არ მითამაშია. ტკივილებს ვაკონტროლებ, მაგრამ მთავარია საკუთარ სხეულს...
ჯოკოვიჩის 311
ნოვაკ ჯოკოვიჩი საჩობურთო რეიტინგის სათავეში ყოფნით ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. სერბი უკვე 311 კვირაა რეიტინგის კენწეროში იმყოფება, რაც აბსოლუტური შედეგია. აქამდე ჯოკოვიჩი შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან ერთად იყოფდა სარეკორდო პოზიციას. რეიტინგის ტოპ-5 ლიდერს შორის არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი (311 კვირა), როჯერ ფედერერი (310), პიტ სამპრასი (286), ივან ლენდლი (270), ჯიმი კონორსი (268).
ბასილაშვილი ფედერერისკენ მიდის
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო. არადა, გასული წლის მარტის შემდეგ ორად-ორი მოგება იანვარში გამოერია და სულ ეს იყო. დოჰას საკმაოდ პრესტიჟული ტურნირის პირველ წრეში კი ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჯეიმს მილმანი გააკრა კორტს – 2:6, 6:4, 6:2. არადა, ჩვენებურმა ისე დაიწყო, იფიქრებდით, ბოლო დროინდელ „ტრადიციას“ აგრძელებსო. პირველ სეტში 2:6 წააგო და… მეორე სეტიდან კორტზე სხვა ბასილაშვილი იდგა და 6:4...
ფედერერი: მელოდეთ დოჰაში
დიდი მუზარადის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ კორტს დოჰას ტურნირზე (ATP 250) დუბრუნდება, რომელიც 8-13 მარტს არის დაგეგმილი. „თუ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვიქნები, მინდა დოჰას შემდეგ ერთ ტურნირზეც ვითამაშო, თუ არა და გრუნტის სეზონამდე ვარჯიშებს დავუბრუნდები. ამის შემდეგ ჩემს განრიგში ჰალეს ტურნირი, „უიმბლდონი“ და ოლიმპიური თამაშები შედის,” – თქვა როჯერმა. შეგახსენებთ, რომ 39...
ნადალი ფედერერით ამაყია
„დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. ესპანელი მომავალ ტურნირზე არაფერს საუბრობს, მაგრამ კომენტარი საკუთარ რეკორდებზე და შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან დაპირისპირებაზე კი გააკეთა. „ყოველდღიურად ჩვეულებრივ ვიხარჯები – ეს არის და ეს. რეკორდები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მე მებრძოლი ვარ, მაგრამ არასდროს შევპყრობილვარ იდეებით, რომ საუკეთესოც. კონცენტრირებული ვარ კონკრეტულ მომენტზე. როჯერ ფედერერთან ერთად...
ფედერერმა ბოროტად ისარგებლაო
გერმანიის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ღიად დასდო ბრალი როჯერ ფედერერს, რომ მან რეიტინგის დათვლის ახალი სისტემა საკუთარ ინტერესებს მოარგო. მოგეხსენებათ, ფედერერი ჩოგბურთელთა კავშირის გამგეობის წევრია და მართლაც მონაწილეობდა რეფორმის პროცესში. ახალი სისტემით, სპორტსმენს გამოტოვებულ ან წაგებულ ტურნირზე წინა წელს მიღებული ქულები არ აკლდება. მას კვირაში ერთხელ ავტომატურად აკლებენ რეიტინგის 1/52-ს, მოპოვებულს კი სრულად უმატებენ. რეფორმა ძალაში...
შემაჯამებელი შვარცმანმა შეკრა
15-22 ნოემბერს, ლონდონში, წლის შემაჯამებელი საჩოგბურთო ტურნირი გაიმართება, სადაც ყოველთვის ის საუკეთესო 8 სპორტსმენი მონაწილეობს, რომლებიც ATP-ს რეიტინგის სათავეში არიან, თუმც გადანაცვლებაც ხდება – წლეულს, მაგალითად, ლონდონში არ ითამაშებს ლეგენდარული როჯერ ფედერერი. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი სუპერვარსკვლავი 2020 წლის 7 თებერვლის მერე აღარ გასულა კორტზე – 39 წლის ვეტერანი ტურნირებზე გამოსვლისგან თავს კორონავირუსის პანდემიის გამო იკავებს....
რაფა – მეოთხე უდიადესი
პარიზის „მასტერსის“ მეორე წრეში რაფაელ ნადალმა სამ სეტში თანამემამულე ფელიციანო ლოპესს 4:6, 7:6, 6:4 მოუგო. ეს მის კარიერაში მე-1000 გამარჯვება იყო. დიდი მუზარადის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული ესპანელი ისტორიაში მეოთხეა, ვინც ეს ბარიერი გადალახა. მასზე წინ მხოლოდ ივან ლენდლი (1068), როჯერ ფედერერი (1242) და ჯიმი კონორსი (1274) არიან.
იმ კვირიდან ნადალი
„დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი, მომავალ კვირაში ATP-ს ისტორიაში დროის ხანგრძლივობის TOP 10 რეიტინგის რეკორდს დაამყარებს. ამჯერად ესპანელი 789 კვირით პირველ ადგილს იყოფს ამერიკელ ჯიმი კონორსთან ერთად, მაგრამ 9 ნოემბრიდან სათავეში მარტო იქნება. მესამე ადგილზეა ასევე მოქმედი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი. შვეიცარიელი 2016 წელს TOP 10-დან გავარდა და მისი სერია 734 კვირაზე გაჩერდა. თუმცა,...








