1 ივლისს, ლონდონში, „უიმბლდონი“ იწყება. ტურნირის ფავორიტი ცხადია, მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, თუმც სადაც როჯერ ფედერერი თამაშობს, დამეთანხმებით, იქ პროგნოზებიც ცოტა მოზომილი უნდა იყოს. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, აშკარაა, რომ ქართველი მეჩოგნე არასახარბიელო ფორმაშია. ის „როლან გაროსს“ სტარტზევე გამოეთიშა, მანამდე და შემდგომ ტურნირებზეც ბასილაშვილი უგერგილოდ ირჯებოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს კორტზე ნაძალადევად იდგა და თამაში...
ჭდე: როჯერ ფედერერი
უიმბლდონზე განთესილი ქართველი
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სათამაშო ბადე უცნობია, თუმცა ორგანიზატორებმა რეიტინგის ლიდერები უკვე განთესეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის მე-16 ნომერი კია, მაგრამ მეთვრამეტედ განთესეს. რატომ? მასპინძლები წარსულ მიღწევებს არ უვიწყებენ ხოლმე ჩოგბურთელებს. მე-18 ჩოგანი მარინ ჩილიჩი განთესვაში მეცამეტეა, ხოლო მეორე ნომრადაა განთესილი როჯერ ფედერერი, რომელსაც გამოცხადებული აქვს, რომ ეს მისი ბოლო უიმბლდონია. იდეალურ ვარიანტში ორგანიზატორები ჯოკოვიჩი-ფედერერის ფინალს...
250 კვირა
აქამდე ჩოგბურთის ისტორიას სულ ოთხი ისეთი ლეგენდა ჰყავდა, რეიტინგის პირველ საფეხურზე 250 და მეტი კვირა (ჯამურად) რომ აქვთ გატარებული. დღეს პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ნოვაკ ჯოკოვიჩის 250-ე კვირა დაიწყო. ნოვაკის შედეგი ფენომენალურია პირველ რიგში ასაკის გამო: ის მხოლოდ 31 წლისაა და სულ მცირე, კიდევ ხუთი წელი მაინც შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს. ფენომენალურია...
ასაკი ბალახით…
ჩოგბურთის ისტორიას ბევრი ლეგენდა ჰყავს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, როცა ფიზიკური მოთხოვნები, ფსიქოლოგიური დატვირთვები და სატურნირო გრაფიკის სიმჭიდროვე ზღვარს გადასცდა, ლეგენდების ადგილი მოქმედმა მეჩოგნეებმა დაიკავეს. ვისაც არ ეზარება, ყველა ჩოგბურთის ექსპერტობაზე დებს თავს, მაგრამ Tennis world USA ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტს დაეკითხა. „კოღო“-იგივე ხუან კარლოს ფერერო იმ ეპოქის ჩოგბურთელია, ფიზმომზადებაზე მეტად ტექნიკა რომ ფასობდა და აკი,...
25 თებერვალი. რუსეთი. მე-11…
უკეთეს დასაწყისს თავადაც ვერ ინატრებდა: ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ATP-500 კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში კარენ ხაჩანოვი ისე დაამარცხა, ენერგიის დიდი ნაწილი სამომავლოდაც გადაინახა. პირველ სეტში თანაბარი თამაში იყო, მაგრამ ყველაზე საჭირო მომენტში ნიკა ბოძებულ შანსს ჩაეჭიდა და 6:4 მოიგო. მეორე სეტში სომეხი ჩოგბურთელის ყურება საცოდაობა იყო – ორი ბრეიკი და ნიკამ 6:1 იმარჯვა. ხაჩანოვი 22 წლის...
პირველთუხუცესი
როჯერ ფედერერი რეიტინგის სათავეს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ მელბურნში დიდი მუზარადის ტურნირებზე თავისი მეოცე ტიტული მიითვალა და მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსან რაფაელ ნადალს 155 ქულის მანძილზე (9 605 → 9 760) მიუახლოვდა, ალბათ ჩოგნებზე ჩამოსათვლელ ხალხსღა თუ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ როჯერ ფედერერი ამ ნაპრალს უახლოეს ტურნირზევე ამოავსებდა და გახდებოდა უხუცესი მოთამაშე, ოდესმე...




