„განსაკუთრებული” ჟოზე მოურინიუ განსაკუთრებულ ქცევას თავს არ ანებებს. პორტუგალიელი უკვე 59 წლისაა, მაგრამ არა და არ იქნა მისი დაშოშმინება. გუშინ, სერია A-ში მოუს „რომა” „ინტერს” ესტუმრა და 2:1 მოიგო, მან კი სტადიონს გარეთ ისეთი შოუ მოაწყო, რომ სოციალურ ქსელებში მატჩზე მეტი ყურადღება ლამის თავად მიიპყრო. „ჩელსის”, „რეალის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და სხვა დიდი კლუბების ყოფილმა თავკაცმა...
ჭდე: რომა
ჟოზე თუთაშხია
„რა საოცრად წავიდა,” — ეუბნება გაოგნებული გრაფი სეგედი მუშნი ზარანდიას, როდესაც რესტორანში მათ პირდაპირ მაგიდასთან მჯდომ დათა თუთაშხიას ფაშფაშა ქალი ჩაუვლის და აბრაგი ამით ისარგებლებს, გაიპარება. ნეტავ რამდენი რეპეტიცია და დუბლი დასჭირდათ რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს, მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს ეს ეფექტური კადრი რომ გამოსვლოდათ. ლაპარაკია ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას” ცნობილ ეკრანიზაციაზე. „რომას” მწვრთნელმა ჟოზე...
ლოჩოშვილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია
მეორე ტურში, სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დებიუტი შედგა — 24 წლის ლუკა ლოჩოშვილმა „კრემონეზეს” შემადგენლობაში ითამაშა. კრემონელებმა კრის სმოლინგის მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლის გამო რომში ჟოზე მოურინიუს „რომასთან” 0:1 წააგეს. ლუკამ 85 წუთი ითამაშა. ბოლო 5 წუთში ის დანიელე ჩიოფანიმ შეცვალა. „ლოჩოშვილი? ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, — თქვა მატჩის შემდეგ „კრემონეზეს” 52 წლის...
იკარდიმ რომა იუარა
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ „რომაში“ გადასვლაზე უარი თქვა. არგენტინელს პარიზულ კლუბში დარჩენა სურს. „ინტერისა“ და „სამპდორიას“ 29 წლის ყოფილი შემტევი იმ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომელთა გაყიდვაც პსჟ-ს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა. მისით „იუვენტუსი“ და ელიტაში აღზევებული სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ დაინტერესდნენ, მაგრამ მომხიბლავი ვანდა ნარას მეუღლემ წასვლა იუარა. პარიზელებთან მას კიდევ ორ წელიწადს აკავშირებს...
მოუ მოდანზე მოურიდებლად შევიდა
„რომა” „სანდერლენდს” ეთამაშა და რა გასაკვირია რომ მოუგო, 2:0. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა სერია A-ში მე-6 ადგილზე გასულსა და ინგლისის პირველ ლიგაში ანუ პრემიერლიგასა და ჩემპიონშიფს შემდეგ, რანგით მესამე დივიზიონში, მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის. ამ სეზონისწინა, საკონტროლო მატჩში საყურადღებო რა უნდა მომხდარიყო, „რომას” პორტუგალიელ თავკაც ჟოზე მოურინიუს მისთვის ჩვეული ეპატაჟური საქციელით რომ არ გამოეჩინა...
ბარსელონა რომას უჩივლებს
„ბარსელონამ” მკაცრი განცხადება გაავრცელა. კლუბი „რომას” სასამართლოში ჩივილით ემუქრება. იტალიურ კლუბს, რომლის მწვრთნელიც კატალონიელების ძველი მტერ-მოყვარე, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უთქვამს უარი „ჟოან გამპერის თასის” ტრადიციულ გათამაშებაში, უფრო სწორად კი შეხვედრაში მონაწილეობაზე. „გამპერის თასი” ამხანაგური თამაშია, რომლითაც ზაფხულობით, „კამპ ნოუზე” სეზონი იხსნება. წლეულს კატალონიელებს მეტოქედ „რომა” ჰყავდათ შერჩეული. თამაში 6 აგვისტოს იყო დანიშნული....
მხითარიანმა ლიგა მოისურვა
სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. მილანურ კლუბთან ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს გაგრძელების პერსპექტივით. გარიგება ჯერ წერტილდაუსმელია, თუმც ბევრიც არაფერი უკლია – სამედიცინო შემოწმება და ხელმოწერა-წარდგენა. ჰენრიხ მხითარიანი საუკეთესო სომეხი ფეხბურთლია, რომელმაც კარიერა შინ, „პიუნიკში“ დაიწყო, იყო უკრაინულ „მეტალურგში“ და „შახტარში“, „დორტმუნდში“, მანჩესტერში“, „არსენალსა“ და 2019 წლიდან „რომაში“… რომაელებს მხითარიანის შენარჩუნება ძალიანაც კი სურდათ,...
ხუთი! – შეგვახსენებს მოურინიუ
ევროპის კონფერენციის ლიგას პირველი გამარჯვებული ჰყავს — „რომა”, რომელსაც ჟოზე მოურინიუ უდგას სათავეში და თუ ბიჭი ხარ უთხარი პორტუგალიელს, რომ ეს თასი დიდი გუნდებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა, რომაელთა გამარჯვების გოლი „ფეიენოორდის” კარში, 32-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა. მატჩი დასრულდა 1:0. მოურინიუმ მეხუთე ევროპული ტიტული მოიპოვა, ხოლო „რომას” 2008...
მოუს გაკაჭკაჭებას უპირებენ
„ნიუკასლის“ მფლობელებს მთავარ მწვრთნელად თურმე ჟოზე მოურინიუს ხილვა სურთ. ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 59 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „კაჭკაჭების“ თავკაცად იხილონ. არადა, გუნდის ახლანდელი მწვრთნელი ედი ჰაუ საკუთარ საქმეს ჩინებულად უძღვება – „ნიუკასლი“ გავარდნას გადაარჩინა და თავი გულშემატკივრებსაც შეაყვარა. ინგლისური ლიგა მოურინიოსთვის უცხო არ იქნება. პორტუგალიელი ლონდონის „ჩელსის“ ორჯერ წვრთნიდა და „არისტოკრატებთან“ ერთად სამჯერ აქვს...
რომში ბედნიერი
„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სიძნელეების მიუხედავად, კლუბში მუშაობას გაისადაც გააგრძელებს. „მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას ვეცდებით. როცა ხედავ როგორ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებენ „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი,“ ხვდები, რომ ცხრილში პირველი სამი ადგილი უკვე დაკავებულია. რჩება ერთი – მეოთხე ადგილი. წლეულს ის „ნაპოლიმ“ დაიკავა, გაისად კი შევეცდებით ისინი ჩვენ ჩავანაცვლოთ. ზოგიერთი მწვრთნელის...









