„განსაკუთრებული” ჟოზე მოურინიუ განსაკუთრებულ ქცევას თავს არ ანებებს. პორტუგალიელი უკვე 59 წლისაა, მაგრამ არა და არ იქნა მისი დაშოშმინება. გუშინ, სერია A-ში მოუს „რომა” „ინტერს” ესტუმრა და 2:1 მოიგო, მან კი სტადიონს გარეთ ისეთი შოუ მოაწყო, რომ სოციალურ ქსელებში მატჩზე მეტი ყურადღება ლამის თავად მიიპყრო.
„ჩელსის”, „რეალის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და სხვა დიდი კლუბების ყოფილმა თავკაცმა თამაშს „სან სიროს” გარეთ, კლუბის ავტობუსში უყურა, თან საკუთარ თავს მობილურით იღებდა და პოსტავდა. მისი ავტობუსში ჯდომის მიზეზი ის გახლდათ, რომ წინა ტურში, „ატალანტასთან” (0:1) გააძევეს. რომაელთა მწვრთნელმა წითელი იმიტომ მიიღო, რომ „სტადიო ოლიმპიკოზე” გამართულ შეხვედრაში მოედანზე შეიჭრა.
ვიდეოს, რომელიც მოუმ ავტობუსში გადაიღო ქვემოთ გთავაზობთ, რის გამოც მის აღწერაზე დიდხანს არ შევჩერდებით. თავიდან ის გარემოს აჩვენებს, მერე ამბობს, რომ მოწყენილობისგან ლამისაა მოკვდეს, რაღაც მომენტში გარეთ გადის და პერსონალს უღებს კადრებს, ბოლოს კი მძღოლებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობს.
საბოლოოდ, მოურინიუმ გასახდელში შეაღწია და გახარებულ შეგირდებთან ერთად ფოტო გადაიღო.
„ინტერისა” და „რომას” შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე მასპინძელმა ფედერიკო დიმარკომ გახსნა, მაგრამ 9 წუთში პაოლო დიბალამ გაქვითა, 75-ე წუთზე კი კრის სმოლინგმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
