„ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ „რომასთან” 2:1 გამარჯვების შემდეგ DAZN-თან ინტერვიუში აღნიშნა: ასეთი თამაშების მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მთელი გუნდი, მეკარით დაწყებული ბოლო სათადარიგოთი დამთავრებული, შეხვედრის უკანასკნელ წამამდე თავდადებულია და გამარჯვებაზეა მომართული. ეს იყო ძალიან რთული თამაში, მაგრამ ყველამ ვინც შეცვლაზე შევიდა აჩვენა, რომ მოვლენებში პირველივე წუთიდან მთელი გულით იყო ჩართული და ეს ჩვენი...
ჭდე: რომა
მოურინიუ: დღეს მოგებას ვიმსახურებდით
როგორი იყო „რომას” მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს პირველი რეაქცია ნეაპოლში, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:2 დამარცხების შემდეგ? ის გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და ამის დასტურად, გასახდელში თავის ფეხბურთელებთან გუნდური ფოტო გადაიღო, რომელიც, ცხადია ინტერნეტში დადო. „ჩვენ თავიდანვე კარგად ვითამაშეთ. რთული იყო პირველი გაშვებული გოლის შემდეგ 10-15 წუთი, რადგან ამ გოლის უსამართლობას განვიცდიდით. სხვა მხრივ, ჩინებულად ვმოქმედებდით, ვთამაშობდით...
სპალეტი რომასთან მატჩისა და მოურინიუს დაბადების დღის შესახებ
დღეს „ნაპოლი” „რომას” მასპინძლობს. სერია A-ში მეორე წრე იწყება. „აძურის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თავის ყოფილ გუნდთან შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: … დღეს დიდი დაპირისპირებაა, რასაც სკუდეტოსთვის ბრძოლა განაპირობებს. გარდა ამისა წინ გველის ფეხბურთელების სანახაობრივი ორთაბრძოლები. „ნაპოლი” იმ ველომრბოლს ჰგავს, რომელმაც იცის, რომ სხვა, შესაძლოა თავისზე ძლიერ მრბოლებთან უწევს შეჯიბრება და ამიტომ პედლები ფეხზე მდგარმა...
რა ხდება ნაპოლის და რომას შორის?
კვირას „ნაპოლი” „რომას” მასპინძლობს, ლუჩანო სპალეტი — თავის ყოფილ გუნდს. ჟოზე მოურინიუს „წითელ-ყვითლები” გაშვებული გოლების რაოდენობით სერია A-ში მესამე პოზიციაზე არიან. ასეთ დროს წერენ, რომ გუნდის დაცვა ლიგაში სიძლიერით მესამეა. პირველ ადგილზე „ნაპოლი” გახლავთ. calcionapoli1926 ამბობს, რომ ახლა „აძურისთვის”, რომელიც პირველი წრის შემდეგ 50 ქულით ცხრილში ლიდერია, ნამდვილი უკუთვლა იწყება. Eurosport.it-ს ნეაპოლელთა და რომაელთა საინტერესო...
ჟოზეს სამშობლო უხმობს…
„რომას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს თანამდებობდა ოფიციალურად არ დაუტოვებია, როგორც ჩანს, პორტუგალიაში მის შემცვლელეს ეძებენ და ამ პოსტზე „განსაკუთრებულის“ კანდიდატურასაც განიხილავენ. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მოურინიოს უკვე დაუკავშირდნენ და შესთავაზეს „რომას“ მწვრთნელობასთან ერთად, ნაკრების დამრგიებლის პოსტიც შეითავსოს. შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუშის...
სპალეტიმ მოურინიუს მითი გაანადგურა
„სტადიო ოლიმპიკოზე” გამარჯვებით ლუჩანო სპალეტიმ კარიერაში პირველად დაამარცხა ჟოზე მოურინიუ, მაგრამ მნიშვნელოვანი მარტო ეს არ იყო, მნიშვნელოვანი გახლდათ ისიც, რომ ამ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „რომას” ყველაფრით აჯობა. ეს იყო ლუჩანოს ულამაზესი გამარჯვება, რომელიც თავის დროზე ცხოვრობდა ამ სტადიონზე, „ჯალოროსიში” მუშაობა მისი ოცნება იყო, მაგრამ „ოლიმპიკო” მტრად მოუტრიალდა. იმ სეზონზე, მედიაში იმიტომ კი არ ლაპარაკობდნენ, რომ სპალეტიმ...
რომამ კარში ერთხელაც ვერ დაარტყა
ტელეკომპანია „სქაიმ” „რომასა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ერთ საინტერესო ფაქტს მიაქცია ყურადღება: პირველად, რაც „ჯალოროსის” სათავეში ჟოზე მოურინიუ დგას, გუნდმა თამაში ისე დაამთავრა, რომ მეტოქის კარში არ დაურტყამს. ვაზუსტებთ: კარისკენ დარტყმის მცდელობები კი ჰქონდა, მაგრამ ჩარჩოში ერთხელ ვერ დაუმიზნა, თუნდაც მეკარეს რომ აეღო, ისე. ასეთი რამ „რომას” თავის მოედანზე 2015 წლის შემდეგ არ დამართვია და რამდენადაც...
იტალიური გაზეთი კვარათი უკმაყოფილო დარჩა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” სტუმრად ჟოზე მოურინიუს „რომა” დაამარცხა, 1:0. ეს გახლდათ ყველა შეჯიბრებაში „აძურის” ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება, რომელთაგან 9 სერია A-ზე მოდის. შედეგად, იტალიის ჩემპიონატის ცხრილში ლუჩანო სპალეტი და მისი ბიჭები 29 ქულით პირველ ადგილზე არიან და 3 ქულით უსწრებენ „მილანს”. რომაულმა „კორიერე დელო სპორტმა” ტრადიციულად გამოთქვა თავისი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ მატჩის...
ფონსეკა: კვარაცხელია რაღაცით ნეიმარს მაგონებს
თუკი ვინმეს შეუძლია „რომასა” და „ნაპოლიზე” ლაპარაკი, ეს 53 წლის ურუგვაელი ვეტერანი დანიელ ფონსეკაა, რომელიც 1992-94 წლებში „აძურიში”, ხოლო 1994-97 წლებში „ჯალოროსიში” თამაშობდა. თავდამსხმელმა, რომელსაც „ელ ტიგრეს” ეძახდნენ ნეაპოლელთა შემადგენლობაში 69 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. ამ 39 გოლს შორისაა ხუთი, რომელიც მან 1992 წლის 16 სექტემბერს, უეფას თასზე „ვალენსიას” შეუგდო. ფონსეკა ახლა სპორტული აგენტია. ის...
ხვალ ნაპოლი რომასთან თამაშობს
კვირას სერია A-ში გამორჩეული მატჩია, „რომა” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. ამ შეხვედრის წინ „ლა გაძეტა დელო სპორტმა” სტატისტიკური ფაქტებით მოგვამარაგა: სერია A-ში „რომასა” და „ნაპოლის” ბოლო 8 შეხვედრიდან რომაელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს, 2019 წლის 2 ნოემბერს: 2:1. მას მერე სამი თამაში „ნაპოლიმ” მოიგო, რასაც ორი ფრე მოჰყვა. თუ კვირის შეხვედრაც ფრედ დასრულდება, მაშინ ეს ორი...









