ჭდე: რომა

Home რომა
პალოტა კორონამ შეაჩერა
ჩანაწერი

პალოტა კორონამ შეაჩერა

„რომა“ გაყიდვის პირას იყო, მაგრამ მილიარდერმა დენ ფრიდკინმა მისი შეძენა ვერ შეძლო. საქმეში ისევ და ისევ კორონავირუსი ჩაერთო. თავდაპირველად ფრიდკინი, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაარსებული კომპანია Toyota Distributors-ის გენერალური დირექტორია და „რომას“ მფლობელი ჯეიმს პალოტა თითქმის შეთანხმებულნი იყვნენ, რომ კლუბი 710 მილიონ ევროდ გაიყიდებოდა. თუმცა, პანდემიამ რომაული კლუბის ფასი 475 მილიონ ევრომდე დააგდო. ეს მაჩვენებელი...

ვის უნდა ჰქონოდა რეალში ყველაზე მეტი ხელფასი?
ჩანაწერი

ვის უნდა ჰქონოდა რეალში ყველაზე მეტი ხელფასი?

ფრანჩესკო ტოტიმ დაადასტურა, რომ „რეალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. მიზეზი: მადრიდში მას უთხრეს, რომ რაულის პოზიციას, სხვა სიტყვებით მადრიდელთა კაპიტნობას ვერ დაუთმობდნენ. საბოლოოდ, ტოტი დარჩა „რომაში”, სადაც გაატარა კიდეც მთელი კარიერა და ისტორიაში შევიდა, როგორც კლუბის ლეგენდა. — „რეალში” გადასვლა 80 პროცენტით მინდოდა, — თქვა ტოტიმ „ლიბეროსთან” ინტერვიუში, — თან, მაშინ „რომას”...

ჰენრიხს რომიდან წასვლა არ უნდა
ჩანაწერი

ჰენრიხს რომიდან წასვლა არ უნდა

„დორტმუნდის” ყოფილი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც იურგენ კლოპის ხელში შესანიშნავად თამაშობდა, „არსენალმა” იჯარის წესით „რომაში” გაუშვა. რომაელებმა ერთი წლის ფული, 3 მილიონი ევრო, უკვე გადარიცხეს ლონდონში. მხითარიანმაც გაუმართლა — ტრავმების მიუხედავად, 13 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გადააწოდა. დღეს, სომეხი ფეხბურთელი, როგორც ყველა იტალიაში, სერია A-ს განახლებას ელოდება და, სანამ იტალიელები covid...

ომი ძანიოლოზე
ჩანაწერი

ომი ძანიოლოზე

20 წლის იტალიელ ნიკოლო ძანიოლოზე დიდი ტაციაობაა ატეხილი. ბრიტანული მედიის ცნობით, „რომას“ ფეხბურთელის გადაბირება „ლივერპულს“ სურს. ტრანსფერს ზაფხულში ელიან. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ მერსისაიდელებს ძალიან უნდათ ფეხბურთელის გადაბირება; ხოლო მეორე – „რომას“ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ძანიოლოს გაშვება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია. თუმცა, ძანიოლოს იტალიიდან გაშვება არ სურს ტურინის „იუვენტუსს“ და „რომას“ სანაცვლოდ...

სანამ კორონა გადივლიდეს…
ჩანაწერი

სანამ კორონა გადივლიდეს…

კორონავირუსმა სპორტული სამყარო სრულად დააპაუზა. ისღა დაგვრჩენია, მოცალეობის ჟამს, გარდასულ დღეთა საინტერესო ბატალიები გავიხსენოთ. გადავწყვიტეთ, ერთი რუბრიკა სპორტული კურიოზებისთვის დაგვეთმო და პერიოდულად შემოგვეთავაზებინა. დაწყებით კი, ბუნებრივია, ფეხბურთით ვიწყებთ… მწვრთნელი ათი წუთით ფეხბურთის სტაჟიან მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ არგენტინელი ფორვარდი აბელ ბალბო, ნაკრებში მარადონას პარტნიორი რომ იყო, საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი კი იტალიურ „პარმაში“ „უდინეზესა“ და „რომაში“...

იტალიელებმა უეფა იუარეს
ჩანაწერი

იტალიელებმა უეფა იუარეს

მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის თასზე ორი იტალიურ-ესპანური მერვედფინალი ჩამოყალიბდა. „რომა“-„სევილიას“ და „ინტერი“-„ხეტაფეს“ პირველი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაუქმების გამო გადაიდო. უეფამ გამოსავლის ძებნისას ასეთი ვარიანტიც მოიაზრა: თუ იტალიელები თავად იყტვიან უარს ტურნირში შემდგომ მონაწილეობაზე, დანარჩენი ბადის გამართვა და ჩამთავრება თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ შესაძლებელი იქნება.. უეფა დაუკავშირდა „რომასა“ და „ინტერის“ ხელმძღვანელობას, მაგრამ დაუყოვნებლივი უარი მიიღო. ამ...

კორონასპორტი: კატასტროფული ოთხშაბათის ქრონიკა
ჩანაწერი

კორონასპორტი: კატასტროფული ოთხშაბათის ქრონიკა

ოთხშაბათმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ კარგა ხნის განმავლობაში სპორტი ძველი სახით ვერ დაგვიბრუნდება. ქვემოთ გთავაზობთ ქრონოლოგიას შუაევროპული დროის მითითებით ზუსტად ისე, როგორი თანმიმდევრობითაც ავრცელებდნენ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოები… 11.19. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ახსენა 2020 წლის თამაშების ერთი ან თუნდაც ორი წლით გადატანის ვერსია. 11.22. „სიტი“-„არსენალი“ გადაიდო. 12.14. „ოლიმპიაკოსის“ მფლობელ ევანგელოს მარინაკისს ვირუსი...

დაბრუნება დასასრულით
ჩანაწერი

დაბრუნება დასასრულით

ნოსტალგია მოეძალა. ვეღარ გაუძლო ოჯახის, სამშობლოს მონატრებას, რაც დიდად არც გაგვკვირვებია. ის ხომ ლეგიონერობას ჩვეული არ იყო, მთელი საფეხბურთო კარიერა „რომაში“ გაატარა და  ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის წასვლის შემდეგ, დედაქალაქელთა კაპიტნის სამკლაურიც დამსახურებულად შეიბა მკლავზე. „რომას“ გარდა, ერთადერთი გუნდი, რომლის მაისურაც მან მოირგო „ბოკა ხუნიორსი“ იყო. ტიტულოვან არგენტინულ კლუბში ის შარშან ზაფხულს გადაბარგდა, თუმცა ფაქტია, რომ...

უშნო ხუმრობა
ჩანაწერი

უშნო ხუმრობა

პოპულარული იტალიური გამოცემა Corriere delo sport სკანდალში გაეხვა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი, გავრცელებული და კითხვადი სპორტული გაზეთი შეეცადა კრეატიულ-ორიგინალური ყოფილიყო და საპირველგვერდო სათაურით ბევრი გაანაწყენა. არა გვგონია ჩვენი იტალიელი კოლეგების ჩანაფიქრი ბოროტი ყოფილიყო, მაგრამ უნებლიედ, უშნო ხუმრობა კი გამოუვიდათ. საქმე, სერია A-ს მეთხუთმეტე ტურის ანონსს ეხება, რომლის ცენტრალური მატჩიც „სან სიროზე“ გაიმართება და „ინტერი“ „რომას“...

კლაუდიასთვის
ჩანაწერი

კლაუდიასთვის

ორი წლის წინ რაჯა ნაინგოლანი ევროპის ერთ-ერთ ნიჭიერ ნახევარმცველად ითვლებოდა, მაგრამ მისი კარიერა დაღმა წავიდა. მილანის „ინტერის“ შეფობამ ღიად დააფიქსირა, რომ ფეხბურთელის გასხვისება სურს. მსურველების რიგი დადგა: „რომა,“ „ფიორენტინა“ და რუსული „ზენიტიც“ კი. ბელგიელმა მოკრძალებული „კალიარი“ აირჩია. ნაინგოლანი ამ კლუბში 2011-2014 წლებში თამაშობდა, მაგრამ მიზეზი ეს არ არის. მიგეხსენებათ, კალიარი სარდინიის დედაქალაქია, რაჯას მეუღლე კლაუდია...