ჭდე: რომა

Home რომა
როცა ბარსას ზენიტზე გაცვლი…
ჩანაწერი

როცა ბარსას ზენიტზე გაცვლი…

რამდენი უნდა შემოგთავაზონ, რომ კატალონიური „ბარსელონადან“ პეტერბურგულ „ზენიტში“ გადაბარგდე? ფინანსურად შეთავაზება მეფური იქნებოდა – პუტინის საყვარელ კლუბს  ხომ „გაზპრომი“ აფინანსებს და ვიდრე თანხა ას მილიონს არ გასცდება, ქველმოქმედებად თვლიან. მალკომი „ზენიტში“ გადავიდა. საინტერესო იყო სოციალურ ქსელელებში ქომაგთა გამოხმაურებები, რომლებიც ტალანტს თბილად დაემშვიდობნენ, მწვრთნელი ვალვერდე კი ლამის ანათემას გადასცეს მისი ნიჭის არგამოყენების გამო. მალკომის კარიერა სულ...

დე როსი და წმინდა იანუარიუსი
ჩანაწერი

დე როსი და წმინდა იანუარიუსი

დანიელე დე როსი, რომელმაც „რომაში“ კარიერა ახლახან დაასრულა, იმის მიუხედავადაც რომ რამდენიმე კლუბი ისევ იწვევდა, ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობაც შესთავაზეს, მაგრამ ყველას და ყველაფერს უარს ეუბნებოდა… და უცებ, არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი გახდა… დიეგო მარადონამ იტალიელის „ბომბონერაზე“ გადასვლა ნეაპოლელთა მთავარი წმინდანის, იანუარიუსის სასწაულს შეადარა. გახსოვთ ალბათ, ცნობილი იტალიური ფილმიდან, მთავარი გმირი, დუდუ, იანუარიუსს...

პიპიტა რჩება
ჩანაწერი

პიპიტა რჩება

გონსალო იგუაინი ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებაზე უარს აცხადებს და სერია A-ს სხვა კლუბების წინადადებების განხილვას არ აპირებს. „პიპიტას“ სჯერა, რომ მაურიციო სარის ფორმაციის „იუვეში“ საკუთარი როლი ექნება, ამიტომ „ალიანც სთედიუმზე“ დარჩენასა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას გეგმავს. „ბებერი ქალბატონი“ მაურო იკარდის ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობს და თუ გარიგება შედგა, იგუაინის პერსპექტივები საგრძნობლად მოიკლებს, რამაც წესით იგი „რომას“ წინადადებაზე...

ჭეშმარიტი გლადიატორი
ჩანაწერი

ჭეშმარიტი გლადიატორი

ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, ერთგულების სანიმუშო მაგალითი… ბურთის გორაობა რომაში დაიწყო, 18 წლისა იყო მთავარ გუნდში რომ დააწინაურეს. „ჯალოროსისთან“ ერთად გაიარა გუნდის ავი და კარგი პერიოდი, წარმატებისას უკანა პლანზე იყო, მარცხს კი პირველი განიცდიდა. ცდილობდა, ყველა მატჩში გაუვალი კედელივით მდგარიყო, მებრძოლი ხასიათი კი არ აძლევდა უფლებას, თუნდაც ერთი სანტიმეტრი მეტოქისთვის დაეთმო. ის განსაკუთრებული გახლავთ, რადგანაც ბევრი...

მილანი ევროპიდან მოკვეთეს
ჩანაწერი

მილანი ევროპიდან მოკვეთეს

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ იტალიურ „მილანსა“ და უეფას შორის დავა განიხილა. საქმე ეხება ფინანსური ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევას. სასამართლომ კლუბი დამნაშავედ ცნო და ევროტურნირებიდან მისი ერთი წლით მოკვეთა გადაწყვეტა. „როსონერის“ ბოსებმა სასამართლომდევე აღიარეს დარღვევები და ევროპის თასზე ასპარეზობის სანაცვლოდ უეფასგან დარღვევების გამოსასწორებლად ერთწლიანი ვადა მიიღეს. მილანელთა ადგილს ევროპა ლიგიაში „რომა“ დაიკავებს, „ტორინო“ კი ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან...

რეტრო – ლივერპული
ჩანაწერი

რეტრო – ლივერპული

ინგლისურ ტაბლოიდებში „ლივერპულის“ საგაისო ახალი ფორმის ფოტოები გამოჩნდა. მართალია, „წითლების“ ქომაგები ამჟამად პრემიერლიგის გამალებულ საჩემპიონო რბოლაში ჩაფლულან, მაგრამ სიახლე არც მათთვის დარჩენილა შეუმჩნეველი. ფორმის დიზაინი რეტრო სტილშია გადაწყვეტილი და ძალიან ჰგავს 1984 წლის ანალოგს, როცა ლეგენდარულმა დალგლიშმა და კომპანიამ ფინალში „რომა“ დაამარცხეს (4:2 პენალტებით) და მეოთხედ აღმართეს ჩემპიონთა თასი. საქმე ის არის, რომ მომავალი სეზონი...

რანიერის სპორტი აერია
ჩანაწერი

რანიერის სპორტი აერია

სულ ერთი თამაშია, რაც „რომაში” კლაუდიო რანიერი დაბრუნდა. იტალიელი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად უფრო იცნობენ როგორც კაცს, რომელმაც „ლესტერი” პრემიერლიგის ჩემპიონი გახადა, 8 წელიწადია რაც „ჯალოროსისთან” გაყრილი იყო. „სტადიო ოლიმპიკოზე” მისი კონტრაქტი ჯერჯერობით დროებითია, სეზონის ბოლომდეა ძალაში, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე იქ წერია, რომ თუ მხარეები საცდელი პერიოდით კმაყოფილები დარჩებიან, ხელშეკრულება შეიძლება გახანგრძლივდეს. „რომამდე”...

ძანიოლოს დედა
ჩანაწერი

ძანიოლოს დედა

„რომას” ვარსკვლავმა ნიკოლო ძანიოლომ დედამისს სთხოვა, სოციალურ ქსელებში შენი სექსუალური ფოტოების გამოფენას თავი დაანებეო. ძანიოლოს დედას ფრანჩესკა კოსტა ჰქვია და ინსტაგრამზე 173 000 მიმდევარი ჰყავს მაგრამ ვერ გრძნობს, რომ ხანდახან დაუკრეფავში გადადის და ამიტომაც ვაჟს მისთვის ასაკის შეხსენება მოუხდა. ძანიოლოს როგორც ფეხბურთელის რეპუტაცია კი იზრდება და იზრდება — სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში, „პორტუს” კარში ორივე გოლი მან...

ახლა მესის თუ მოგვცემენ, თორემ…
ჩანაწერი

ახლა მესის თუ მოგვცემენ, თორემ…

მალკომის გატაცებით გამწარებული „რომას” პრეზიდენტი ამბობს, „ბარსელონამ” ლიონელ მესი მომცეს და დანაშაულს გამოსყიდულად ჩავუთვლიო. მოგეხსენებათ, 21 წლის ბრაზილიელი გარემარბი თვითმფრინავში ჩაჯდომასღა ელოდა იტალიის დედაქალაქში რომ ჩაფრენილიყო და კლუბთან ხელშეკრულება გაეფორმებინა, როდესაც საქმეში ესპანეთის ჩემპიონი ჩაერთო, მეტი ფული გადაიხადა და რომის აეროპორტში მომლოდინე იტალიელ გულშემატკივარს თავი ბრიყვებად აგრძნობინა. ერთი სიტყვით, მალკომი რომის ნაცვლად ბარსელონას გაემგზავრა და...

ლივერპულის კაცური საქციელი
ჩანაწერი

ლივერპულის კაცური საქციელი

„ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და… საგანგებო ბანერით შონ კოქსს მიაგო პატივი. შონ კოქსი ის ირლანდიელი კაცია, რომელსაც პირველი შეხვედრის წინ, ლივერპულში, რომაელმა ხულიგნებმა თავში რაღაც ჩაარტყეს და კომაში ჩააგდეს. ის დღემდე საავადმყოფოშია. ექიმები მის მდგომარეობას კვლავაც კრიტიკულს უწოდებენ. მერსისაიდელი ფეხბურთელების საქციელი (მათ ხომ ამ საქციელით ფინალში გასვლა ფაქტობრივად თავიანთ მძიმე დღეში ჩავარდნილ გულშემატკივარს მიუძღვნეს) აშკარად...