რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში” გადასვლით კმაყოფილია, ჩავის როგორც მწვრთნელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ 34 წლისა თავს გაცილებით ახალგაზრდად გრძნობს, ვიდრე პირადობის მოწმობაში უწერია. — თქვენთან ერთად „ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგების მეტი შანსი აქვს? — აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ტიტულები მოვიგო, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა თასია, მაგრამ საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა კეთება. — პირველი დღეების...
ჭდე: რობერტ ლევანდოვსკი
ლევანდოვსკი ბაიერნისთვის სხვა იყო…
„ბაიერნის“ ყოფილმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, ვისმა ამჟამინდელმა კლუბმა „მან.სიტიმ“ წუხელ ამხანაგური მატჩი გერმანელებს 1:0 მოუგო, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. პოლონელი ფორვარდი, რა შეხსენება გჭირდებათ, ორიოდ დღის წინ მიუნხენური გრანდიდადან „ბარსელონაში“ გადაბარგდა. „ლევანდოვსკი „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, თუმც არა ისეთი, როგორიც მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი და ტომას მიულერი. გერმანელებმა ბრწყინვალე ტრანსფერები განახორციელეს. როცა „რეალიდან“, „ბარსელონადან“, „ბაიერნიდან“ და...
არა-ამხანაგური კლასიკო ბარსელონამ მოიგო
ლას ვეგასში გაიმართა „ელ კლასიკო”, რომელიც „ბარსელონამ” 1:0 მოიგო. თამაში ამხანაგურისთვის უჩვეულოდ დაძაბული გამოდგა. იყო გაწევ-გამოწევა, რაფინიას ლამაზი გოლი და შედეგი, რომელიც შეგვიძლია ჩავის განცხადებად ჩავთვალოთ: ახალ სეზონში გვიფრთხილდით! ამ არა-ამხანაგურ მატჩში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი „ბლაუგრანას” შემადგენლობაში. რაც შეეხება მადრიდის გუნდს. ნევადაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „რეალი” ბენზემას გარეშე სხვა გუნდია. გაიხსენეთ — ბოლოს,...
ლევანდოვსკი ბარსელონას სადილზე დაადგა…
მიუნხენიდან აბარგებული პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი მაიამიში ჩაფრინდა და ახალ გუნდს სადილობისას გაეცნო… 33 წლის თავდამსხმელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ტრანსფერისთვის კატალონიელებმა ბავარიელებს 50 მილიონი ევრო გადაუხადეს
ჩავი ჩავა
„ბარსელონას” მწვრთნელი ჩავი გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვალ შეუერთდება. ფეხბურთელები უკვე მაიამიში არიან. მათ იქ ოთხი ამხანაგური შეხვედრა უნდა გამართონ. ჩავის აშშ-ში შესვლა იმიტომ დაბრკოლდა, რომ ის გარკვეულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. კერძოდ, ირანში ნამყოფ ადამიანებს ამერიკის საზღვრის გადაკვეთისთვის თურმე საგანგებო ნებართვა სჭირდებათ, ჩავის კი ყატარის „ალ სადში” მუშაობის დროს უწევდა ირანში ჩასვლა. AS წერს, რომ...
დაადგა საშველი… წავიდა !
მიუნხენის „ბაიერნმა“ დაადასტურა, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ გაუშვა… „დიახ, ბარსელონელებისგან მივიღეთ ჩვენთვის საკმაოდ ხელსაყრელი სატრანსფერო წინადადება და რობერტს წასვლის უფლება მივეცით. ბოლო დროს ჩვენ წარმატებით ვმუშაობთ სატრანსფერო ბაზარზე, რის დასტურადაც ახლახან სადიო მანეს დამატებაც გამოდგება, ის ხომ მსოფლიო კლასის თავდამსხმელია“, – უთხრა გერმანელ ჟურნალისტებს ოლივერ კანმა, „ბაიერნის“ გენდირექტორმა. რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ „ბარსელონა“ „ბაიერნს“ 50 მილიონ...
კანი: რობერტ, დაოკდი!
მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა კლუბიდან რომერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა. „ჩვენ ტოპ კლასის ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც სატრანსფერო პოლიტიკას სიღრმისეულად აკვირდებიან. არც ლევანდოვსკის შემთხვევაში შეცვლილა არაფერი. მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და მოუთმენლად ველით, სეზონის წინა შეკრებაზე“. ოლივერ კანს „ბარსელონა“ – ლევანდოვსკის კავშირზეც ჰკითხეს, კატალონიელებმა რომ ახლანდელზე უკეთესი სატრანსფერო წინადადებით მოგმართოთ, პოლონელის...
ლევანდოვსკი: აღარ მინდა ბაიერნში თამაში
პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნიდან” შეიძლება წავიდეს. ამ თემაზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ფრაზამ, რომელიც თავდამსხმელმა სანაკრებო პრეს-კონფერენციაზე თქვა, მაინც მოჭრა გულშემატკივარს ყური. მან ხაზი გაუსვა, რომ „რეკორდმაისტერში” თამაში აღარ სურს. 33 წლის ფორვარდის ბავარიელებთან მოქმედი კონტრაქტს ვადა მომდევნო ზაფხულს გაუდის. — „ბაიერნში” ჩემი ეპოქა დასრულდა. აქ კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავ. „ბაიერნი” სერიოზული კლუბია და...
სალიჰამიჯიჩი და მწვრთნელი: ისევ კონფლიტი?
მოქმედება მეორე: „ბაიერნში“ ისევ კონფლიქტია და ისევ ჰასან სალიჰამიჯიჩსა და მთავარ მწვრთნელს შორის. ბოსნიელს შარშან თუ ჰანსი ფლიკთან ჰქონდა უთანხმოება, ახლა იულიან ნაგელსმანთან აქვს. მიზეზი სატრანსფერო აზრთა სხვადასხვაობაა. სალიჰამიჯიჩი სპორტული დირექტორია. როგორც ამბობენ, მას პირად საუბარში ნაგელსმანი დაუდანაშაულებია ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო. „ვილიარეალთან“ 0:1, 1:1. მეორე ვერსიით, ნაგელსმანს უთხოვია, რომ კლუბს „ჩელსის“ მცველი ანტონიო რუდიგერი...
ბენზემა და ცხრა სხვა
Goal.com-მა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სია განაახლა. პირველზე ისევ ქარიმ ბენზემაა, აი, მეორე-მესამეზე კი გადანაცვლება მოხდა: ახლა მოჰამედ სალაჰია წინ და მესამეზე რობერტ ლევანდოვსკი დაქვეითდა. საინტერესოა, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოცეულშიც არ ჰყავთ. და ამ სიიდან ლუკა მოდრიჩის გარდა სხვას არავის არ მოუგია „ოქროს ბურთი“. ვინ დაანება? მუდმივად მესი-რონალდუ… ახლა კი ფავორიტთა...









