ლას ვეგასში გაიმართა „ელ კლასიკო”, რომელიც „ბარსელონამ” 1:0 მოიგო. თამაში ამხანაგურისთვის უჩვეულოდ დაძაბული გამოდგა. იყო გაწევ-გამოწევა, რაფინიას ლამაზი გოლი და შედეგი, რომელიც შეგვიძლია ჩავის განცხადებად ჩავთვალოთ: ახალ სეზონში გვიფრთხილდით! ამ არა-ამხანაგურ მატჩში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი „ბლაუგრანას” შემადგენლობაში.
რაც შეეხება მადრიდის გუნდს. ნევადაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „რეალი” ბენზემას გარეშე სხვა გუნდია. გაიხსენეთ — ბოლოს, როდესაც „თეთრებმა” „ბარსელონას” წინააღმდეგ ფრანგის გარეშე ითამაშეს, კატალონიურმა გუნდმა 4:0 მოუგო. ედენ აზარი კვლავ შორს არის საუკეთესო ფორმისგან. ვინისიუსი ძველებურად ვინისიუსობს და ტიბო კურტუაც კვლავ შეუვალი მეკარეა. „თეთრების” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ანტონიო რუდიგერს, რომელმაც მარცხენა მცველის პოზიციაზე ითამაშა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
