„ბაიერნის“ ყოფილმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, ვისმა ამჟამინდელმა კლუბმა „მან.სიტიმ“ წუხელ ამხანაგური მატჩი გერმანელებს 1:0 მოუგო, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. პოლონელი ფორვარდი, რა შეხსენება გჭირდებათ, ორიოდ დღის წინ მიუნხენური გრანდიდადან „ბარსელონაში“ გადაბარგდა.
„ლევანდოვსკი „ბაიერნისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, თუმც არა ისეთი, როგორიც მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი და ტომას მიულერი. გერმანელებმა ბრწყინვალე ტრანსფერები განახორციელეს. როცა „რეალიდან“, „ბარსელონადან“, „ბაიერნიდან“ და კიდევ ერთი ორი სხვა კლუბიდან გირეკავენ, ფეხბურთელები მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობენ, უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაშზე, სხვა შემთხვევაში კი ბიჭებს თვალი ფულზე უჭირავს, მხოლოდ ხელფასი და სატრანსფერო თანხა ადარდებთ“, – თქვა პეპ გვარდიოლამ.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
