ჭდე: რეალი

Home რეალი
იყიდება ბეილი. ვაჭრობა მოსულა
ჩანაწერი

იყიდება ბეილი. ვაჭრობა მოსულა

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალრად გააჟღერა თანხა, რომელსაც გარეთ ბეილის სანაცვლოდ ითხოვს – 130 მილიონი ევრო. თანხა თავისთავად სერიოზულია და ამას დაუმატეთ, რომ მსურველმა კლუბმა ევროპის ერთ-ერთ მაღალაზღაურებად ფორვარდს ხელფასიც უნდა შეუნარჩუნოს. მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები ევროპაში სულ 4-5 კლუბს აქვს. ეს კარგად ესმით მადრიდელებს და მზად არიან ივაჭრონ. 29 წლის ბეილი ზიდანის სამომავლო გეგმებში ვერ ჯდება და...

რეალი ბარსას უქომაგებს?!
ჩანაწერი

რეალი ბარსას უქომაგებს?!

წინასწარვე გაცხადდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერმოხვედრის შემთხვევაში „მანჩესტერი“ მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე გადავა. ფეხბურთელები წინასწარ უნდა შეეგუონ, რომ მათი ხელფასები დაახლოებით 25%-ით შემცირდება. ჯერჯერობით „მანჩესტერი“ მეექვსე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება. ბუნებრივია, არსებობს რამდენიმე სათადარიგო ვარიანტიც, მაგრამ უმთავრესი უკვე ითქვა: თუ ლიგაში ვერ გავა, „მანჩესტერი“ პოლ პოგბას „რეალში“ გაყიდის. ედენ...

წახამუშება
ჩანაწერი

წახამუშება

ჩემი შვილი კი არ დავაყენე, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი დავაყენე, თან ისე, რომ სხვა გამოსვალი არ მქონდაო. ასე თქვა, „რეალის“ სათავეში მობრუნებულმა ზინედინ ზიდანმა, როცა ერთი კვირის წინ, 3-2-ზე მოგებულ თამაშში „რეალის“ ძირითადში მისი ვაჟი, ლუკა დააყენა კარში. იღბლიანი დღე გამოვიდა. ახალბედა მეკარე ჩადგა და მოიგეს. მესამე მეკარე. ზიზუმ იოლად ახსნა: ტიბო კურტუა დამტვრეულია, კეილორ ნავასს...

ვინ აძვირებს კურტუას?
ჩანაწერი

ვინ აძვირებს კურტუას?

ბელგიელი ტიბო კურტუა „ჩელსიდან” „რეალში” გადასვლის შემდეგ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ბოლო დროს მოხშირდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა. სავარაუდოდ, არც მადრიდელები დაახევენ კალთებს 26 წლის მეკარეს გინდა თუ არა დარჩიო, თუმცა 2018 წლის მუნდიალის „ოქროს ხელთათმანის” მფლობელის გაყიდვას მაქსიმალურად ძვირად შეეცდებიან. რამდენადაც ცნობილია, აქამდე ერთადერთი კლუბი, რომელიც ბელგიელის ყიდვის სურვილს...

მოურინიუ : „ზიდანის მადრიდულ კარიერაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა”
ჩანაწერი

მოურინიუ : „ზიდანის მადრიდულ კარიერაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა”

ჟოზე მოურინიუმ, რომელიც ბევრის აზრით უჟმური და ავყია კაცია, „რეალის” ძველ-ახალ მწვრთნელზე ზინედინ ზიდანზე პრინციპში დადებითად ილაპარაკა და ამასთან მადრიდელთა მიერ კილიან მბაპეს შესაძლო ყიდვაზე გამოთქვა აზრი. პორტუგალიელი დეკემბრის შემდეგ უმუშევარია — დეკემბერში ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაუშვეს. შემდეგ, როდესაც „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელის თანამდებობიდან სანტიაგო სოლარი მოხსნა, დაირხა ხმა, რომ ის უპირველეს ყოვლისა სწორედ მოურინიუს...

პოგბას ოცნება და ბედნიერება
ჩანაწერი

პოგბას ოცნება და ბედნიერება

პოლ პოგბამ თქვა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალში” თამაში საოცნებო რამ არისო და ამით მანჩესტერში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მსოფლიოს 26 წლის ჩემპიონის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლაზე სეზონის პირველ ნახევარში აქტიურად ლაპარაკობდნენ, რადგან ნახევარმცველს მაშინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ „ოლდ ტრეფორდზე” ახალი შეფი ოლე გუნარ სულშერი მივიდა და ფრანგიც თითქოს დაწყნარდა. ის ამბობს კარგი იქნება თუკი...

კურტუას მანჩესტერში არ უნდა
ჩანაწერი

კურტუას მანჩესტერში არ უნდა

ტიბო კურტუას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შესთავაზეს, შენ ნაცვლად კი „რეალში” დავიდ დე ხეა ითამაშებსო, მაგრამ ბელგიელმა უარი თქვა. ინგლისური პრესა წერს, რომ ასეთი მოლაპარაკებები „რეალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის სულ ახლახან შედგა, მაგრამ 26 წლის გოლკიპერმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა ამჯობინა. და მაინც, თუ კურტუას მადრიდში დარჩენა განწირული იდეაა, მაშინ მას პრემიერლიგაში დაბრუნებას „პარი სენ ჟერმენში”...

ნავასის სინათლე გვირაბის ბოლოს
ჩანაწერი

ნავასის სინათლე გვირაბის ბოლოს

„რეალში” ზინედინ ზიდანი დაბრუნდა და… „სელტასთან” ჩატარებული შეხვედრით (2:0) თუ ვიმსჯელებთ, დაბრუნდა ლაღი „რეალიც”. თან, ზიდანის მოსვლა და შემადგენლობაში კეილორ ნავასისა და ისკოს გამოჩენაც ერთი გამოდგა. ყურადსაღებია: მწვრთნელმა კარში ჩააყენა თავისი ფავორიტი მეკარე და არა პრეზიდენტის მიერ ზაფხულში 37 მილიონ ევროდ ნაყიდი ვარსკვლავი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე „ოქროს ხელთათმანი” მოიპოვა. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ...

რა ფული დაკარგა მადრიდმა
ჩანაწერი

რა ფული დაკარგა მადრიდმა

„მარკა” წერს, რომ მადრიდული გუნდების, „ატლეტიკოსა” და „რეალის” ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევი გავარდნა სპორტულის გარდა ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ცუდი გამოდგა. ესპანეთის დედაქალაქის ორმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალში დატოვა, რითაც თითოეულმა დაახლოებით 45 მილიონ ევრომდე იზარალა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა „რეალმა” მოიგო და სალარო 85.5 მილიონი ევროთი შეივსო. კიდევ ერთი წლით ადრე „ლოს ბლანკოსის” ანგარიშს 86 მილიონი ევრო...

ვინ დაბლოკა მოურინიუ
ჩანაწერი

ვინ დაბლოკა მოურინიუ

გერმანული „შპორტ ბილდი” ის გამოცემაა, რომელმაც საფეხბურთო სამყარის კულუარებისა თითქმის ყველაფერი იცის. საუბარია არა მხოლოდ ბუნდესლიგაზე, არამედ მსოფლიოზე. და აი, რას წერს „შპორტ ბილდი” „რეალში” ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ. უფრო სწორედ იმაზე, რატომ არ დანიშნა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ, რომელიც თითქოსდა უპირველესი კანდიდატი იყო. „პერესს მადრიდში მოურინიუს დაბრუნება უნდოდა. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მას...