ზინედინ ზიდანი წუხს, რომ „რეალის” ფეხბურთელები სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში ტრავმებს იღებენ. ბოლო, ვინც მადრიდელთაგან დაშავდა, 24 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ფერლანდ მენდი გახლდათ. მანამდე მარკო ასენსიომ გაიწყვიტა ჯვარედინი მყესი, რაც სერიოზული ტრავმაა, ხოლო კიდევ უფრო ადრე 19 წლის ესპანელი ნახევარმცველი ბრაიმ დიასი გახდა სამკურნალო. „ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ტრავმიანობა მაწუხებს, — თქვა ზიდანმა, — მარკოს ფერლანდი მოჰყვა....
ჭდე: რეალი
სერგეი მანჩესტერში
„ლაციოს“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი „მანჩესტერში“ გადასვლასთან ახლოსაა. სერბი ფეხბურთელის ყიდვა სულშერს სურს და ახალი გუნდის მშენებლობაში საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს. თანაც, პოლ პოგბა „წითელ ეშმაკებს“ სავარაუდოდ ამ ზაფხულს დატოვებს და „რეალში“ ან „იუვენტუსში“ გადაბარგდება. რაც შეეხება მილინკოვიჩ-სავიჩს, „ლაციო“ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს მიიღებს. გასულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა 47 შეხვედრაში მიიღო, 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.
ზიდანი ბეილს აბრალებს
ვწერდით, რომ ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილი „რეალისა” და „ბაიერნის” ამხანაგურ შეხვედრაში (1:3) არ ათამაშა. ამასვე წერდა მთელი მსოფლიო. მაგრამ, მადრიდელთა მწვრთნელმა, თქვა, რომ ბეილმა იმ შეხვედრაში მონაწილეობაზე თვითონ თქვა უარი. „არსენალთან” ხვალინდელი მატჩის წინ, „ლოს ბლანკოსის” თავკაცმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „მე უპატივცემულოდ არავის ვეპყრობი, მითუფრო ფეხბურთელს. უბრალოდ, ახლა ისეთი პერიოდია, რომ კლუბი მის გაყიდვაზე მუშაობს. „ბაიერნთან”...
რატომ ითამაშა აზარმა 50 ნომრით?
მოგეხსენებათ, „რეალის” ახალი შენაძენი, ედენ აზარი 23 ნომრით ითამაშებს. 28 წლის ბელგიელი კალათბურთის დიდი მოყვარულია და შესაბამისად 23 ნომერი მისთვის მნიშვნელოვანია. ამ ნომრით თამაშობდა ლეგენდარულთა შორის ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი და ამავე ნომრით გამოდის „ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ფენომენი ლებრონ ჯეიმსი. მაგრამ, გულშემატკივართა გასაოცრად, „ბაიერნთან” ამხანაგურ მატჩში (1:3), აზარმა 50 ნომრიანი მაისურა ჩაიცვა. ნეტავ, რატომ? ვინმეს რამე...
ისტორიული ხელფასის ზღვარზე
გარეთ ბეილი ისტორიულ წინადადებას განიხილავს — მას შეუძლია გახდეს ფეხბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელიც კვირაში მილიონ გირვანქას მიიღებს. მილიონი გირვანქა 1,25 მილიონ დოლარს ან 1,1 მილიონ ევროს უდრის. ყველაფერი კი „რეალის” მწვრთნელის ზინედინ ზიდანის განცხადებას მოჰყვა. ფრანგმა თქვა, ბეილი მადრიდიდან რაც მალე წავა, მით უკეთესი იქნებაო და სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ ჩინური სუპერლიგის კლუბმა...
ფრენკის ჩელსი
ახალი სეზონის წინ, ლონდონის „ჩელსი“ ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ეს უპირველესად კადრებს შეეხება. გუნდიდან მადრიდის „რეალში“ წავიდა საუკეთესო ფეხბურთელი ედენ აზარი. „იუვენტუსში“ გადავიდა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. ახლა, იტალიელი სპეციალისტის ადგილზე მისულ ფრენკ ლამპარდს, დასახული მიზნების მისაღწევად დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს. მისი მუაობის დაკვირვებაც საინტერესოა. გუნდში ხომ კიდევ რჩებიან ფეხბურთლები, რომელთა მხარდამხარ ლამპარდი თამაშობდა....
ზიდანს პოგბა აუკრძალეს
არახალია, რომ „რეალში“ დაბრუნების შემდეგ მისი სატრანსფერო პრიორიტეტი „მანჩესტერიდან“ თანამემამულე პოლ პოგბას გადაბირება იყო. განზრახ თუ შემთხვევით, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ გაახმოვანა, რომ პოგბას გუნდის დატოვება სურს. ამის შემდეგ „მანჩესტერმა“ მისი სატრანსფერო ფასი 200 მილიონ ევრომდე გაზარდა. სწორედ ამის შემდეგ იყო, ფლორენტინო პერესმა ბოდიში რომ მოუხადა ზიდანს – 300 მილიონი უკვე დავხარჯე და მაგდენს ვეღარ...
ინტერის 56 წლის შენაძენი
თვით ფაბიო კაპელომ ბრძანა, მატეის დე ლიხტის დამატებით „იუვენტუსმა“ კიდევ რამდენიმე წლით მოკლა საჩემპიონო ინტრიგაო. არც მთლად ასე ყოფილა საქმე. მილანის „ინტერმა“ 56 წლის ანტონიო პინტუსი დაიმატა და საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდა. ვინ არის პინტუსი? ფიზმომზადების მწვრთნელი, რომლის გამომფიტავი ვარჯიშები სიქას აძრობს ფეხბურთელებს, მაგრამ ამის წყალობით მატჩისას მოედანზე დაფრინავენ. მისი პოპულარობის და კვალიფიკაციის დასტურად ისიც იკმარებს,...
ზიდანი რეალს დაუბრუნდა
ზინედინ ზიდანი მონრეალის სასტუმრო „რიც კარლტონში” დაბრუნდა. ეს ის ადგილია, სადაც „რეალი” ცხოვრობს და სეზონისწინა შეკრებას გადის. მოგეხსენებათ, „ლოს ბლანკოსის” ფრანგი მწვრთნელი გასულ პარასკევს მეუღლესთან ერთად სასწრაფოდ დაბრუნდა მადრიდში. მიზეზი: მას უფროსი ძმა, 54 წლის ფარიდი გარდაეცვალა.
კარიდან სკამზე
იკერ კასილასმა გულს ვერ უბრძანა. ვეტერანი მეკარე საფეხბურთო კარიერას ვეღარ გააგრძელებს. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარემ გულის შეტევისა და გაკეთებული ოპერაციის მერე, მოედანზე დაბრუნება სცადა, მაგრამ… ექიმებმა თამაში აუკრძალეს. დიდი მეკარე მოედნიდან წავიდა, მაგრამ ფეხბურთიდან არა – კასილასი „პორტუს“ სტრუქტურაში იმუშავებს. მისი მოვალეობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობის დალაგება იქნება. „დრაკონების“ მმართველები მზად არიან...









