ჭდე: რეალი

Home რეალი
ხელფასები იზრდება და იზრდება
ჩანაწერი

ხელფასები იზრდება და იზრდება

ლა ლიგაში ხელფასების ყველაზე დიდი ლიმიტი „ბარსელონას” აქვს. კატალონიელებმა ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 38,52 მილიონი ევროთი გაზარდეს — 632,9 მილიონიდან 671,42 მილიონამდე. რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ მეორე ადგილზე „რეალია”. მადრიდელთა ლიმიტი 641 მილიონ ევროს უდრის. შარშანდელთან შედარებით მათაც 74,55 მილიონით გააუმჯობესეს მდგომარეობა. მესამე კი „ატლეტიკოა” — 384,5 მილიონი. „მატრასები” სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან „ბარსას” და...

როგორ დავხარჯოთ მილიარდი?
ჩანაწერი

როგორ დავხარჯოთ მილიარდი?

ბრიტანული საფეხბურთო ობსერვატორია რეგულარულად გვთავაზობს ხოლმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს. ამჯერად, CIES-მა იმ საფეხბურთო კლუბების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც თავიანთი ამჟამინდელი შემადგენლობის „შეკვრაში“ ყველაზე მეტი ფული დაუხარჯავთ. რა გასაკვირია, რომ სიაში ლიდერობას „მანჩესტერ სიტი“ და პსჟ არავის უთმობენ. არაბი შეიხები, რომლებიც ამ კლუბებს მართავენ, ყოველწლიურად ჯიბეში ღრმად ჩაიყოფენ ხელს და მსუყე „კუშებს“ გამოდიან ხოლმე. ფრანგულმა კლუბმა, მხოლოდ...

კრისტოფის მცდარი მოსახვევი
ჩანაწერი

კრისტოფის მცდარი მოსახვევი

გერმანიაში არის ასეთი კლუბი „ჰალტერნი“, რომელიც რეგიონალ ლიგაში თამაშობს და 3 სექტემბერს მორიგი ტურის მატჩში „ვუპერტალს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. რა თქმა უნდა, ქომაგს გერმანიის დაბალ ლიგაში მყოფი ეს ორი გუნდი ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ სამაგიეროდ იციან, ვინ იყო კრისტოფ მეტცელდერი. ბუნდესნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მცველი და 2002 წლის მონდიალის ვიცე-ჩემპიონი, ვისაც საკლუბო დონეზე  დორტმუნდის,...

სერხიო რამოსის 14
ჩანაწერი

სერხიო რამოსის 14

2005 წლის 1 სექტემბერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო. მადრიდის „რეალმა“ მოასწრო და „სევილიასგან“ 27 მილიონ ევროდ 19 წლის სერხიო რამოსი დაიმატა. დღევანდელი საზომებით სერხიო რამოსის დონის ფეხბურთელისთვის 27 მილიონი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ 2005 წელს მეექვსე უძვირესი ტრანსფერი იყო. წინა წლების განმავლობაში რამოსი კლუბის ქარიზმატულ ლიდერად და შეუცვლელ კაპიტნად ჩამოყალიბდა. 14 წლის განმავლობაში სერხიო რამოსმა...

ნავასი მადრიდში აღარ დაბრუნდა
ჩანაწერი

ნავასი მადრიდში აღარ დაბრუნდა

„რეალმა” როგორც ჩანს გადაწყვიტა „ბარსელონას” არაფერში ჩამორჩეს და როდესაც მისი მთავარი კონკურენტი ქულებს კარგავს, მანაც დაკარგოს — „თეთრებმა” ვილიარეალში 2:2 ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, პამპლონაში, ზუსტად ასეთი ანგარიშით (2:2) დაასრულა თავისი შეხვედრა „ბარსამ” „ოსასუნასთან”. „ვილიარეალთან” მადრიდელთა სათადარიგო მეკარე გახლდათ ცნობილი კეილორ ნავასი, რომელიც მატჩის შემდეგ „რეალთან” ერთად ესპანეთის დედაქალაქში არ დაბრუნებულა. ის „ესტადიო დე ლა...

სწრაფად, ძვირად და გარანტიით
ჩანაწერი

სწრაფად, ძვირად და გარანტიით

კეილორ ნავასის კარიერაში ის დრო დაბრუნდა, როდესაც კოსტა რიკელს მეორე მეკარეობა არ უნდოდა და „რეალიდან“ წასვლას ითხოვდა. ზინედინ ზიდანმა, რომელსაც ნავასი ყოველთვის პირველ ნომრად ჰყავდა, განაცხადა, რომ ამიერიდან „თეთრების“ მთავარი გოლკიპერი ტიბო კურტუა იქნება. ზიდანმა მკაფიოდ თქვა, რომ ამ სეზონში მეკარეების როტაციას აღარ აპირებს. „რეალის“ სატრანსფერო საქმეთა სპეციალისტებმა იციან, რომ ნავასს ახალი კლუბი უნდა უპოვნონ...

მესხი და მაკაი
ჩანაწერი

მესხი და მაკაი

წარმოიდგინეთ, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მივედი, „ლოკომოტივი“ თბილისის „დინამოს“ უნდა დაუხვდეს, ტრიბუნაზე კი ვის ვხედავ?! – როი მაკაის. ოდნავ მობერებული, მოსუქებული, მაგრამ ძველი ღიმილით, ჩემპიონთა ლიგაში „რეალს“ ამ ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი რომ გაუტანა. ახლა „ფეიენოორდში“ მუშაობს და მის გუნდს ამბავი უნდა ჩაუტანოს, საქმე რა გუნდთან აქვთ. 1981 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, როტერდამში კი...

სავარაუდო უსაქმური
ჩანაწერი

სავარაუდო უსაქმური

„აუდის თასზე”, მესამე ადგილისთვის, „რეალმა” „ფენერბაჰჩეს” 5:3 მოუგო. ეს თამაში „ალიანც არენაზე” გაიმართა. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრეს-კონფერენცია მოაწყო. კითხვების დიდი ნაწილი გარეთ ბეილის თემას შეეხო. „ბეილის შესახებ ახალს ვერაფერს გეტყვით. მე არ მინახავს ფოტოები, რას აკეთებდა ის მადრიდში, სანამ ჩვენ აქ ტურნირზე ვთამაშობდით. იმედი მაქვს, რომ გულმოდგინედ ვარჯიშობდა, რაც მარტივად გამოჩნდება,...

განსაკუთრებული მონატრება
ჩანაწერი

განსაკუთრებული მონატრება

…მან საფეხბურთო სამყარო 2004 წელს აალაპარაკა, როდესაც „პორტუს“ ჩემპიონთა ლიგა სენსაციურად მოაგებინა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე „ინტერთან“ ერთადაც გაიმეორა, რაც არანაკლები მოულოდნელობა გახლდათ, მაგრამ აღიარება სწორედ პორტუგალიურ კლუბთან ერთად მიღწეულმა წარმატებამ მოუტანა და ყველასათვის მოთხოვნად მწვრთნელად აქცა. „პორტუს“ და „ინტერის“ გარდა ის „რეალს,“ „ჩელსის“ და „მანჩესტერს“ თავკაცობდა და ყველგან თავისი კვალი დატოვა. …თუმცა ის დრო,...

სხვა რა გზებია ბეილისათვის?
ჩანაწერი

სხვა რა გზებია ბეილისათვის?

გარეთ ბეილის გადასვლა „ჯიანგსუ სუნინგში” ჩაიშალა. მიზეზი: ჩინურმა კლუბმა ხორვატი ივან სანტინის ყიდვა ამჯობინა. ახლა, „რეალიდან” თავის დასაღწევად უელსელმა სხვა გზა უნდა ნახოს. „მარკა” წერს, რომ საამისოდ ორი ვარიანტი არსებობს: პირველი ის, რომ სადმე ჩინეთშივე ნახოს მისით დაინტერესებული კლუბი, რომელიც „ჯიანგსუს” მსგავსად დიდ ჯამაგირს გადაუხდის და მეორე, სანამ ბრიტანეთში სატრანსფერო ბაზარი ღიაა (დარჩენილია 10 დღე),...