მოგეხსენებათ, „რეალის” ახალი შენაძენი, ედენ აზარი 23 ნომრით ითამაშებს. 28 წლის ბელგიელი კალათბურთის დიდი მოყვარულია და შესაბამისად 23 ნომერი მისთვის მნიშვნელოვანია. ამ ნომრით თამაშობდა ლეგენდარულთა შორის ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი და ამავე ნომრით გამოდის „ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ფენომენი ლებრონ ჯეიმსი.
მაგრამ, გულშემატკივართა გასაოცრად, „ბაიერნთან” ამხანაგურ მატჩში (1:3), აზარმა 50 ნომრიანი მაისურა ჩაიცვა. ნეტავ, რატომ? ვინმეს რამე შეეშალა თუ განზრახვა იყო ასეთი?
განზრახვა ყოფილა: „რეალისა” და „ბაიერნის” შეხვედრა ისტორიულ დღეს გაიმართა. 1969 წლის 21 ივლისს ანუ ზუსტად 50 წლის წინათ, ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა. მისი სახელი გახლდათ ნილ არმსტრონგი. დედამიწის თანამგზავრზე დადგომის წინ მან თქვა: „ეს იქნება ადამიანისთვის პატარა, მაგრამ კაცობრიობისთვის უდიდესი ნაბიჯი”.
და ედენ აზარმა მაისურის ნომრით სწორედ ეს ისტორიული თარიღი აღნიშნა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
