ახალმა ცნობამ ხამეს როდრიგესის შესახებ ყველა გააკვირვა — როგორც ირკვევა 28 წლის კოლუმბიელი მადრიდის „ატლეტიკოში” გადასვლასთან არის ახლოს. ხამესს ესპანეთის დედაქალაქში უნდა ცხოვრება, „ვანდა მეტროპოლიტანოზე” გადასვლა კი მას ამის საშუალებას მისცემს. მეორე მხრივ, „წითელ-თეთრებს” ან სხვანაირად „მატრასებს” „ბაიერნის” თავდამსხმელის გადაბირება სურთ. ხამეს როდრიგესი, მოგეხსენებათ, „ბაიერნში” იჯარით თამაშობდა. მისი მფლობელი კლუბი გახლავთ „რეალი”, რომელიც სულაც არ...
ჭდე: რეალი
ბეტონი, პროფესიით ძმაკაცი
„რეალმა” მოკლე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა: ზინედინ ზიდანს გარდაეცვალა ძმა, ფარიდი, 54 წლის. მიზეზი: სიმსივნე. როგორც ჩანს, ფარიდ ზიდანს დაავადება დიდი ხანი არ არის რაც აღმოუჩინეს. ამიტომ წერენ საიტები, რომ მას ხანგრძლივად არ უავადმყოფია. მადრიდელთა მწვრთნელს გუნდის კანადური შეკრებიდან სასწრაფოდ მოუხდა მადრიდში დაბრუნება. კანადაში იმყოფებოდა ზიდანის მეუღლე ვერონიკიც, რომელიც მეუღლსთან ერთად გაეშურა ევროპისკენ. შეკრებაზე დარჩენილმა „რეალმა”...
მილიტაო პრეს-კონფერენციაზე ცუდად გახდა
იშვიათი რამ მოხდა „რეალის” პრეს-კონფერენციაზე, სადაც მადრიდული კლუბი 21 წლის ცენტრალურ მცველ ედერ მილიტაოს წარადგენდა. „პორტუსგან” 50 მილიონ ევროდ ნაყიდი ბრაზილიელი რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ცუდად გახდა. დეტალების მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი თანდართულ ვიდეოზე შეგიძლია ნახოთ. ფაქტია, რომ ფეხბურთელმა ოფიციალური პრეზენტაცია შეწყვიტა. შესაძლოა, მილიტაოს ცუდად გახდომა მგზავრობისა და გადაღლის ბრალი იყო. მოთამაშე...
ნიკოლა, მოსისხლე მტრის ბანაკიდან…
„ბარსელონა“ აღარ ხუმრობს. კატალონიელებმა საკალათბურთო გუნდში კორი ჰიგინსი ხომ მიიყვანეს, პოუ გასოლის დაბრუნებაზეც სერიოზულად დაფიქრდნენ და აგერ, NBA-ს ვარსკვლავი ნიკოლა მიროტიჩიც გადაიბირეს. მიროტიჩის ევროპაში დაბრუნება „ბლაუგრანას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო. ესპანეთის ნაკრების მძიმე ფორვარდმა ერთ დროს მოსისხლე მტერთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 2008-2014 წლებში მიროტიჩი ხომ მადრიდის „რეალის“ ღირსებას იცავდა. „სამეფო კლუბში“ თამაშისას ნიკოლამ ესპანეთის ჩემპიონობა...
მინო რაიოლა პროცესს ადასტურებს
ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის პროცესშიაო, თქვა მისმა აგენტმა მინო რაიოლამ. ეს „წასვლის პროცესი” კი „რეალის” აქტიურობის ფონზე მიმდინარეობს. ინგლისური „ექსპრესი” წერს, რომ 2016 წელს „იუვენტუსიდან” „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნების შემდეგ, პოგბა წვალობს და ლაზათიანად ვერ ათამაშებულა. დადის ხმა, რომ „ბებერი ქალბატონი” მსოფლიოს ჩემპიონის კვლავ გადაბირებაზე არ იტყოდა უარს, მაგრამ ვაჭრობაში ტურინელებზე მეტად თურმე...
გაცვლის ვარიანტი
„რეალი” „ლივერპულს” ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს: მარკო ასენსიო სადიო მანეში. ცნობილია, რომ კლოპს ძალიან მოსწონს ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი. „რეალი” მას დაახლოებით 95 მილიონ ევროდ აფასებს. სხვათა შორის, ასენსიოს ყიდვით ინგლისური კლუბებიდან „ტოტენჰემ ჰოთსპურია” დაინტერესებული. თავის მხრივ, მადრიდელებს სენეგალელი თავდამსხმელის შეძენა უნდათ. მანემ, „ლივერპულის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი როლი ითამაშა. მარკო ასენსიომ გასულ, „რეალისთვის” წარუმატებელ სეზონში,...
მამა ხამესს პაპა კარლო ურჩევნია
ვილსონ ხამეს როდრიგეს ბედოია კოლუმბიის ნაკრების ვარსკვლავის ხამეს როდრიგესის მამა გახლავთ. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი ვაჟისთვის საუკეთესო გამოსავალი „ნაპოლიში” გადასვლაა. თითქოს, „ნაპოლი” რა შუაშია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ იტალიურ კლუბს კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში. ანჩელოტი კი ის სპეციალისტია, რომელმაც ხამესი 2014 წელს „რეალში” მიიყვანა, ხოლო შემდეგ, 2017 წელს იჯარით „ბაიერნში” მიიწვია. ერთი...
კაცი, რომელიც ვერ დააფასეს
ტონი კროოსმა რეჟისორ მანფრედ ოლდენბურგის მიერ მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ბაიერნი“ გააკრიტიკა. „მიმეორებდნენ, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ თამაშით არ მათამაშებდნენ. მაშინ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მეტს ვიმსახურებდი“. — ასე იგონებს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის პირველ მიუნხენურ პერიოდს, 2007-2009 წლებს. 2009-2010 წლებში „ბაიერნმა“ კროოსი იჯარით „ლევერკუზენში“ გაუშვა, მაგრამ დიდად...
თეთრი აზარი, შავი აზარი ბაიერნთან გამოჩნდება
„რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდული გუნდის გეგმებზე ილაპარაკა. კერძოდ, ფრანგმა თქვა, როდის აპირებს ახალშეძენილი ფეხბურთელების საქმეში გამოცდას. მადრიდელებმა, ამ ზაფხულს, ახალი ფეხბურთელების ყიდვაში უკვე 280 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. ჩამოვთვალოთ ის ხუთეული, რომელიც მომავალი სეზონიდან „სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს: ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, როდრიგო, ედერ მილიტაო და ფერლანდ მენდი. მათგან პირველი სამი შემტევია, ბოლო ორი კი...
ჩემი მეგობარი კედელი
ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, არც სხვა ტიტულები და ჯილდოები აკლია და, რაც ყველაზე მთავარია – „რეალის“ ქომაგების ლეგენდა, კერპი გახდა. მადრიდულ კლუბში 7 ნომრით კრიშტიანუ რონალდუმაც იფრინა, მაგრამ ესპანელი გულშემატკივრებისთვის რაულ გონსალეს ბლანკო მაინც განსაკუთრებულ ფეხბურთელად რჩება. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 4 წელი გავიდა, დღეს ის „სამეფო კლუბის“ აკადემიის მწვრთნელია და აქამდე განვლილი...









