ჭდე: რეალი

Home რეალი
რონალდუ პირველია, მარადონა – მეორე
ჩანაწერი

რონალდუ პირველია, მარადონა – მეორე

ყველა-ყველა, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ ნებისმიერი ღონისძიების გამართვა მეფურად იცის. აგერ, ედენ აზარის პრეზენტაციას იმდენი ხალხი დაესწრო, სერიოზულ ნაკრებებს ოფიციალურ შეხვედრებზეც რომ ენატრებათ. ესპანელმა ჟურნალისტებმა მყისვე ამოქექეს პირველი ათეული იმ ფეხბურთელებისა, ვისმა პრეზენტაციამაც ყველაზე დიდი აუდიტორია შეკრიბა.   1. კრიშტიანუ რონალდუს სანახავად „სანტიაგო ბერნაბეუს“ 2009 წელს 75 000 ფანი მიაწყდა. თითქმის ანშლაგი იყო, რადგან სტადიონი სულ...

ზიდანი რეალს ჩაძირავს?
ჩანაწერი

ზიდანი რეალს ჩაძირავს?

უმაგრესი ფეხბურთელი იყო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულზე არ ვიდავოთ და ათეულში კი ყველა შეიყვანს… არც მწვრთნელობაშია ჯაბანი: სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება კითხვის ნიშნებს კი ხსნის, მაგრამ ზუსტად მანდ ჩნდება მაგრამები… ზიდანი „რეალში“ სუპერმწვრთნელის სტატუსით, სუპერხელფასით, ფლორენტინო პერესის სუპერთხოვნებით და სუპერუფლებების გარანტიით დაბრუნდა. მერე? იფრინა გუნდმა? ვინმე დააფრთხო? აპრილიდან მოყოლებული, გუნდმა ზიდანის ხელმძღვანელობით ოთხჯერ წააგო, სულ...

პოგბა გაყოფილი სამზე
ჩანაწერი

პოგბა გაყოფილი სამზე

ესპანური და ინგლისური მედია წერს, რომ „ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავის ედენ აზარის „რეალში” გადასვლის ამბავი გადაწყვეტილია. ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც 130 მილიონი ევრო ჯდება და რომელსაც საკუთრივ აზარის ხელფასად წელიწადში 23,4 მილიონი ევრო დაემატება. მაგრამ, ზინედინ ზიდანის გეგმას მარტო აზარის ყიდვა არ ჰყოფნის. „რეალის” ხარისხიანი რეკონსტრუქციისთვის მადრიდელებს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირებაც სჭირდებათ. „თაიმის” თანახმად...

ჩანაწერი

მესუთ განტევების ვაცი

„არსენალი” ევროპულ გამარჯვებას 25 წელი ელოდა და… სულ მცირე გაისამდე კიდევ მოუწევს ცდა. „მეთოფეებმა” ევროლიგის ფინალში, ბაქოში, „ჩელსისთან” 1:4 წააგეს. ჩრდილოლონდონელთა ფანებს განტევების ვაცის ძებნა დიდხანს არ დასჭირვებიათ. საამისოდ, საუკეთესო კანდიდატურა 30 წლის მესუთ იოზილი აღმოჩნდა, რომელიც უნაი ემერიმ 77-ე წუთზე შეცვალა და რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასულმა ფანებმა უსტვინეს. იოზილს კრიტიკოსები არც სტადიონს მიღმა დაკლებია....

ჩანაწერი

გარბის და არ უშვებენ

„მარკა” წერს, რომ სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ „რეალის” კაპიტანს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და კლუბიდან წასვლა უნდა. რა გამოთქმას აღარ ხმარობენ: პრეზიდენტისა და ვარსკვლავის კონფლიქტი უკან დაბრუნების წერტილს გაცდაო; მათ შორის ხიდები დაიწვაო… ესპანური რადიო Cope-ს გადაცემა El Partidazo-ში თქვეს: „ურთიერთობა საბოლოოდ წახდა. მათ ერთმანეთთან კავშირი აღარ აქვთ. კაცმა, რომელსაც...

ჩანაწერი

რეალი ტონირებულია

„რეალის” გერმანელმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მადრიდის კლუბთან ოთხი წლით გაახანგრძლივა თანამშრომლობა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ახალი კონტრაქტის თანახმად „სანტიაგო ბერნაბეუზე” 2013 წლის 30 ივნისამდე დარჩება. 29 წლის კროოს „ლოს ბლანკოსის” მაისურით 233 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათგან ამ სეზონის მონაგარი გახლავთ 28 მატჩი ესპანეთის პირველობაზე და 8 ჩემპიონთა ლიგაში. გერმანელი „რეალში” „ბაიერნიდან” 2014 წელს გადავიდა...

ჩანაწერი

აქაც კი არ ათამაშეს

„რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც უვარგისი ფეხბურთი ითამაშა, შინ წააგო „ბეტისთან” (0:2) და ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილი ამ შეხვედრაშიც კი არ შეუშვა მოედანზე. ფაქტობრივად, ამ საქციელით მწვრთნელმა თქვა, რომ უელსელისთვის მის გუნდში ადგილი არ მოიძებნება და თავდამსხმელი, ბუნებრივია, ახალი კლუბის ძიებას განაგრძობს. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა ზიდანს 29 წლის ვარსკვლავის შესახებ საგანგებოდ ჰკითხეს, რაზეც მან...

ჩანაწერი

აზარსმოკლებული ტრანსფერი

ამ ბოლო დროს უეფა კლუბების დასჯაზე ალაპარაკდა და ედენ აზარსაც შეეშინდა — თუკი „ჩელსის” ტრანსფერებს აუკრძალავენ, „რეალი” ოცნებად დარჩება. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც თუ შედგა, 100 მილიონი გირვანქა ეღირება. დავაზუსტოთ: უეფამ დასავლეთლონდონელებს ფინანსური „ფეარ ფლეის” დარღვევა დაუმტკიცა და ახლა სურს კლუბი ორი სატრანსფერო ფანჯრით დასაჯოს. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ „ჩელსი” „რეალისგან”...

ჩანაწერი

მგონი, ზიდანი აიჭრა

მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ გუნდის და კოსტა-რიკის ნაკრების 32 წლის გოლკიპერ კეილორ ნავასს შეატყობინა, რომ მომავალი სეზონიდან მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. ნავასი „რეალში“ 2014 წლიდან თამაშობდა და გუნდთან ერთად 12 ტიტული, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონობა და სამგზის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მას ძირითადში ადგილი მიმდინარე სეზონში ჩამოართვეს. 9-ჯერ სასტარტოში გამოსულმა კარი მშრალად 4 შეხვედრაში შეინახა. ნავასის გაშვებუს...

ჩანაწერი

კალამი ედენ აზარისთვის

„ჩელსიმ” ედენ აზარს ერთბაშად ორი ჯილდო გადასცა: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო გოლის ავტორის. 28 წლის ბელგიელი რასაკვირველია ორივეს იმსახურებდა, მაგრამ ახლა, როდესაც სატრანსფერო ციებ-ცხელება ახლოვდება, ბევრმა კლუბის გადაწყვეტილება მოთამაშის მოთაფვლის ხერხადაც აღიქვა. ყველასთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ „რეალს” აზარის შესაძენად 100 მილიონი გირვანქა აქვს გადადებული, დასავლეთ ლონდონელებს კი თავიანთ ვარსკვლავთან განშორება არ უნდათ....