ჟოან ლაპორტა „ბარსელონას” პრეზიდენტად სულ ერთი კვირის არჩეულია და უკვე სერიოზულ პრობლემებთან უწევს გამკლავება. პირველი პრობლემა ის არის, რომ საქმიანობის გასაშლელად მან ლა ლიგას 126 მილიონი ევროს გარანტია უნდა წარუდგინოს. ამბობენ, რომ ეს საკითხი ორშაბათამდე მოგვარდება, თუმცა ეს მოგვარება მთლად მარტივიც არ ჩანს. ორშაბათამდე რაღა დარჩა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბანკებთან თუ საინვესტიციო...
ჭდე: ჟოან ლაპორტა
ბარსელონას მწვრთნელი თუ არსენალის ბალახის მკრეჭავი?
ჟოან ლაპორტას „ბარსელონას” პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ყველაფერი, რაც ამ კლუბზე იწერება ყურადღების ცენტრშია. ასე მაგალითად, „ბლაუგრანას” ყოფილმა მოთამაშემ, ფრანგმა ვარსკვლავმა ტიერი ანრიმ ინგლისურ ჟურნალ FourFourTwo-ს მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, ერთ მშვენიერ დღეს „ბარსას” მწვრთნელად სიამოვნებით ვიმუშავებდიო და მისი ეს ნათქვამი დღეს მთელს ესპანეთს მოედო. „მე ჯერ ვსწავლობ, ყველაფერს კი დრო გვაჩვენებს. მინდა თუ არა რომ...
ჟოან ლაპორტა: გვიყვარდეს „ბარსელონა” ისე, როგორც არასდროს!
შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში „ბარსელონას” პრეზიდენტი იქნება ჟოან ლაპორტა ი ესტრუჩი. გუშინ, საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოაგროვა 30 184 ხმა. მეორე ადგილზე გავიდა ვიქტორ ფონტი, რომელმაც კლუბის 16 679 წევრის ნდობა დაიმსახურა, მესამე კი იყო ტონი ფრეიშა, 4 769 ხმით. ამდენ ამომრჩეველს „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. პანდემიის გამო იყო 20 000 პლუს ხმა, ანუ...
ბარსა პრეზიდენტს ირჩევს
დილიდან „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. კლუბი ახალ შეფსა და ბორდის წევრებს 5-წლიანი ვადით ირჩევს. საარჩევნო უბნები კატალონიის 5 ქალაქშია გახსნილი – ბარსელონა, ჟირონა, ლეიდა, ტარაგონა, ტორტოსა. საარჩევნო უბანია ანდორაშიც. ფოსტით დაფიქსირებული ხმების დათვლა უკვე დაიწყო. პროცესს ოსკარ გრაუ აკვირდება. 25.000-ზე მეტმა ამომრჩეველმა სასურველ კანდიდატს ხმა ფოსტით უკვე მისცა. არცევანი დააფიქსირა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ. „დღევანდელი...
დიდი ბარსობა სამი კანდიდატის თვალწინ
„ბარსელონამ” კვლავ შეძლო ეს! ეს გახლდათ ესპანეთის სამეფო თასზე მესამე შემთხვევა, რომელიც „ბლაუგრანამ” დამატებით დროში გადაიყვანა — ვეტერანმა ჟერარდ პიკემ, 94-ე წუთზე, თავური დარტყმით ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში 2:2 გახადა. „ბარსას”, ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, „სევილიასთან” 0:2 ჰქონდა წაგებული. საპასუხოში მასპინძელთა პირველი გოლი, მე-12 წუთზე, ოსმან დემბელემ გაიტანა. ეს იყო ძალიან ლამაზი ეპიზოდი, რომელსაც ვიდეოზე გთავაზობთ....
ლაპორტა: მესის მეტი მოაქვს, ვიდრე მიაქვს
ჟოან ლაპორტამ ლეო მესის კონტრაქტის მდიდრული დეტალების პრესაში გაჟონვის შესახებ კვირასვე არაფერი თქვა, მაგრამ ორშაბათს კატალონიის რადიო RAC1-ში მივიდა და სხვასთან ერთად ამ საკითხზეც ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ლაპორტა „ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც კლუბს 7 წელი ხელმძღვანელობდა, ახლა კი 2010 წელს დაკარგული თანამდებობის დასაბრუნებლად იბრძვის. „თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, ყველა ღონეს ვიხმარ მესი „ბარსაში” რომ დავტოვო, — თქვა 58...
ბარსელონაში არჩევნები გადაიდო
როგორც ჩანს, „ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი 7 მარტი იქნება. პარასკევს, კატალონიის დედაქალაქში, რამდენიმე შეხვედრისა და თათბირის შემდეგ, გადაწყდა, რომ კოვიდპანდემიის პირობებში არჩევნების 24 იანვარს ჩატარება არ შეიძლება. ხსენებულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ კლუბისა და კატალონიის მთავრობის წარმომადგენლები. იმავე დღეს, საღამოს საათებში, „ბარსას” პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსი შეხვდა სამ კანდიდატს — ჟოან ლაპორტას, ვიქტორ ფონტსა და...
ლაპორტა ფავორიტია
„ბარსელონა“ არჩევნების მოლოდინშია. როგორც იცით, 24 იანვარს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. კანდიდატი ცხრაა… ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ, წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, „ბარსელონას“ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ფავორიტი კლუბის ყოფილი ხელმძღვანელი ჟოან ლაპორტაა, რომელსაც სხვა კანდიდატებთან შედარებით საგრძნობლად დიდი უპირატესობა აქვს. ლაპორტას მხარს გამოკითხულთა 52.3% უჭერს, მეორე ადგილზე ვიქტორ ფონტია, რომელსაც...
ბართომეუს განაჩენი გამოუტანეს: წადი!
„ბარსელონაში“ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს კარიერა, ფაქტობრივად, დასრულდა. უნდობლობის ვოტუმის კომისიამ შეგროვილი ხელმოწერები გადაამოწმა და დაასკვნა: 20 687 ხელმოწერიდან 18 090-ს ნამდვილობა დადასტურებულ იქნა. არადა, უნდობლობის რეფერენდუმის გამოსაცხადებლად სულ 16 521 ხელმომწერი იყო საჭირო. საზოგადოებას ეს ინფორმაცია „ბარსას“ დირექტორთა საბჭოს წევრმა და საპროტესტო მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ჟორდი ფატემ მიაწოდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, რეფერენდუმი არ გახდება საჭირო...
ლაპორტა და როსელი
როგორც ჩანს, „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაისად გაიმართება, სერიოზული ბრძოლაა იქნება. კანდიდატები ჟოან ლაპორტა და სანდრო როსელი არიან, რომლებსაც ადრე უკვე ეკავათ ეს თანამდებობა. ლაპორტა 2003-10 წლებში პრეზიდენტობდა. შემდეგი როსელი გახლდათ, რომელსაც 2014 წელს ნეიმარის სკანდალური ტრანსფერის გამო, გადადგომა მოუწია. ის დაიჭირეს კიდეც და ციხიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. ამჟამად კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია...









