თუკი გასულ უქმეებზე „ბარსელონა” გაწბილდა, ეს უქმეები მისთვის ტრიუმფალური იყო. ახლა, სევილიაში სათასო წარმატებით „გადატვირთული” გუნდი ლა ლიგის მწვერვალს სულ სხვა ჟინით შეუტევს. „ბარსელონამ” ესპანეთის სამეფო თასი ოცდამეთერთმეტედ მოიგო. მოპოვებული თასების რაოდენობით ის ისედაც რეკორდსმენი იყო — მდევარ „ბილბაოს”, სწორედ გუშინდელ მეტოქეს, ეს ჯილდო ოცდასამჯერ აქვს აღმართული. და ეს იყო „ბარსას” პირველი ტიტული მას მერე, რაც...
ჭდე: ჟოან ლაპორტა
კუმანის მომავალს საფრთხე ემუქრება?
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ თუ „ბარსელონა” „ბილბაოს” ფინალში ვერ მოუგებს და „სამეფო თასს” ვერ აღმართავს, რონალდ კუმანს თანამდებობიდან მოხსნიან. თავად კუმანი, ასეთი ცნობების გამოჩენამ ძალიან გააკვირვა. ჰოლანდიელმა „ბარსა” გასულ აგვისტოს, კლუბისთვის რთულ დროს ჩაიბარა, მაგრამ თასის ფინალში გაიყვანა და ლა ლიგაში ლიდერ „ატლეტიკოს” ორი ქულითღა ჩამორჩება. ამის მიუხედავად, კრიტიკოსები უკმაყოფილონი არიან. მათი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია...
რაიოლა დორტმუნდს არ ეთანხმება
ერლინგ ჰოლანდი მოახლოებული სატრანსფერო სეზონის მთავარი გმირი რომ იქნება, ეს უკვე ფაქტია. 20 წლის ნორვეგიელის ყიდვას ბევრი მდიდარი კლუბი ცდილობს, მათ შორის არის „ბარსელონა”. ცხადია, თუ მოთამაშის გაყიდვას ვერ ასცდება, „დორტმუნდს” ფორვარდის სანაცვლოდ რაც შეიძლება დიდი თანხის მიღება მოუნდება, აგენტი მინო რაიოლა კი ცდილობს საქმე რამენაირად ისე გაკვაჭოს, რომ გერმანელების გარდა სხვებმაც იხეირონ. რასაკვირველია, ის...
ხარბი მამა და აგენტი
„ბარსელონაში” კარგად იციან, რომ „დორტმუნდისგან” 20 წლის ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ ამდენ „დამატებით გადასახადს” ნამდვილად არ ელოდნენ. კატალონიურმა რადიომ RAC 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ-ინგე, დამატებით 40 მილიონს ითხოვენ — თითო ოცს. საკუთრივ ფეხბურთელს ხელფასად წელიწადში 30 მილიონი სჭირდება. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ასეთი თანხის მოძიება „ბარსელონას”...
ნეიმარი ისევ გააძევეს.
ნეიმარი მოედნიდან გააძევეს. „პარი სენ ჟერმენი” შინ დამარცხდა „ლილთან” (0:1) და გამარჯვებულს ცხრილში ლიდერობა დაუთმო. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პირველი ყვითელი ბარათი 48-ე წუთზე მიიღო, 90-ე წუთზე კი 20 წლის პორტუგალიელ მეტოქეს, ტიაგო ჯალოს ხელი ჰკრა, აუტის ხაზს გადაღმა გადავარდნილი ბურთის აღების საშუალება არ მისცა და მეორე ყვითლითაც დაისაჯა. ეს გახლდათ ნეიმარის მესამე გაძევება საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო...
ლაპორტა ხალხს დაერია
ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას” პრეზიდენტის რანგში მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო: ინაუგურაციიდან ათ დღეში მან სამსახურიდან დაითხოვა კლუბის მაღალი იერარქიის ორი წარმომადგენელი, ალბერტ სოლერი და რომან გომეს პონტი. ბოლოხანს ორივე ჟოზეპ მარია ბარტომეუს კადრად ითვლებოდა. სოლერი „ბარსელონაში” ფეხბურთის გარდა სპორტის სხვა პროფესიული სახეობების დირექტორი გახლავთ, ხოლო გომეს პონტი იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა. სოლერს დროებით შეცვლის ოსკარ გრაუ, რომელიც...
დორტმუნდმა ჰოლანდს ფასი მიაკრა
იმ დღიდან, რაც „ბარსელონას” პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა აირჩიეს, ესპანეთში ლაპარაკობენ, რომ ის „კამპ ნოუზე” ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს მიიყვანს. დღეს, მსოფლიოში, თუკი მდიდარ კლუბებს ვინმეს ყიდვა სურთ, ეს „დორტმუნდის” 20 წლის თავდამსხმელია. ამასთან, „ბარსას” ქომაგები ლეო მესისა და ჰოლანდის წყვილიზე ოცნებობენ. და აი, ESPN წერს, რომ „დორტმუნდმა” ჰოლანდს ფასი დაადო — 180 მილიონი ევრო. კორონაპანდემიით გამოწვეული...
რივალდომ მესის ბედნიერება შეატყო
„ბარსელონასა” და ბრაზილური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო ამბობს, რომ ამიერიდან ლეო მესი უმალ დარჩება „კამპ ნოუზე”, ვიდრე წავა. გასულ ზაფხულს, მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო მოთამაშე კატალონიური კლუბის მაშინდელ ხელმძღვანელებთან ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდა და „ბლაუგრანადან” წასვლას აპირებდა. არგენტინელისა და „ბარსელონას” დავის შესახებ იმდენი დაიწერა, რომ ახლა ყველაფრის გამეორება შორს წაგვიყვანდა, მაგრამ ფაქტია, რომ საკითხი ჯერ კიდევ...
კური… ოზული განცხადება
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ანდრე კური ბრაზილიურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ადრე ის „ბარსელონას” სკაუტი იყო. მან აღმოაჩინა ნეიმარი, გახდა მისი აგენტი, ახლა კი არგენტინულ გაზეთ El Litoral-თან ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით ნეი ისევ ლეო მესის თანაგუნდელი გახდება, ოღონდ… „პარი სენ ჟერმენში” კი არა, „ბარსელონაში”. კორონაკრიზისის პირობებში ეს როგორ უნდა მოხდეს ჯერ არ...
ბოდიში, ლეო, მაგრამ მიყვარხარ!
ოთხშაბათს, ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად მოირგო „ბარსელონას” პრეზიდენტის სავარძელი. როგორც კატალონიური პრესა წერს, ახლა მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის კლუბში დატოვებაა. ლაპორტას ინაუგურაციის ცერემონიალს „კამპ ნოუზე” 300 სტუმარი დაესწრო. ლაპორტამ მათ ნახევარსაათიანი სიტყვით მიმართა: „მე აქ იმიტომ ვარ, რომ კლუბს ვუხელმძღვანელო, გადაწყვეტილებები მივიღო. პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და თავის მართლება ჩემი...









