63 წლის კატალონიელი იურისტი ჟოან ლაპირტა ი ესტრუჩი 2031 წლამდე „ბარსელონას’’ პრეზიდენტი იქნება. არჩევნებში, რომელიც 15 მარტს გაიმართა მას ხმა კლუბის წევრთა 68.18%-მა მისცა. მეორეზე გავიდა ვიქტორ ფონტი – 29.52%. ბიულეტენების გარკვეული ნაწილი „შემოუხაზავი’’ იყო. იმისათვის, რომ ლაპორტას პოპულარობაზე ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ახლანდელი არჩევნების შედეგები 2021 წლისას შევადაროთ. ხუთი წლის წინ ლაპორტამ ხმათა 54.28% მიიღო,...
ჭდე: ჟოან ლაპორტა
ვინ ჩაარტყა ლაპორტას ზურგში მახვილი?
„ბარსელონას’’ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას, რომელიც ხვალ კლუბის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, 18 წლის დრო ფერნანდესის „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლა ვერ მოუნელებია. 63 წლის ბიზნესმენი გაბრაზებულია „ლა მასიაში’’ აღზრდილი ბიჭის აგენტზე, რომელიც ვეტერანი ფეხბურთელი ივან დე ლა პენია ყოფილა. „დროს წასვლა ზურგში დანის დარტყმის ტოლფასი იყო. მიმაჩნია, რომ ივანმა მიღალატა. ჟორჟე მენდეშთან საერთო ენა გამოვნახეთ...
იამალის გაყიდვა მეტისმეტი იქნებოდა
„პარი სენ ჟერმენი’’ და „ბარსელონა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს ასცდნენ, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ისტორიის ამ ეტაპზე ამ ორ კლუბს შორის მეტოქეობა წამითაც არ წყდება. 15 მარტის არჩევნებით დაკავებული „ბარსას’’ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მოგეხსენებათ ზედიზედ მეოთხედ აპირებს კატალონიური კლუბის თავკაცის სავარძლის შენარჩუნებას და გამალებული აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი მთავარი კონკურენტია ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი. კლუბის წინაშე თავისი...
ჩავი: მესის ბარსაში დაბრუნება ლაპირტამ ჩაშალა
ახლოვდება „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნები (15 მარტი) და პრესაში სულ უფრო მეტი იწერება კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. კენჭს კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც იყრის, ლეგენდარული ჩავი კი მისი მოწინააღმდეგის ვიქტორ ფონტის ბანაკშია. ჩავიმ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისეთი ამბები გაიხსენა, რომლებმაც ამომრჩეველი ლაპორტას წინააღმდეგ უნდა განაწყოს. ჩავი 2021-24 წლებში „ბარსას’’ წვრთნიდა. ის იგონებს, რომ 2023-ში ლეო მესის...
რატომ არ მიესალმა მესი ლაპორტას?
2021 წელს ლეო მესიმ „ბარსელონა’’ დატოვა და „პარი სენ ჟერმენში’’ გადავიდა. მაშინ წერდნენ, რომ არგენტინელი „ბარსას’’ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას დამოკიდებულებით ძალიან უკმაყოფილო იყო. ლაპორტამ მას ჯერ კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, შემდეგ კი უკან დაიხია. მიზეზი კლუბის ფინანსური პრობლემები იყო. ვის და რატომ გაახსენდა ეს ამბავი 2026 წელს? საქმე ის არის, რომ წლეულს „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნებია. ლაპორტა...
რომელ მცველებზე ფიქრობს ბარსელონა?
„ბარსელონას’’ სპორტული დირექტორი, წარსულში ცნობილი ბრაზილიელ-პორტუგალიელი ვარსკვლავი დეკუ ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კლუბს ახალი ფეხბურთელის დამატება არ სჭირდება და გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ფეხბურთელთა საახალწლო ვაჭრობა „კამპ ნოუზე’’ მშვიდად ჩაივლიდა. ამასობაში დანიელი ანდრეას კრისტენსენის ტრავმამ მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დააყენა ფაქტის წინაშე, რომ გუნდში მხოლოდ ექვსი მცველი დარჩა, რაც მიდგომების გადახედვას მოითხოვს. რას მოიმოქმედებს დეკუ? ეს...
ახალი სერია: პერესი vs ლაპორტა
ვითომ „რეალსა’’ და „ბარსელონას’’ შორის ურთიერთობა უმჯობესდება? სრულებითაც არა. მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ამ კვირაში კიდევ ერთხელ გაიშვირა თითი კატალონიური კლუბისკენ და საზოგადოებას ხოსე ნეგრეირას საქმე შეახსენა. მისმა ბარსელონელმა კოლეგამ ჟოან ლაპორტამ ეს აგრესიად მიიჩნია და სიტყვას სიტყვით უპასუხა. არადა, სუპერლიგის შექმნის საქმეში პერესი და ლაპორტა თანამოაზრეები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში...
იამალის მამა გამძვინვარდა
2025 წლის „ოქროს ბურთის’’ მფლობელი გახდა ოსმან დემბელე! მას ჯილდო „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოების ცერემონიაზე პარიზში, შატლეს თეატრში ლეგენდარულმა რონალდინიომ გადასცა. 28 წლის დემბელე გახდა მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი ვინც ეს ჯილდო აღმართა. მანამდე იყვნენ: რაიმონდ კოპა (1958), მიშელ პლატინი (1983,1984,1985), ჟან-პიერ პაპენი (1991), ზინედინ ზიდანი (1998) და ქარიმ ბენზემა (2022). 2025 წელი ისტორიული გახლდათ დემბელეს კლუბისთვის...
ახალი იმპულსი
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოანლაპორტამ განმარტა, თუ რატომ გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩავი ერნანდესი. „მან გუნდი ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა, მოიგო ესპანეთის ისტორიული ჩემპიონობა და სუპერთასი. დატოვა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც მომავალში ბევრ ტიტულს მოიგებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან ახალი იმპულსი იყო საჭირო. ღირებული და პასუხისმგებლიანი მწვრთნელი ავირჩიეთ“, – თქვა ლაპორტამ. „ბარსელონას“ ახალი მთავარი...
AS: ბარსას ხვიჩა სურს
ესპანური AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა. „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ნეაპოლელთა მეპატრონეს დაუკავშირდა. იტალიური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კი ქართველის გაყიდვას 130 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს. შემდეგ სეზონში, „ნაპოლი“ გუნდის აშენებას ხვიჩას გარშემო გეგმავს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატალონიელები ამხელა თანხას გადაიხდიან. მიმდინარე სეზონის 27 შეხვედრაში, კვარამ 10 გოლი და 4 საგოლე...









