„ბარსელონა“ არჩევნების მოლოდინშია. როგორც იცით, 24 იანვარს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. კანდიდატი ცხრაა… ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ, წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა.
შედეგების მიხედვით, „ბარსელონას“ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ფავორიტი კლუბის ყოფილი ხელმძღვანელი ჟოან ლაპორტაა, რომელსაც სხვა კანდიდატებთან შედარებით საგრძნობლად დიდი უპირატესობა აქვს.
ლაპორტას მხარს გამოკითხულთა 52.3% უჭერს, მეორე ადგილზე ვიქტორ ფონტია, რომელსაც ხმების 13.2% ერგო.
17.2%-ს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ხმების დარჩენილი ნაწილი კი იმ კანდიდატებზე გადანაწილდა, რომლებსაც გამარჯვების რეალური შანსი არ აქვთ: ემილი რუსო – 3.2%; აგუსტი ბენედიტო – 2.7%; ხავი ვილახოანა – 2.7%; ტონი ფრეიშა – 2.3%; 2%-ზე ნაკლები: ჟორდი ფარე, პერე რიერა, ლუის ფერნანდეს ალა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
