
კარიერა ერთ კლუბში. არც ერთი მატჩი სხვა კლუბში… არიან ფეხბურთელები რომლებიც მხოლოდ ერთ კლუბთან ასოცირდებიან და თითქმის მთელი კარიერა ერთ ადგილას გაუტარებიათ (მაგ. ჯიჯი ბუფონი, სტივენ ჯერარდი) მაგრამ სწორედ ეს „თითქმის“ არის ის, რის გამოც ისინი „ყველაზე ერთგულ 11 საუკეთესოს“ შორის ვერ მოხვდნენ…
აქ კი იმ ვარსკვლავების თერთმეტეული ნახეთ, რომლებიც ბოლომდე ერთი კლუბის ერთგულები დარჩნენ.
ლევ იაშინი (დინამო მოსკოვი); ჯეიმი კარაგერი (ლივერპული), კარლეს პუიოლი (ბარსელონა), ფრანკო ბარეზი (მილანი), პაოლო მალდინი (მილანი), ნილტონ სანტოსი (ბოტაფოგო); პოლ სქოულზი (მანჩესტერი), სანდრო მაცოლა (ინტერი); ლეო მესი (ბარსელონა), რაიან გიგზი (მანჩესტერი), ფრანჩესკო ტოტი (რომა)
ამათგან დღეს მხოლოდ მესი თამაშობს და შესაძლოა, წლეულსვე შეიცვალოს კლუბი. არიან ასევე სერხიო ბუსკეტსი და თომას მიულერიც, 30-ს რომ გადასცდნენ და გუნდი რომ არ შეუცვლიათ. ვნახოთ…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
