სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩ ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირებზე ვერ ითამაშებს. მიზეზი ის არის, რომ „დიდი მუზარადის“ ტურნირების 20-გზის გამარჯვებულს კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ სურს. შესაბამისად, ნოლემ ამერიკაში შესვლის უფლება ვერ მიიღო. „მიუხედავად იმისა, რომ ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირებში ავტომატურად ჩავერთე, ვიცოდი, რომ იქ თამაში არ მომიწევდა. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის...
ჭდე: ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ აუცრელი
ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯიუტად აცხადებს, რომ აცრას არ გაიკეთებს, თუნდაც ამ ფაქტმა მის კარიერაზე იმოქმედოს. ნოლე გაიძახის ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარო. მაგალითად კი, ბავშვობაში გაკეთებული აცრები მოჰყავს, მაგრამ თავისუფლებას „აწვება“. „ანტივაქსერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვიყავი თავისუფლების მომხრე და ვეხმარებოდი ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა. ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს იმის გადაწყვეტა, რას მისცემს საკუთარ სხეულს“, – ამბობს...
რაფა 21
რაფაელ ნადალმა ისარგებლა ავსტრალიაში უშუალო კონკურენტების არყოფნით და მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა Australian Open-ის ფინალში რუსი დანილ მედვედევი 2:6; 6:7; 6:4; 6:4; 7:5 დაამარცხა და კარიერაში „დიდი მუზარადის“ 21-ტურნირი მოიგო. ნადალს ავსტრალიაში როჯერ ფედერერი რომ ვერ შეეცილებოდა, მანამდეც ცნობილი იყო, ხოლო არავაქცინირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს. აქამდე, სამივეს, „გრანდ სლემის“ 20-20 ტიტული...
ჯოკოვიჩი: სკანდალი, რომელიც გარდაუვალი იყო
ნოვაკ ჯოკოვიჩის ავსტრალიური საგა სპორტული და პოლიტიკური სკანდალის ფარგლებს გასცდა. კვანძის გახსნამდე ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საკუთარი პრივილეგიები გადამეტებულად შეაფასა, სოციალური ქსელების ძალა კი სათანადოდ ვერ დააფასა. სოცქსელების ეპოქაში, მილიონობით აღშფოთებული პოსტის და კომენტარის ფონზე, ასმაგად რთულია ხელისუფლება პერსონალური შეღავათების დაწესებაში დაარწმუნო. საზღვარზე დაკავება, ორი სასამართლო გარჩევა, ჯანდაცვის სისტემის...
ხორვატი სერბს: არ დანებდე !
ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მეორედ აუკრძალეს ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლა. Australian Open-ის 9-გზის ჩემპიონი კორონავირუსისგან აცრილი არაა, ავსტრალიური კანონებით კი უცხო ქვეყნიდან აუცრელის შესვლა არ შეიძლება. „ნოლემ“ აპელაცია შეიტანა, რომელსაც კვირას განიხილავენ. ამასობაში კი თითქმის მთელი საჩოგბურთო სამყარო სერბის გარშემო გაერთიანდა, თუმც ზოგი არც მწვადს წვავს, არც – შამფურს… აგერ, მათი კომენტარებიც? ზვერევი „არცთუ სამართლიანია, როცა...
ავსტრალია ტიტულებს არ ცნობს
ავსტრალიის ხელისუფლებამ საერთოდ არ ცნო ნოვაკ ჯოკოვიჩის დიდი სპორტსმენობა და ტიტულები და ქვეყნის ვიზა ხელმეორედ გააუქმა. ამის უფლება მხოლოდ ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრ ალექს ჰოუკს ჰქონდა და ეს უფლება გამოიყენა. როგორც ჰოუკმა განაცხადა, ის დეტალურად გაეცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურისა და ჯოკოვიჩის მხარის მიერ წარდგენილ საბუთებს და ამგვარი პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო. „ავსტრალიის მთავრობა იცავს...
ნოლემ ივარჯიშა
ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი დარჩება თუ არა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში, მაგრამ ფაქტია, რომ სერბი ჩოგბურთელი აქტიურად ემზადება Australian Open-ზე გამოსასვლელად. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ცენტრალურ კორტზე, „როდ ლეივერ არენაზე“ ივარჯიშა. კი გათიშეს კორტზე არსებული კამერები, მაგრამ ვარჯიშის ამსახველმა კადრებმა მაინც გაჟონა. შეგახსენებთ, „ნოლემ“ სასამართლო მოიგო და იზოლაციიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მთავრობის წარმომადგენელმა იურისტებმა ჯერ კიდევ სასამართლო...
ჯოკოვიდი გრძელდება
მთელი მსოფლიოს სპორტული სამყაროს ყურადღება ავსტრალიაშია, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმე უნდა გაირკვეს. სერბი ჩოგბურთელი 5 იანვარს ავსტრალიაში ჩავიდა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ჯოკოვიჩი, რომელიც კორონავირუსზე აცრილი არ არის, ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მიღებას აპირებდა და ტურნირის ორგანიზატორების მხრიდან სამედიცინო გამონაკლისის სახით ნებართვაც მიიღო. თუმც, მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს და კარანტინ-სასტუმროში გადაიყვანეს. ჩოგბურთელის ადვოკატებმა...
ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში, ცხადია, სურს, მაგრამ ანტივაქსერია და ეს პრობლემაა. ჯოკოვიჩი კორონავირუსის აცრაზე უარს აცხადებს, რის გამოც ის ავსტრალიაში ან ითამაშებს, ან – ვერა. ტურნირის ორგანიზატორებმა ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისი დაუშვეს და მელბურნში აუცრელიც კი მიიწვიეს, მაგრამ არავაქცინირებული ნოლე ავსტრალიის სასაზვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შეუშვა. ჯოკოვიჩმა საზღვარზე ვერ წარადგინა ყველა...
ზვერევი: პირველი მეორედ
1990 წლის შემდეგ ალექსანდრ ზვერევი პირველი ჩოგბურთელი გახდა, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველ და მეორე ჩოგნებს აჯობა. გერმანელმა ნახევარფინალში პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ხოლო ფინალში – მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანილ მედვედევი. გადამწყვეტ მატჩში ზვერევმა თითო სეტში თითო ბრეკ პოინტი გამოყენა და 6:4; 6:4 მარტივად იმარჯვა. წლის შემაჯამებელი ტურნირი გერმანელმა მეორედ მოიგო....









