შეგვიძლია, ჩოგბურთს აღარ ვუყუროთ. ამაზე დიდი დრამის წარმოდგენაც შეუძლებელია. ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალში როჯერ ფედერერს 7:6, 1:6, 7:6, 4:6, 13:12 მოუგო. სტატისტიკა ამბობს, როჯერი უკეთესი იყოო, მაგრამ ფაქტია – თასი ნოვაკმა აღმართა… ამას ვერ აღწერ. უნდა გენახა. წლევანდელმა უიმბლდონმა ფედერერი – ნადალის და ფედერერი – ჯოკოვიჩის ორი სუპერბრძოლა გვაჩუქა და ისედაც დარჩებოდა ისტორიაში. ჯოკოვიჩი და...
ჭდე: ნოვაკ ჯოკოვიჩი
ვარდივით წილი
1 ივლისს, ლონდონში, „უიმბლდონი“ იწყება. ტურნირის ფავორიტი ცხადია, მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, თუმც სადაც როჯერ ფედერერი თამაშობს, დამეთანხმებით, იქ პროგნოზებიც ცოტა მოზომილი უნდა იყოს. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, აშკარაა, რომ ქართველი მეჩოგნე არასახარბიელო ფორმაშია. ის „როლან გაროსს“ სტარტზევე გამოეთიშა, მანამდე და შემდგომ ტურნირებზეც ბასილაშვილი უგერგილოდ ირჯებოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს კორტზე ნაძალადევად იდგა და თამაში...
უიმბლდონზე განთესილი ქართველი
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სათამაშო ბადე უცნობია, თუმცა ორგანიზატორებმა რეიტინგის ლიდერები უკვე განთესეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის მე-16 ნომერი კია, მაგრამ მეთვრამეტედ განთესეს. რატომ? მასპინძლები წარსულ მიღწევებს არ უვიწყებენ ხოლმე ჩოგბურთელებს. მე-18 ჩოგანი მარინ ჩილიჩი განთესვაში მეცამეტეა, ხოლო მეორე ნომრადაა განთესილი როჯერ ფედერერი, რომელსაც გამოცხადებული აქვს, რომ ეს მისი ბოლო უიმბლდონია. იდეალურ ვარიანტში ორგანიზატორები ჯოკოვიჩი-ფედერერის ფინალს...
250 კვირა
აქამდე ჩოგბურთის ისტორიას სულ ოთხი ისეთი ლეგენდა ჰყავდა, რეიტინგის პირველ საფეხურზე 250 და მეტი კვირა (ჯამურად) რომ აქვთ გატარებული. დღეს პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ნოვაკ ჯოკოვიჩის 250-ე კვირა დაიწყო. ნოვაკის შედეგი ფენომენალურია პირველ რიგში ასაკის გამო: ის მხოლოდ 31 წლისაა და სულ მცირე, კიდევ ხუთი წელი მაინც შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს. ფენომენალურია...
ასაკი ბალახით…
ჩოგბურთის ისტორიას ბევრი ლეგენდა ჰყავს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, როცა ფიზიკური მოთხოვნები, ფსიქოლოგიური დატვირთვები და სატურნირო გრაფიკის სიმჭიდროვე ზღვარს გადასცდა, ლეგენდების ადგილი მოქმედმა მეჩოგნეებმა დაიკავეს. ვისაც არ ეზარება, ყველა ჩოგბურთის ექსპერტობაზე დებს თავს, მაგრამ Tennis world USA ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტს დაეკითხა. „კოღო“-იგივე ხუან კარლოს ფერერო იმ ეპოქის ჩოგბურთელია, ფიზმომზადებაზე მეტად ტექნიკა რომ ფასობდა და აკი,...
ნოვაკ, შენ მოკალი ჩოგბურთი!
საჩოგბურთო ზეიმი არ შედგა. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგნის უპირატესობა მეორესთან ტოტალური იყო – 6:3, 6:2, 6:3. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირზე ველური ბარათით მოხვედრილი დებიუტანტივით იოლად დაამარცხა რაფაელ ნადალი და კარიერაში მეშვიდედ მოიგო ავსტრალიური ტიტული. ძალიან ძნელია რაიმეს თქმა მატჩზე, რომელშიც ბრძოლა მხოლოდ ერთი ჩოგბურთელის, ნადალის მოწოდებაზე მიმდინარეობდა, ნოვაკმა კი ერთადერთხელ მისცა მეტოქეს ბრეიკის...



