საქართველოს ნაკრებმა თურქეთში 1:4 წააგო. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში „ჯვაროსანთა’’ მეოთხე შეხვედრა, რომლის დამთავრების შემდეგ ნათელი გახდა, რომ E ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს ესპანეთი და თურქეთი დაიკავებენ, საქართველოს კი მუნდიალზე მოხვედრა ოცნებად დარჩება. თურქული სპორტული გაზეთი „ფანატიკი’’ მატჩის შემდგომ ინტერვიუებს აქვეყნებს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი: „თურქეთი ძლიერი გუნდია. ჩვენ კი მთელი...
ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი
ესპანური პარადი პედრიმ წაიყვანა
პედრი აქეთ, პედრი იქით და ილუზიონისტის ცილინდრიდან ამოდის მძლავრი, ქარიზმატული, მომაჯადოებელი გუნდი, რომელიც ჯიქურ მიიწევს მსოფლიოს ჩემპიონატისკენ. ჩემპიონატამდე ერთი წელიწადიც არ დარჩა და ჯერჯერობით არგენტინასთან ერთად სუფრას მხოლოდ ესპანეთი უზის. ოღონდ, ვახშმის დროს ჯერ არგენტინა განსაზღვრავს. გეგონება დიპლომისთვის იბრძვისო, ესპანეთმა ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჯუნგლებს გამოწვევა გაუგზავნა ― ეს იყო მოედანზე გასული მწევრების ხროვა,...
ესპანეთი ცოტაც ბევრია
ესპანეთი ცოტაც ბევრია ― აი, ასე. მოკლედ და გასაგებად. მეტოქის კართან ყველაზე უიღბლო დღესაც კი, 24 დარტყმით ერთის წინააღმდეგ, ესპანეთის ნაკრებმა დაამარცხა საქართველო შეხვედრაში, რომელმაც 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უფრო ახლოდან დაგვანახა. იერემია პინოს და მიკელ ოიარსაბალის გოლებმა – ეს უკანასკნელი ნამდვილი რაკეტა იყო სამკუთხედითა და ტრანსპორტირით გამოთვლილი ტრაექტორიით (თუ ამ ხელსაწყოებს კიდევ იყენებენ) –...
თოფურიას საყვარელი გუნდების შეხვედრა
შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთს და საქართველოს ერთად აქვთ სამოგზაურო ტური აღებული, თორემ რით უნდა აიხსნას, რომ ეს ორი ნაკრები ბოლო ოთხ წელიწადში ხუთჯერ შეხვდა ერთმანეთსო, დაწერა AS-მა დღევანდელი შეხვედრის წინ. ეს შეხვედრა, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებიდანაა. სტატისტიკა რასაკვირველია ესპანელების უპირატესობას ამტკიცებს. ესპანელებს ესიამოვნათ რკინის კუნთებიანი და ორმაგი მოქალაქეობის მქონე UFC-ს ჩემპიონის ილია თოფურიას სიტყვებიც:...
ისლანდიას საფრანგეთთან გოლი არ ჩაუთვალეს
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევი შეჯიბრების D ჯგუფში 2:1 მოუგო კერკეტ კაკალს, ისლანდიას, რომელიც შესანიშნავად ორგანიზებული, პრესინგის მიმდევარი, აგრესიული გუნდი გამოდგა. სკანდინავიელები მასპინძლებს მაგრად დაუდგნენ, თუმც ისიც სათქმელია, რომ ბურთის ძირითადად (78%) ფრანგები ფლობდნენ და მომენტებსაც მეტად ქმნიდნენ. ანგარიში ისლანდიამ გახსნა ― 22-ე წუთზე ანდრი გუდიონსენმა მაიკლ ოლისეს შეცდომით ისარგებლა და ბურთი კარში შეაგდო....
იტალია მაინც 16 ნოემბერზე ფიქრობს
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ისრაელმა იტალიას უმასპენძლა და 4:5 წააგო. თამაშის ბედი სანდრო ტონალიმ 90+1 წუთზე გადაწყვიტა. ეს იყო ნამდვილი ტრილერი, რომლის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა: მე-16 წუთზე მანუელ ლოკატელიმ თავის კარში შეაგდო, მე-40 წუთზე კინმა გაათანაბრა. შესვენების შემდეგ დორ პერეცმა ისევ ისრაელი გაიყვანა წინ. ორ წუთში კვლავ კინმა გაქვითა, ამ გოლიდან 6 წუთში კი მატეო...
დე ლა ფუენტე: მთავარია ქედმაღლობა და ამპარტავნება არ შემოგვეჩვიოს
ესპანეთის ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი მისავე მოედანზე 6:0 გაანადგურა. ქალაქ ქონიაში „ბიუქშეჰირ ბელედიეზე’’ გამართულ შეხვედრაში გოლები გაიტანეს პედრიმ (6-ე და 62-ე წთ), მიკელ მერინომ (22, 45+1, 57) და ფერან ტორესმა (53). მატჩის შემდეგ „ლა როხას’’ მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ შეხვედრა ასე შეაფასა: …თქვენ ახლა ელაპარაკებით მწვრთნელს, რომელიც თავისი ფეხბურთელებით, თავისი გუნდით ამაყობს. ვამაყობ, რომ...
ილიან ილიევი: ქართველები ნერვიულობდნენ, ჩვენ კი ვერ ვისარგებლეთ
„საქართველო ესპანეთი არ არის, მაგრამ ბულგარეთმა ისევ წააგო’’ ― ასეთი სათაური ჰქონდა სპორტული საიტის dsport-ის წერილს და ზოგადად ბულგარული პრესის განწყობაც ეს არის: ის თბილისში 0:3 დამარცხების მიზეზად უპირველეს ყოვლისა თავიანთ შეცდომებს ასახელებს. „ანტვერპენის’’ 20 წლის ცენტრალურ მცველს როსენ ბოჟინოვს ამ დღეს ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მანამდე ის ერთხელ იყო ნაკრების შემადგენლობაში შეცვლაზე...
სამი გოლი და სამი კაპიტანი
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. თურქეთთან მატჩის შემდეგ, დღევანდელი შედეგი უმნიშვნელოვანესი იყო და ჩვენმა გუნდმაც პირველი 3 ქულა მოიპოვა მიმდინარე შესარჩევ ტურნირში. ანგარიში 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, ხოლო სხვაობა ორამდე 44-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ გაზარდა. გაგნიძისთვის ეს ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გახლდათ. 65-ე...
სპალეტი ყველას აავადებს?
„ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ერთი კვირის თავზე ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუყურებდი, ― წერს იტალიური საიტის calciomercato-ს მიმომხილველი სანდრო საბატინი, ― ერთადერთი, დონარუმა იყო ჩვენთან. ის გასული შაბათის მსგავსად მატჩს პრივილიგირებული სტუმრის სტატუსით აღარ ადევნებდა თვალს. მეტოქე კი ამჯერად არა დიდი, წვრილი და ამომავალი ვარსკვლავებით სავსე „პარი სენ ჟერმენი’’, არამედ ნორვეგიის ნაკრები იყო. ჩემპიონთა ლიგის...









