ეს 36 წლის კაცი მართლა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანი. პორტუგალიელმა დიადმა, კრიშტიანუ რონალდუმ ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მე-15 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (მეკარემ აუღო), შემდეგ მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, მაგრამ მან 89-ე და 90+6 წუთზე მაინც გაიტანა ორი თავური გოლი და თავისი ქვეყნის ნაკრებს 3 ქულა მოუტანა. და რაც მთავარია, კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო...
ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი
სანიოლი პირველ მოგებას ფიქრობს
2 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. სანიოლმა აღნიშნა, რომ მაყურებლის გარეშე თამაში რთული იქნება, მაგრამ რეგულაციებს პატივი უნდა სცენ. რაც მთავარია, გუნდმა ეს არ უნდა იგრძნოს და შინ მყოფი გულშემატკივარი უნდა გაახაროს. ნაკრების ამოცანა ამ შესარჩევ ჯგუფში...
ლინგარდი სანჩოს და გრილიშს უტევს
ჯესი ლინგარდი გარეთ საუთგეიტის 23-კაციან სიაში იმკვიდრებს ადგილს. შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად ნახევარფინალამდე იარა, ახლა ისევ გამოჩნდა „არსაიდან” და ევრო 2021-ზე გასამგზავრებლად დიდი კონკურენცია გააჩაღა. მოგეხსენებათ, ლინგარდი „მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიწუნა და იჯარით „ვესტ ჰემს” დაუთმო, სადაც 28 წლის ინგლისელი ისე ათამაშდა, რომ საუთგეიტმა ეროვნულ გუნდში უხმო და...
რიგითი რამოსის 5 წუთი
ესპანეთის ნაკრებმა კოსოვოს 3:1 მოუგო. ეს გახლდათ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის შესარჩევი მატჩი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთის გუნდების შეხვედრის (1:1) პარალელურად სევილიაში გაიმართა. „ლა როხას” გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ამიტომ მთავარი ყურადღება საკუთრივ მატჩის მიმდინარეობამ კი არა, იმ ამბავმა მიიპყრო, რომ ლუის ენრიკემ სერხიო რამოსი მხოლოდ ბოლო 5 წუთით ათამაშა. ესპანეთის ნაკრებს საქართველოს...
საქართველოს ჯგუფში: ესპანეთი და საბერძნეთი დაზავდნენ
დავიწყოთ პედრით. „ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველმა ესპანეთის ნაკრებში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა. დებიუტმა ყმაწვილკაცი გაახარა, მაგრამ შედეგმა უკმაყოფილო დატოვა: „ლა როხამ” გრანადაში საბერძნეთთან 1:1 ითამაშა. ეს გახლდათ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის შესარჩევი მატჩი. ამავე ჯგუფში შვედეთმა მოუგო საქართველოს 1:0. „მერჩივნა, სხვანაირი დებიუტი მქონოდა, — თქვა მატჩის შემდეგ პედრიმ, — მეორე მხრივ კი, ესპანეთის...
გვირგვინი სუარესმაც დაიდგა
ლუის სუარესს covid 19 აღმოაჩნდა, რის გამოც ის ხვალ, ბრაზილიის ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ვერ ითამაშებს. გულშემატკივრისთვის, ალბათ, ურუგვაისა და ბრაზილიის შეხვედრაზე არანაკლებ საინტერესოა ესპანეთის ჩემპიონატის შაბათის თამაში სუარესის ახლანდელ და ძველ გუნდებს, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” შორის, რომელშიც თავდამსხმელი აგრეთვე ვერ მიიღებს მონაწილეობას. ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ კორონავირუსი ნაკრების ორ წევრს, სუარესსა და...
იმედია, ძალა დავზოგეთ
ერთადერთი, რითაც ახლა შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ იმის ვარაუდია, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კოსოვოსთან ძალა დაზოგა — მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის III შესარჩევი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადიოდა და ორი ტურის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს გუნდი რუმინეთია. ამდენად, პირველ ადგილზე გასვლის თვალსაზრისით, დღევანდელი შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, 16 იანვარს, ხუთშაბათს კი თბილისში უკვე...
იტალიაში იტალია დავამარცხეთ!
საქართველომ იტალიას იტალიაში მოუგო! ეს ნეაპოლის მახლობლად, ბენევენტოში მოხდა, კაც ხელბურთელთა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაში. შეხვედრა, რომელშიც მეორე ტაიმის ერთი ეპიზოდის გარდა სულ საქართველო იგებდა, დამთავრდა 28:25. და ვინაიდან ყველაზე დრამატული სწორედ ეს მონაკვეთი იყო, ყურადღება მასზე გავამახვილოთ. პირველი ტაიმი (რომელშიც სხვაობა, როგორც იტალიის ხელბურთის ფედერაციის საიტმა უწოდა „ირაკლი ჩიქოვანისა და კომპანიის” სასარგებლოდ...
დღეს საქართველო იტალიას ხვდება
იტალიის ქალაქ ბენევენტოში დაიწყო ხელბურთელ კაცთა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ თანაბრად შევაფასებდით, საქართველოს ნაკრებმა წააგო რუმინეთთან — 24:29. მეორე შეხვედრაში, ტურნირის მასპინძლებმა და კოსოვომ ითამაშეს ფრედ — 26:26. დღეს, კოსოვო რუმინეთს ხვდება, ხოლო საქართველო იტალიას. შეგახსენებთთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრისთვის ბრძოლას ერთი გუნდი გააგრძელებს. იმის თქმა, რომ რუმინელებს ვჯობდით და...
საქართველოს ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის შესარჩევებს იწყებს
ამაღამ საქართველოს ხელბურთელ კაცთა ნაკრები იტალიაში მიფრინავს, სადაც მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. თამაშები გაიმართება 10, 11 და 12 იანვარს. ჯგუფში საქართველოს ნაკრების გარდა არიან მასპინძლები იტალიელები, რუმინელები და კოსოვოელები. 10 იანვარს საქართველო რუმინეთს ეთამაშება, 11 იანვარს იტალიას, ხოლო 12 იანვარს კოსოვოს. ჯგუფი ქალაქ ბენევენტოში იკრიბება. თამაშები „პალა ტედესკიში” გაიმართება. შემდგომ შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის...









