ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

Home მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი
ესპანეთმა კოსოვოში მოიგო და ლიდერია
ჩანაწერი

ესპანეთმა კოსოვოში მოიგო და ლიდერია

მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ B ჯგუფში, ესპანეთის ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად მოუგო 2:0 და ვინაიდან საბერძნეთმა შვედეთს 2:1 აჯობა, ცხრილში ლაღად ლიდერობს, თუმცა კონკურენტზე ორი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. ესპანელთა გოლები გაიტანეს პაბლო ფორნალსმა და ფერან ტორესმა. შედეგად, სექტემბრის სამ თამაშში „ლა როხამ“ 9 შესაძლებლიდან 6 ქულა შეიმატა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ გამარჯვებული...

ბერძნები ბრძოლას არ ეთიშებიან
ჩანაწერი

ბერძნები ბრძოლას არ ეთიშებიან

საბერძნეთს შვედეთთან გამარჯვება სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერძნების შანსს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დიდ სანაკრებო ტურნირზე მოხვედრილიყვნენ, ქარი წაიღებდა. და მათ ეს შეძლეს. ათენში მასპინძლებმა 2:1 აჯობეს შვედებს, რომლებისთვისაც ეს მიმდინარე წელიწადს მეოთხე წაგება იყო. მოგეხსენებათ, ლაპარაკია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის B ჯგუფზე, რომელსაც ესპანეთი ლიდერობს, ცხრილის მაჩანჩალა კი საქართველოა, რომელმაც თავისი ერთადერთი ქულა სწორედ...

გადავლილი სამეზობლო
ჩანაწერი

გადავლილი სამეზობლო

ვერ არის სამეზობლოში კარგი ამბები. საქართველომ ესპანეთთან 0:4 წააგო, სომხეთმა გერმანიასთან 0:6, აზერბაიჯანმა პორტუგალიასთან 0:3 და აგერ, ესტაფეტა თურქეთმაც გადაიბარა — ნიდერლანდებთან სტუმრად 1:6 დამარცხდა. G ჯგუფში, სადაც ეს ორი გუნდი გამოდის, მგდომარეობა ასეთი გახლდათ: გამარჯვებული ცხრილის სათავეში ექცეოდა. ფრეც თურქებს აძლევთ ხელს. სწორედ ამიტომ შეწყვიტა ლუის ვან გაალმა ექსპერიმენტები და თავის საყვარელ 4-3-3-ს დაუბრუნდა....

იტალიას რეკორდი შეუფერხეს
ჩანაწერი

იტალიას რეკორდი შეუფერხეს

აქამდე ისე ვიცოდით, რომ თუ იტალიის ნაკრები შვეიცარიასთან არ წააგებდა, მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდებოდა. ასეც მოხდა – „აძურიმ“ ბაზელში 0:0 ითამაშა და ზედიზედ 36-ე მატჩი არ წააგო, მაგრამ მსოფლიო რეკორდის მხოლოდ თანამფლობელი გახდა. მანამდე იწერებოდა, რომ ბრაზილიის ნაკრებს 1993-96 წლებში 35 მატჩი არ წაეგო, მაგრამ როგორც კი იტალიამ ეს ნიშნული 36-მდე აიყვანა, გაჩნდა ცნობები, რომ...

სანიოლმა დაწყებამდე წააგო
ჩანაწერი

სანიოლმა დაწყებამდე წააგო

როგორც კი ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა, უკვე ნათელი გახდა, რომ კარგი დღე არ დაგვადგებოდა. ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან მოედანზე სამი დებიუტანტი იდგა. აქედან, გიორგი ზარია თავდასხმაში – ფეხბურთელი, რომელიც არც ამ პოზიციის არის და ბათუმის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდება. კარგი იქნებოდა ჩვენი ნაკრების ისტორიის წიგნიდან პირველ ტაიმის ამოხევა შესაძლებელი...

საფრანგეთი რომელიც არ მარცხდება და ვეღარც იგებს
ჩანაწერი

საფრანგეთი რომელიც არ მარცხდება და ვეღარც იგებს

კიევში, უკრაინისა და საფრანგეთის ნაკრებთა მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი შეხვედრა ხალხით სავსე(!) ოლიმპიურ სტადიონზე 1:1 დამთავრდა. საინტერესოა, რომ ამ მატჩის მიმოხილვას სხვადასხვა გამოცემა სხვადასხვანაირად იწყებს. პირველი ვარიანტი ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ  უკრაინასთან გვარიანად გაუჭირდა, საფრანგეთის ნაკრებმა მატჩის ფრედ დასრულება მოახერხა და D ჯგუფში დაუმარცხებელ გუნდად რჩება. ის 9 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ვარიანტი: საფრანგეთის ნაკრებს...

კოსოვო სანიოლის კატასტროფა იყო
ჩანაწერი

კოსოვო სანიოლის კატასტროფა იყო

კოსოვოსთან მარცხის შემდეგ ინტერნეტსივრცეში საქართველოს ნაკრების ქომაგების გამოხმაურებების გაცნობას რამდენიმე საათი მოვანდომე. გაკვირვებულიც კი დავრჩი, ჯერ კიდევ რამდენი ჯიგრიანი ქომაგი ჰყოლია ქართულ ფეხბურთს. და ეს მიუხედავად მარცხებისა, საფეხბურთო ხელისუფალთა გადაცდომებისა, იმავე ქომაგთა უგულებელყოფისა და ბოლოს, საერთოდ უფეხბურთოდ დატოვებისა. როგორ ელოდა სრულიად საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩს… როგორ ელოდა ათობით ათასი ქომაგი კოსოვოსთან მატჩს… სურვილი იყოს, თორემ...

ესპანეთის საქმე ცუდად არის
ჩანაწერი

ესპანეთის საქმე ცუდად არის

შვედეთის ნაკრები ესპანელებთან თავიდან ჩამორჩა, მაგრამ, შემდეგ ორი გოლი გაიტანა და B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე ფართხალებს, სამი თამაშიდან სამი გამარჯვებით ლიდერის პოზიციაზეა. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ევრო 2020-ზე 0:0 დასრულდა, ამჯერად კი გოლმა არ დაახანა — დებიუტანტმა კარლოს სოლერმა, რომელიც „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია და ჩინებულ ფორმაშია, მეხუთე წუთზევე გახსნა ანგარიში. თამაში...

მესი გადარჩა, წითელი ღვინო კი დაიღვარა
ჩანაწერი

მესი გადარჩა, წითელი ღვინო კი დაიღვარა

არგენტინამ კარაკასში ვენესუელას მოუგო. ესპანური გაზეთის AS-ის თქმით ეს იყო შეხვედრა, რომელშიც ორი მთავარი ამბავი მოხდა: ადრიან მარტინესმა გაიმეტა, მაგრამ ვერ დაამტვრია ლეო მესი და არგენტინის ნაკრებმა გუნდური ფეხბურთი ითამაშა, მესის არ იყო შეჩერებული. სხვათა შორის, AS-მა თავის სტატიას ასეც დაარქვა: „არგენტინა მეტია ვიდრე მესი“. მას მერე, რაც არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონია, მეტოქეები მესამედ...

სამარცხვინო და უფანტაზიო
ჩანაწერი

სამარცხვინო და უფანტაზიო

საქართველოს ნაკრები მოგების გარეშე აგრძელებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს. ვილი სანიოლის გუნდი ამჯერად ბათუმში კოსოვოს ნაკრებთან დამარცხდა – 0:1. მარცხიც არის და მარცხიც – გუნდმა სრულიად უფერული, უხარისხო და უფანტაზიო ფეხბურთი ითამაშა. ვერც სანიოლის ჩანაფიქრს ჩავწვდით. არც შემადგენლობა იყო მოსაწონი და ვერც მატჩის მიმდინარეობისას შეცვალა რამე. არადა, კოსოვო არ არის ის გუნდი, რომლის...