მაილს ლუის-სკელის ოჯახი „უემბლიზე’’ სიხარულისგან მეცხრე ცას ეწია: „არსენალის’’ ჭაბუკმა ვარსკვლავმა თომას ტუხელს იმედი გაუმართლა და ეროვნულ გუნდში თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაიტანა. ეს ინგლისისა და ალბანეთის ნაკრებთა შეხვედრის მე-20 წუთზე მოხდა, როდესაც მარცხენა მცველმა ჯუდ ბელინგემის ჩინებული პასით მეკარე თომას სტრაკოშას კარში გოლი შეაგდო. ამრიგად, ლუის-სკელი გახდა ინგლისის ნაკრების 155 წლიან ისტორიაში უმრწემესი გოლის...
ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი
უელსმა უკრაინა დაამარცხა
„ყატარი 2022″-ის ფლეი-ოფი საბოლოოდ ასე დასრულდა: მგზნებარე პატრიოტული, თავაშვებული ზეიმი უკრაინელებმა კი არა, უელსელებმა მოაწყეს. ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან; მონაწილეობას მიიღებენ იმ შეჯიბრებაში, სადაც 64 წლის წინ იყვნენ და მერე ფეხი აღარ შეუდგამთ. უკრაინის ნაკრებს კი რუსეთის აგრესიის გამო მთელი მსოფლიო უჭერდა მხარს. გარდა ამისა, „ლურჯ-ყვითლები” კარდიფში გამართული მატჩის გვარიანად დიდი მონაკვეთების განმავლობაში მასპინძლებთან შედარებით...
ბეილი უკრაინელებს ბოდიშს არ მოუხდის
დღეს უნდა გადაწყდეს ვინ გაემგზავრება ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე, უელსი თუ უკრაინა. ამასთან დაკავშირებით გარეთ ბეილი ალალად აცხადებს, რომ ის ყველა ღონე იხმარს რათა მისმა გუნდმა გაიმარჯვოს და უკრაინელთა ოცნების დამსხვრევის შემთხვევაში ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს. „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი ამბობს, რომ ომს კარდიფში დანიშნულ თამაშზე გავლენის მოხდენის საშუალებას არ მისცემს. ბოდიშის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს. გამარჯვების...
თვალში ლაზერი, თავში საგნები
მო სალაჰს ტრიბუნებიდან თვალებში ლაზერი მიანათეს და ბოთლებიც დააყარეს — შედეგად, ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდამ პენალტების სერიაში ბურთი კარში ვერ შეაგდო და „ფარაონები” მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. სალაჰის ლივერპულელმა მეგობარმა სადიო მანემ კი თავისი წილი თერთმეტმეტრიანი გაიტანა — სენეგალის ნაკრები „ყატარი 2022″-ზე გაემგზავრება. ბედის ირონიით ეს შეხვედრა აფრიკის თასის ფინალის გამეორება გამოვიდა. მონდიალის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო...
ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა
ლეონარდო ბონუჩიმ ბოდიში მოიხადა. მიზეზი: ჩრდილო მაკედონიასთან 0:1 წაგებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ, იტალიის ნაკრებმა პალერმოს „რენცო ბარბერას” სტადიონის გასახდელი საშინელ დღეში დატოვა, მავანმა კი ვიდეო გადაიღო და დაპოსტა. თურქეთთან ამხანაგური მატჩის წინ ბონუჩიმ პრეს-კონფერენციაზე ასე თქვა: „რაც გავაკეთეთ, დიდი შეცდომა იყო. ამას მომავალში მეტ ყურადღებას მივაქცევთ. წაგების გამო იმდენად გაწბილებულები ვიყავით, რომ...
თამაშს დრამატიზმი არ აკლდა
პორტუგალიისა და თურქეთის თამაში დრამატული გამოდგა. ანგარიში ამაზე თითქოს არ მიგვანიშნებს — კრიშტიანუ რონალდუმ და სხვა პორტუგალიელმა ვარსკვლავებმა ლისაბონში მეტოქეს 3:1 მოუგეს, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ 85-ე წუთზე თურქებმა პენალტი ვერ გაიტანეს, არადა რომ გაეტანათ 2:2 ხდებოდა, დავრწმუნდებით, რომ შეხვედრას დრამატიზმი არ ჰკლებია. ამ დღეს თურქთა ვეტერანი თავდამსხმელი 36 წლის ბუქარ ილმაზი, რომელიც ფრანგულ „ლილში“...
იტალიის დამარცხება თბილისში დაიწყო
ვინ იცის, 2020 წლის 12 ნოემბერს იმ ხალხს, ვინც მიტინგებზე ადამიანთა უკონტროლო შეჯგუფების წინააღმდეგ მაინც ვერაფერს ხდებოდა, თბილისის სტადიონის კარი რომ გაეღო და ტრიბუნაზე დატესტილი გულშემატკივარი თუნდაც შეზღუდული რაოდენობით, სოციალური დისტანციის დაცვით დაესვა, განვითარების ახალ საფეხურზე ჩრდილო მაკედონიის კი არა, საქართველოს ნაკრები გადასულიყო. ერთი ფაქტია, რომ იმ, ჩვენთვის მწარედ მოსაგონარი ფინალის შემდეგ (რომელიც ფეხბურთის ღმერთებმა...
ორჯერ გაგდებული და ორივეჯერ დაბრუნებული
კიტოში, „ესტადიო როდრიგო პას დელგადოზე“, ეკვადორისა და ბრაზილიის ნაკრებთა გიჟურ შეხვედრაში სტუმრების მეკარე, ლივერპულელი ალისონი მსაჯმა ორჯერ გააძევა, მაგრამ VAR-ს რომ შეხედა, ორივეჯერ დატოვა. თამაში დამთავრდა 1:1. მე-6 წუთზე კაზემიროს გოლით ბრაზილია დაწინაურდა, 75-ე წუთზე კი მექსიკური „სანტოს ლაგუნას“ ნახევარმცველმა ფელიქს ტორესმა გაქვითა. მსოფლიოს ჩემპიონატის ეს შესარჩევი შეხვედრა მეკარეებისთვის განსაკუთრებით უცნაური გამოდგა: მე-15 წუთზე ეკვადორელთა...
გოლაცრუებული თამაში
არგენტინამ და ბრაზილიამ 0:0 ითამაშეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არგენტინელებს ახლა უკვე მიჯრით 27 შეხვედრა არ წაუგიათ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური კი ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ. რაც შეეხებათ ბრაზილიელებს, ისინი შესარჩევი შეჯიბრების ცხრილს 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. მათ ყატარის საგზური ისედაც „ჯიბეში ედოთ“. არგენტინას შესარჩევ შეჯიბრებაში ბრაზილიისთვის 2005 წლის მერე არ მოუგია. 2005-ში, „ალბისელესტემ“ 3:1 გაიმარჯვა. ორი გოლი...
კეინი წინაპრებს დაერია
ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრების 94 წლიანი რეკორდი დაამხო — ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 16 სანაკრებო გოლი გაიტანა. „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ეს სან მარინოს კარში ოთხი გოლის შეგდებით მოახერხა. მოგეხსენებათ, ინგლისელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში სან მარინოს მისავე მოედანზე 10:0 მოუგეს და „ყატარი 2022“-ის საგზური მოიპოვეს. ჯგუფში მეორე ადგილზე პოლონეთი გავიდა. ხსენებულ...









