„ეტიჰედზე” „ბოქსინგ დეის” ჯადოსნურ შეხვედრაში იდგა მომენტი, როდესაც „ლესტერ სიტის” არნახულ გმირობამდე ერთი გოლიღა აკლდა — „მანჩესტერ სიტიმ” საწყის 25 წუთში დიდებული ფეხბურთი ითამაშა, სტუმრებს მიჯრით ოთხი გაუტანა, მაგრამ მეორე ტაიმში „მელიებმა” ძალა მოიკრიბეს და… 11 წუთში ანგარიში 4:3 გახადეს. მაგრამ, „სიტი” ის გუნდი არ არის სხვის ზღაპარში რომ მიიღოს მონაწილეობა. სამ წუთში გვარდიოლას გუნდმა...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
ოი, შეყვარებულისათვის…
„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს ფერან ტორესს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის, ლუის ენრიკეს (მისი გვარია მარტინეს გარსია) ქალიშვილი სირა მარტინესი ჰყვარებია. „ელ მუნდოს“ ინფორმაციით, ახალგაზრდები ტოლები არიან — 21 წლისანი. მოგეხსენებათ, ფერან ტორესის გადაბირებას „ბარსელონა“ ცდილობს და ტრანსფერის გაჩარხვასაც არაფერი აკლია. სირა მარტინესი კი სწორედ ბარსელონაში ცხოვრობს, რაც ფორვარდისთვის დამატებითი სტიმულია. ფერან ტორესი „ბარსას“ ახალი მწვრთნელისთვის, ჩავისთვის მეორე...
გვარდიოლამ გრილიში და ფოდენი დასაჯა
პეპ გვარდიოლამ ჯეკ გრილიში და ფილ ფოდენი სერიოზულად გააფრთხილა, რომ ვარჯიშზე ღამენათევები აღარასდროს მივიდნენ. მწვრთნელმა ისინი ნიუკასლში არ ათამაშა. წაიყვანა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დასვა. როგორც ირკვევა, „ლიდსთან“ 7:0 მოგების შემდეგ ხსენებულმა წყვილმა ლაზათიანად მოულხინა და მეორე დღეს აღდგენით ვარჯიშზე არ მივიდა. საქმე მარტო ერთ წაქეიფებაშიც არ არის. გვარდიოლამ ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ მძვინვარე კოვიდეპიდემიის დროს ძალიან...
დუშანი დუ-შაში
დუშან ვლაჰოვიჩი გოლებს ითვლის და ალბათ „ფიორენტინაც“ თვეებს (ვინ იცის, დღეებსაც კი) ითვლის, როდის მოუწევს მასთან განშორება. 21 წლის სერბმა თავდამსხმელმა სერია A-ს ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა – დღეს, „სასუოლოსთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. ზედიზედ 6 — ეს რეკორდის გამეორებაა „ფიორენტინას“ ფეხბურთელისთვის. ადრე 1994 წელს ეს გაბრიელ ბატისტუტამ მოახერხა. ამასთან, ვლაჰოვიჩმა წლეულს 33 გოლი გაიტანა და...
ჩემპიონთა ლიგას მანჩესტერ სიტი მოიგებს
უეფას შეცდომის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ორშაბათის კენჭისყრამ ბოლოს და ბოლოს დაალაგა ფლეი-ოფის პირველი ეტაპის წყვილები, „ბეტინგექსპერტის“ სუპერკომიპუტერმა კი ანალიზი ჩაატარა და თქვა, რომ თასს „მანჩესტერ სიტი“ მოიგებს. პეპ გვარდიოლას გუნდს ლისაბონის „სპორტინგი“ შეხვდა. კომპიუტერმა დათვალა და ყველაფრის გათვალისწინებით თქვა, რომ საბოლოოდ შეჯიბრებას „ქალაქელები“ მოიგებენ. ინგლისური კლუბებიდან „ლივერპულს“, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ინტერი“, „ლილი“ და „ატლეტიკო“...
გერმანია ისევ ჩაიკეტა
ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ ევროპის სტადიონები მეტ-ნაკლებად თითქმის ყველგან ივსება. თუმცა, გერმანიაში კოვიდსიტუაცია გართულებულა და ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი და ხვალინდელი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებიც ლაიფციგსა და მინხენში უმაყურებლოდ ჩატარდება. „ვნერვიულობთ, რადგან გერმანიაში არცთუ კარგი კოვიდსიტუაციაა. პრობლემა ვერ მოგვარდა. ისევ აუცილებელია პირბადეებით სიარული და დიდი სიფრთხილეა საჭირო. კარგი იქნებოდა სავსე ტრიბუნების ფონზე თამაში, მაგრამ რა...
სიტიმ დიდი ვარსკვლავების გუნდს მოუგო
ოლე გუნარ სულშერმა, რომელიც კვირას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გააგდეს, „მანჩესტერ სიტის“ „ეტიჰედზე“ ანუ მის მოედანზე, ბოლო სამი თამაში მოუგო. წუხელ კი „ეტიჰედზე“ თამაშობდა „პარი სენ ჟერმენი“, რომელსაც მაურისიო პოჩეტინო წვრთნის — კაცი, რომელზეც ამბობენ, რომ „იუნაიტედში“ სულშერის შეცვლა უნდა და რომელმაც მესით, მბაპეთი, ნეიმარით და სხვა უძვირესი ვარსკვლავებით… წააგო — 1:2. პსჟ-ს პეპ გვარდიოლას „სიტიმ“ აჯობა...
აგუერო კარიერას ასრულებს
33 წლის არგენტინელი ვარსკვლავი, სერხიო „კუნ“ აგუერო პროფესიონალი ფეხბურთელის 18 წლიან კარიერას ასრულებს. აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავდამსხმელია, რომელიც ბოლოს „ბარსელონაში“ გადავიდა სადაც მეგობრის, ლეო მესის მხარდამხარ უნდოდა ეთამაშა, მაგრამ მესი „პარი სენ ჟერმენში“ წავიდა, აგუეროს კი „ალავესთან“ შეხვედრაში მოედანზე გულის შეტევა მოუვიდა — არითმია აღმოაჩნდა. დიადი დიეგო მარადონას ყოფილი სიძის შესახებ ბოლო ინფორმაცია ასეთი...
კაცები vs ბიჭუნები
მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედს“ 2:0 მოუგო, ხოლო „იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა და ვარსკვლავმა, ექსპერტმა როი კინმა თავისი ყოფილი გუნდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. თამაში „ოლდ ტრეფორდზე“ ჩატარდა. „ქალაქელებმა“ მასპინძლებს ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანეს. ჯერ ერიკ ბეილიმ შეაგდო ავტოგოლი, შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კი ბერნარდო სილვამ ანგარიში ორამდე გაზარდა. „ზედ შესვენების წინ „სიტიმ“ დიდი საჩუქარი მიიღო. ჟოაო...
75 წლის რონალდუ
პეპ გვარდიოლამ იხუმრა, კრიშტიანუ რონალდუ 75 წლის რომ გახდება, ოჯახურ ბარბექიუებზე მაინც გოლებს გაიტანსო. გვარდიოლა, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტის“ თავკაცია, რონალდუ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს და ეს გუნდები პრემიერლიგაში დღეს ხვდებიან ერთმანეთს. დღეს, საქართველოს დროით 16 საათსა და 30 წუთზე დიდი დერბია და ინგლისური მედია მთლიანად ამ თემით არის შეპყრობილი. ეს გახლავთ პირველი მანჩესტერული დაპირისპირება მას...








