ჭდე: მანჩესტერ სიტი

Home მანჩესტერ სიტი
ოუენი: ლიგას ლივერპული მოიგებს!
ჩანაწერი

ოუენი: ლიგას ლივერპული მოიგებს!

„ლივერპული“ ჩემპიონთა თასს მოიგებს, ხოლო პრემიერლიგამ სხვა ევროპული ჩემპიონატები ჩამოიტოვა — ასე ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი თამაშების შემდეგ მერსისაიდელებისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი მაიკ ოუენი. იურგენ კლოპის გუნდმა 2:0 აჯობა მადრიდის „ატლეტიკოს“ და პირველი ადგილით ფლეი-ოფში გასვლა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. არადა, B ჯგუფში მისი მეტოქეები „ატლეტების“ გარდა „მილანი“ და „პორტუ“...

აგუერომ სამი თვე უნდა დაისვენოს
ჩანაწერი

აგუერომ სამი თვე უნდა დაისვენოს

სერხიო აგუეროს გულის პრობლემა აქვს და მან სამი თვით უნდა დაისვენოს. „ბარსელონამ“ ასეთი განცხადება გაავრცელა: „ექიმმა ჟოზეპ ბრუგადამ ფეხბურთელს დაუსვა დიაგნოზი და დაუნიშნა თერაპიული მკურნალობა, რაც სამი თვით დასვენებას მოიცავს. ეს საჭიროა, რათა მკურნალობამ შედეგი გამოიღოს“. 33 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა  კვირა დღე მთლიანად საავადმყოფოში გაატარა, სადაც კარდიოლოგიურ გამოკვლევებს უტარებდნენ. ადრეც ვწერდით, რომ აგუეროს არითმია დაუდგინდა....

ჩელსი საჩემპიონო გუნდი არ არის
ჩანაწერი

ჩელსი საჩემპიონო გუნდი არ არის

შვიდი ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილს „ჩელსი“ ლიდერობს, მაგრამ წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელისა და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტის დიტმარ ჰამანის აზრით თომას ტუხელს საჩემპიონო გუნდი არ ჰყავს. ჰამანს ინგლისურ კლუბებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ის იყო „ნიუკასლის“ (1998-99), „ლივერპულის“ (1999-2006), „ბოლტონის“ (2006), „მანჩესტერ სიტის“ (2006-09) და „მილტონის“ (2010-11) ფეხბურთელი. მან თავისი შეხედულება სატელევიზიო გადაცემა „გოლში“ გამოთქვა. „ჩემი...

მინუს ფერან ტორესი
ჩანაწერი

მინუს ფერან ტორესი

 „მარკას“ ინფორმაციით ფერან ტორესმა მარჯვენა ფეხი გაიბზარა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს ცუდი ამბავია როგორც „მანჩესტერ სიტისთვის“ ასევე ესპანეთის ნაკრებისთვის. ბოლო პერიოდში ტორესი შესანიშნავ ფორმაში იყო და ორივე გუნდს დიდად ეხმარებოდა. ფერანმა ფეხი ერთა ლიგის ნახევარფინალში, მილანის „სან სიროზე“, იტალიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს იტკინა. ის მატჩი „ლა როხამ“ სწორედ...

სტერლინგს და პეპს შორის შავმა კატამ გაირბინა
ჩანაწერი

სტერლინგს და პეპს შორის შავმა კატამ გაირბინა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდი კაპიტანი, ვეტერანი და სატელევიზიო ექსპერტი როი კინი ამბობს, რომ „მანჩესტერ სიტიში“ რაჰიმ სტერლინგსა და პეპ გვარდიოლას შორის შავმა კატამ გაირბინა. რაჰიმ სტერლინგმა ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში კარგად ითამაშა, ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა დაბრუნდა კლუბში, გახურდა პრემიერლიგა და… სასტარტო შემადგენლობაში 7 ტურიდან მხოლოდ ორში დააყენეს. ახლა დააკვირდით, რამდენად განსხვავდება ნაკრების თავკაცის გარეთ...

აფურთხეს, აგინეს, ბოლოს გოლფზე ელაპარაკნენ
ჩანაწერი

აფურთხეს, აგინეს, ბოლოს გოლფზე ელაპარაკნენ

პეპ გვარდიოლა „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრის მსაჯზე პოლ ტიერნიზე გაბრაზებული იყო, შემდეგ კი „სიტიმ“ მავანი ლივერპულელი ფანის საქციელის გამო საჩივარი შეიტანა. „ქალაქელები“ ამტკიცებენ, რომ მეორე ტაიმში გვარდიოლას სამწვრთნელო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ტრიბუნიდან აფურთხებდნენ. ეს მას მერე მომხდარა, რაც 69-ე წუთზე ფილ ფოდენმა ანგარიში გაათანაბრა. „სიტი“ აცხადებს, რომ ამ ინციდენტის ვიდეოს წარმოადგენს. ანგარიშის გათანაბრება ვახსენეთ...

გვარდიოლამ იმთავითვე იცოდა
ჩანაწერი

გვარდიოლამ იმთავითვე იცოდა

ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო: ლეო მესიმ „პარი სენ ჟერმენში“ გაიბრწყინა. მის მიერ „მანჩესტერ სიტის“ კარში 74-ე წუთზე გატანილმა გოლმა პეპ გვარდიოლას გუნდი გატეხა. A ჯგუფის მეორე ტურის მატჩში პარიზელებმა სტუმრები 2:0 დაამარცხეს. ინგლისელ გულშემატკივარს თავი შეუძლია იმით დაიმშვიდოს, რომ იმავე საღამოს B ჯგუფის შეხვედრაში „ლივერპულმა“ „პორტუს“ სტუმრად მოუგო 5:1. გვარდიოლამ კი, როდესაც მისი გუნდი...

სტერლინგი სასტარტოში ვერ
ჩანაწერი

სტერლინგი სასტარტოში ვერ

26 წლის ინგლისელი თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო. ამის მიუხედავად, ის „მანჩესტერ სიტის“ სასტარტო შემადგენლობაში ფაქტობრივად ვერ ხვდება — მიმდინარე სეზონში, მხოლოდ პირველ ტურში იყო იმ თერთმეტ ფეხბურთელს შორის, რომლებმაც თამაში დაიწყეს. „ქალაქელთა“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სტერლინგზე მეტად ახალნაყიდ ჯეკ გრილიშს, ესპანელ ფერან ტორესსა და გაბრიელ ჟესუსს ენდობა. სტერლინგის...

ბევრი გოლი და ღრიალი
ჩანაწერი

ბევრი გოლი და ღრიალი

პეპ გვარდიოლამ რიად მაჰრეზს ისე უღრიალა, არასდროს რომ უღრიალია. ეს ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის შეხვედრის დროს მოხდა. „მანჩესტერ სიტი“ „ლაიფციგს“ ეთამაშებოდა. ინგლისური პრესას უკვირს, მწვრთნელმა ამ ღრიალ-ღრიალში ალჟირელს ლამის ცხვირი ცხვირზე მიადო, არადა მისი გუნდი უკვე 4:2-ს იგებდა, მაჰრაზს კი პენალტი ჰქონდა გატანილიო. გვარდიოლა სრულიად იყო მწყობრიდან გამოსული. დიახ, ზოგადად ის ემოციური კაცია და ჟესტიკულაციითაც...

სამი ქალი ოთხჯერ გააუპატიურა
ჩანაწერი

სამი ქალი ოთხჯერ გააუპატიურა

„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ბენჟამენ მენდი დღეს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მას სამი ქალი უჩივის. ისინი ფრანგს სექსუალურ აგრესიაში სდებენ ბრალს. პოლიციამ დაადასტურა, რომ 27 წლის ვარსკვლავს გაუპატიურების ოთხ და გაუპატიურების მცდელობას ერთ ეპიზოდს ედავებიან. კერძოდ რანაირად გააუპატიურა ფეხბურთელმა სამი ქალი ოთხჯერ, ინგლისური პრესისთვის ცნობილი არ არის. ინციდენტები მის 5 მილიონ გირვანქად შეფასებულ სახლში 2020-ის ოქტომბრიდან 2021-ის...