ჭდე: მანჩესტერ სიტი

Home მანჩესტერ სიტი
რა მოხდა ასეთი? 101 და 101
ჩანაწერი

რა მოხდა ასეთი? 101 და 101

შაბათს „ბორნმუთთან“ 4:0 მოგებულ მატჩში სერხიო აგერომ დუბლი შეასრულა და  „ეტიჰადზე“ გატანილი მე-100 და 101-ე გოლები იზეიმა. მარადონას ყოფილი სიძე „სიტიში“ 2011 წლიდანაა და პრემიერლიგის 195  შეხვედრაში 134  გაიტანა,  ყველა ტურნირში კი 273 მატჩში 184 გოლი მოაგროვა. 2017 წლის 1 იანვრიდან „სიტის“ 101 გოლი აქვს გატანილი და „ლივერპულის“ 1982  წლის შედეგის (106 გოლი კალენდარულ წელში)...

პეპი გადარჩა, ვარდი — ვერა
ჩანაწერი

პეპი გადარჩა, ვარდი — ვერა

ლესტერში, “კარაბაოს თასზე”, რომელიც სინამდვილეში 57 წლის წინ დაარსებული ინგლისის ლიგის თასია, ენერგეტიკული სასმელი “კარაბაო” კი მხოლოდ სპონსორი გახლავთ, რომლისნაირიც შეჯიბრებას ადრე ექვსი ჰყოლია, “ლესტერ სიტიმ” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და პენალტებში დამარცხდა. შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სასეირო მომენტი მოედანს მიღმა, უფრო სწორედ კი მოედნის კიდესთან იყო: მავანი ლესტერელი ტრიბუნიდან ჩახტა და “სიტის” თავკაცისკენ, პეპ გვარდიოლასკენ გაიჭრა....

რატომ ესროლეს ალექს ფერგიუსონს პიცა?
ჩანაწერი

რატომ ესროლეს ალექს ფერგიუსონს პიცა?

ფეხბურთში, რასაკვირველია, ყველაფერი ხდება, მაგრამ დღეს ბევრისგან გაიგებთ, რომ პრემიერლიგაში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია — “მანჩესტერ სიტის” ვეღარავინ დაეწევა. თან, ამას ამბობენ არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ კონკურენტი გუნდების მწვრთნელები, მიმომხილველები და სხვა. და არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელსაც ინგლისში ხშირად მოისმენთ — ისე, როგორც მიმდინარე სეზონში “ქალაქელები” თამაშობენ, პრემიერლიგაში არასდროს არავის უთამაშია. “სიტი” პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო...

ნუ დალეწავთ კევინ დე ბრუინს
ჩანაწერი

ნუ დალეწავთ კევინ დე ბრუინს

საუცხოო ფორმაშია “მანჩესტერ სიტი”. არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს მისი 26 წლის ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი. შაბათს, ქალაქელებმა პრემიერლიგის ერთ-ერთ ყოჩაღ გუნდს, “ტოტენჰემ ჰოთსპურს” თვალსაჩინოდ აჯობეს — 4:1. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ანგარიში დიახაც, ზუსტად ასახავდა გუნდებს შორის სხვაობას. შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მონაკვეთი გახლდათ ის 2 წუთი, როდესაც “სფურზისა” და ინგლისის ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა...

მოუს ბოთლები მოუქნიეს
ჩანაწერი

მოუს ბოთლები მოუქნიეს

მანჩესტერულ დერბიში “სიტიმ” “იუნაიტედს” 2:1 მოუგო — ეს ყველამ ვნახეთ. აი, რა არ გვინახავს და ის ოცკაციანი ჩხუბი, რომელიც გასახდელებში და გასახდელებთან, ერთი სიტყვით ტრიბუნებს ქვეშ “იუნაიტედის” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ წამოიწყო და რომლის შედეგადაც თავად მოხვდა თავში წყლისა და რძის ბოთლები. ჩხუბი იმიტომ ატყდა, რომ მოურინიუ “სიტის” ოთახში შევარდა, მუსიკას მეტისმეტად ხმამაღლა უკრავთ და საერთოდაც,...

პასუხი ხმაურიან ნაბიჭვარს
ჩანაწერი

პასუხი ხმაურიან ნაბიჭვარს

დღეს, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, „ოლდ ტრეფორდზე“, მანჩესტერული დერბია: „იუნაიტედი“ „სიტის“ წინააღმდეგ. სტუმრები პირველ ადგილზე არიან, მასპინძლები — მეორეზე. „იუნაიტედს“ სხვა გზა არ აქვს, ეს თამაში უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „წითელ ეშმაკებს“ თანაქალაქელები მართლაც ჯოჯოხეთური სხვაობით, 11 ქულით გაუსწრებენ. ყველაფერთან ერთად, ეს გახლავთ ბედისა თუ მედიის მიერ ერთმანეთს გადამტერებული მწვრთნელების, ჟოზე მოურინიუსა...

ახალი საძმო — “მანჩესტერ სიტი”
ჩანაწერი

ახალი საძმო — “მანჩესტერ სიტი”

“მანჩესტერ სიტის” დიდ შეფებს ბევრი რამ უნახავთ, მაგრამ ის ღრიანცელი, რომელიც  ლონდონის “სტემფორდ ბრიჯსა” და ნეაპოლის “სან პაოლოზე” მოგებების მერე სტუმარი გუნდის გასახდელიდან გამოდიოდა, განსაკუთრებული იყო — აშკარად, ერთი იდეით შეპყრობილი ადამიანები ზეიმობდნენ. “დეილი მეილი” წერს, იმასაც კი ამბობენ, რომ ინგლისური პრემიერლიგის დიდი ექვსეული გოლიათის და ჯუჯების ექვსეულად გადაიქცაო… “სიტის” ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ერთი...