კრიშტიანუ რონალდუ კვირაში 510 000 გირვანქას ითხოვს. ამ შემთხვევაში ის „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს. „სანი“ კი წერს, რომ თუ ქალაქელები მას ასეთ ხელფასს დაუნიშნავენ, გუნდში შეიძლება უკმაყოფილება დაიწყოს. შედარებისთვის, ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი კვირაში 385 000 გირვანქას იღებს. შემდეგ მოდიან რაჰიმ სტერლინგი (კვირაში 300 000), ჯონ სტოუნზი (250 000) და ჯეკ გრილიში (230 000). გაზეთი აგრეთვე წერს, რომ რონალდუს „იუვენტუსიდან“...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?
კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში ჩაფრინდა „იუვენტუსის“ ბოსებთან მოსალაპარაკებლად. მენდეშის მიზანია, ტურინელები რონალდუს უფასოდ გაშვებაზე დაიყოლიოს, ანაც ტრანსფერში მოთხოვნილი 25 მილიონი ევრო მნიშვნელოვნად შეამცირებინოს. დიდი მკითხაობა არაა საჭირო – ერთადერთი კლუბი, რომელიც 35 წლის პორტუგალიელით სერიოზულად არის დაინტერესებული, „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ. ინგლისელები მზად არიან, რონალდუს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და წლიურად 15 მილიონი ევრო უხადონ.
პეპი ნაკრებზე ფიქრობს
პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტიდან“ წავა. კატალონიელი მწვრთნელისა და „ქალაქელების“ კონტრაქტს, რომელიც მათ გასულ ნოემბერს გაახანგრძლივეს, ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის. 50 წლის გვარდიოლა უკვე შვიდი სეზონია რაც „ეტიჰედზე“ მუშაობს. ის ამბობს: — „მანჩესტერ სიტიში“ გატარებული შვიდი წლის შემდეგ დასვენება მჭირდება. უნდა შევჩერდე და მიმოვიხედო, სხვა მწვრთნელებისგან ვისწავლო. მინდა სანაკრებო...
კეინის ხელფასი კვირაში 100 ათასით იზრდება
„ტოტენჰემ ჰოთსპური“ ჰარი კეინს ხელფასს კვირაში 100 000 გირვანქით უზრდის. ასე აღნიშნავს ლონდონელთა თავმჯდომარე დენიელ ლევი ინგლისის ნაკრების კაპიტნის კლუბში დარჩენას. მის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე ლაპარაკი დასრულდა. კეინმა გუშინ განაცხადა, რომ ერთი წლით „სფურზში“ რჩება. მან ტვიტერით განსაკუთრებული მადლობა მიუძღვნა გულშემატკივარს. „ვულვზთან“ მოედანზე რომ გავედი, ტრიბუნიდან თქვენმა გულთბილმა შეხვედრამ გადამწყვეტი როლი ითამაშაო. თანამედროვე ინგლისური ფეხბურთის...
კეინი იბრძვის, დრო გადის
ჰარი კეინმა „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას ისევ გამოუცხადა, რომ დაჟინებით სურს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა, ლონდონელები კი მას აბრკოლებენ. დრო გარბის. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ექვს დღეში იხურება, „სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი კი 150 მილიონ გირვანქას კაპიკს არ აკლებს. გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, კეინმა „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში ხომ დათმო პოზიციები, ხომ შევიდა მოედანზე, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გუნდში...
ჩემი შენსას სჯობსო
გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი სტუდიაში შეკამათდნენ. ისინი ვერ შეთანხმდნენ, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შემდეგ „ლივერპული“ გავა მესამე ადგილზე თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“. „სქაი სპორტის“ ექსპერტები გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, პროგნოზებს ამბობდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩემპიონი ულაპარაკოდ „სიტი“ გახდება, მეორეზე კი „ჩელსი“ გავა. დავა მესამე ადგილმა გამოიწვია. კარაგერი „ლივერპულს“ უჭერდა მხარს, ნევილი კი „იუნიტედს“ — როგორც...
უქმეებამდე რაღა დარჩა
ჰარი კეინი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის იდეას ვერ ეშვება და იმედოვნებს, რომ მისი საქმე ამ უქმეებამდე გაიჩარხება. „ტოტენჰემის“ თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ ტრანსფერი გააჯანჯლა. მეტიც, ის რომ კეინი „სფურზიდან“ სადმე გადავა ახლაც საეჭვოა, თუმცა „დეზების“ ბანაკიდან გამოჟონა ხმამ, რომ არც მისი დარჩენაა ასპროცენტიანი. ამბობენ, ზაფხულის 100 მილიონიანი წინადადების ჩავარდნის შემდეგ, „სიტიმ“ ფინანსები გადათვალა და ახლა „ტოტენჰემს“ 120...
მელიებმა მანჩესტერ სიტი დაამარცხეს
ინგლისის „ქომუნითი შილდი“ ანუ სუპერთასი „ლესტერმა“ მოიგო. ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელმა „მელიებმა“ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 აჯობეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 89-ე(!) წუთზე, მანჩესტერელთა ყოფილმა „ოქროს ბიჭმა“, 24 წლის ნიგერიელმა კელეჩი იჰენაჩომ პენალტით გაიტანა. 2015-17 წლებში „ეტიჰედის“ იმედმა, თავისი ყოფილი გუნდის კარში შეგდებული შოკისმომგვრელი ბოლო წუთის გოლით სრულიად გადაფარა ჯეკ გრილიშის დებიუტი „მანჩესტერ სიტიში“. ეს დებიუტი...
ჰარი კეინს ეწყინა
ჰარი კეინმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ გულშემატკივრებს მიმართა, თუმცა, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. ჯერ მოდი ის გავიხსენოთ, რომ ინგლისის საუკეთესო ფორვარდსა და „სფურზს“ შორის ბზარი იმიტომ გაჩნდა, რომ მას „მანჩესტერ სიტიში“ მოუნდა გადასვლა. „სიტის“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კეინისადმი ინტერესი არ უარყო. მან თქვა: „ჰარი კეინი გამორჩევით ნიჭიერი თავდამსხმელია და ბუნებრივია, რომ ჩვენ მისი ყიდვით დაინტერესებულები ვართ. ჩვენ,...
მესი ამიგოებთან მიდის?
თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სენსაცია მოხდა: ლეო მესი „ბარსელონადან“ წავიდა. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც „კატალონიის სიამაყედ“ წოდებულ კლუბს 13 წლისა შეუერთდა, ფინანსური საკითხების გამო მიდის. არადა, ჯერ კიდევ გუშინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ პრობლემა მოგვარდა. ყველას ეგონა, რომ მესი „კამპ ნოუზე“ რჩებოდა. ესპანური, კერძოდ კატალონიური მას-მედია ერთხმად იმეორებდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, კლუბისა და...









