„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ჰარი კეინს შეუთვალა, რომ ის სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს გუნდში, თავდამსხმელმა კი ეს მოწოდება ყურად არ იღო, რითაც კლუბი კიდევ უფრო განარისხა. ფეხბურთელმა, რომელსაც „სფურზიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ უნდა გადასვლა ბაჰამებზე არდადეგები თვითნებურად გაიხანგრძლივა და მართალია, ახლა უკვე ლონდონშია, მაგრამ რეგულაციების თანახმად, როგორც უცხოეთში ნამყოფი პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. მან შემოთვალა, რომ სულ მცირე კვირამდე გუნდში...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
ჰარი კეინი გაიფიცა
ჰარი კეინსა და „ტოტენჰემს“ შორის ომი გაჩაღდა — თავდამსხმელს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა სურს. ტრანსფერის საფასური, თეორიულად 160 მილიონი გირვანქაა, მაგრამ „სფურზი“ უძალიანდება, ვარსკვლავის შენარჩუნება უნდა. კეინი პროტესტის ნიშნად გუშინ ჰოთსფურ ვეიზე არ მივიდა. უნდა გამოცხადებულიყო და კოვიდის ტესტი აეღო. კეინის საქციელმა ჩრდილოლონდონური კლუბი გააღიზიანა. თავმჯდომარე დენიელ ლევი ფეხბურთელის დაჯარიმებას აპირებს. არადა, ზაფხულში ჰარი კეინსა და...
სიტიმ საფულე გახსნა
„მანჩესტერ სიტი” იმედოვნებს, რომ მომავალ კვირაში ჯეკ გრილიშს შეიძენს. „ქალაქელებს” თავდამსხმელი 100 მილიონი გირვანქა დაუჯდებათ. ამის შემდეგ, მანჩესტერელთა მორიგი ხარჯიანი სატრანსფერო ნაბიჯი ჰარი კეინის გადაბირება იქნება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ თუკი „სიტი” 25 წლის გრილიშის სანაცვლოდ „ასტონ ვილას” ზემოთ ნახსენებ ფასს გადაუხდის, პრემირლიგის ძველი რეკორდი (2016 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბა „იუვენტუსისგან” 89 მილიონ გირვანქად შეიძინა)...
გვარდიოლას თავისი ფეხბურთელისთვის ხმა არ გაუცია
2019 წელს, ესპანელი პედრო პორო „ჟირონადან” „მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. მაშინ პორო 20 წლისა ხდებოდა. ინგლისურმა კლუბმა მასში 13 მილიონი ევრო გადაიხადა. ახლა, დაირხა ხმა, რომ „ქალაქელები” ესპანელს პორტუგალიაში, ლისაბონის „სპორტინგში” ყიდიან. უფრო სწორედ, ის ერთი ხანია იჯარის წესით ისედაც თამაშობს „სპორტინგში”, სადაც 37 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. როგორც ჩანს, დადგა დრო, როდესაც ფეხბურთელმა...
მე მეზიზღება რობერტო მანჩინი
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ყოფილმა ფეხბურთელმა, 40 წლის უეინ ბრიჯმა თქვა, რომ ევრო 2020-ში იტალიის ნაკრების გამარჯვება ორმაგად ეწყინა, რადგან მას რობერტო მანჩინი ეზიზღება. ვეტერანი 40 წლისაა. ის „სიტიში” 2009 წელს მივიდა, სწორედ მაშინ, როდესაც გუნდი რობერტო მანჩინის ჩააბარეს. თავიდან ბრიჯი რეგულარულად ხვდებოდა შემადგენლობაში, შემდეგ კი მანჩინიმ აითვალწუნა და იჯარით ჯერ „ვესტ ჰემში”, შემდეგ...
ტებასი გვარდიოლას — ჯობს სიტიზე ინერვიულოთ
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა პეპ გვარდიოლას ტვიტერით გასცა პასუხი. ორიოდ დღის წინ, გვარდიოლამ მას მუშაობის სწავლა პრემიერლიგისგან ურჩია, რამაც ტებასი როგორც ჩანს გააბრაზა და მეტი გამომხატველობისთვის, გვარდიოლას მის მშობლიურ ენაზე, კატალონიურად მიუგო: „მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგამ სატელევიზიო უფლებები მხოლოდ შვიდი წლით გაყიდა, პრემიერლიგას კი 30 წლით აქვს გაყიდული, ბოლო წლებში ჩვენ მასთან სხვაობა...
ბედნიერი მაჰრეზი
სანამ მთელი ძველი კონტინენტი ევრო 2020-ის ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი, „მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ალჟირელი ვარსკვლავი რიად მაჰრეზი საბერძნეთში წასულა და კუნძულ მიკონისზე ერთობა თავის ახალ შეყვარებულ 23 წლის ტეილორ უორდთან ერთად, რომელიც ცნობილი ტელევარსკვლავისა და რეალითი შოუს წამყვანის, დოუნ უორდის ქალიშვილი ყოფილა. ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, მაჰრეზი და ტეილორი ერთმანეთს წლეულს თებერვლიდან ხვდებიანო. შეგახსენებთ, რომ ალჟირელი, მეუღლეს,...
სიტი ხმაურიან ნაბიჯს დგამს
„მანჩესტერ სიტი” „ტოტენჰემს” ჰარი კეინში რაჰიმ სტერლინგსა და გაბრიელ ჟესუსს უცვლის. ეს მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს — პრემიერლიგის ჩემპიონს იმდენად სურს თანაქალაქელი მოქიშპის „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჩემპიონთა ლიგის მფლობელის „ჩელსის” ხახამშრალი დატოვება, რომ მზად არის ორი წამყვანი ფეხბურთელი დათმოს. მას მერე, რაც 27 წლის კეინმა „სფურზის” ხელმძღვანელებს გამოუცხადა, რომ სხვა კლუბში სურს გადასვლა, მასთან დაკავშირებით...
ევროპა გალურჯდა! ანუ სად გადის ზღვარი სიგიჟესა და გენიოსობას შორის
თომას ტუხელმა გაიმარჯვა! ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პორტუს „ესტადიო დო დრაგაოზე”, გერმანელმა ერთ მუშტად შეკრული, კარგად დაბალანსებული გუნდი გაუშვა „მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ სათამაშოდ და 1:0 მოიგო. უნებლიედ გახსენდება მატჩის წინა დღეს „სიტის” თავკაცის, სახელოვანი პეპ გვარდიოლას სიტყვები, რომლებიც ბევრ ინგლისურ გაზეთსა თუ საიტს დიდი ასოებით, სათაურად ჰქონდა გამოტანილი: „მე ზუსტად ვიცი როგორ უნდა ვითამაშო!” არათუ თამაშის...
აგუერო სიტის გამოეთხოვა
„მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში პრემიერლიგური კარიერის უკანასკნელი მატჩის წინ სერხიო აგუეროს საპატიო დერეფანი მოუწყვეს, რაც ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ. 65-ე წუთზე კი არგენტინელი ვეტერანი მოედანზე შევიდა და ორი გოლი გაიტანა. მისმა „სიტიმ” „ევერტონს” 5:0 მოუგო. ათწლიანი ერთგულების შემდეგ, 32 წლის თავდამსხმელმა „ეტიჰედ სთედიუმი” დატოვა. ამ ხნის განმავლობაში, აგუერომ „ქალაქელებს” ინგლისის ჩემპიონის ხუთი ტიტული მოაგებინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია...









