უეფას შეცდომის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ორშაბათის კენჭისყრამ ბოლოს და ბოლოს დაალაგა ფლეი-ოფის პირველი ეტაპის წყვილები, „ბეტინგექსპერტის“ სუპერკომიპუტერმა კი ანალიზი ჩაატარა და თქვა, რომ თასს „მანჩესტერ სიტი“ მოიგებს.
პეპ გვარდიოლას გუნდს ლისაბონის „სპორტინგი“ შეხვდა. კომპიუტერმა დათვალა და ყველაფრის გათვალისწინებით თქვა, რომ საბოლოოდ შეჯიბრებას „ქალაქელები“ მოიგებენ.
ინგლისური კლუბებიდან „ლივერპულს“, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ინტერი“, „ლილი“ და „ატლეტიკო“ შეხვდნენ.
ჩემპიონთა თასის (ლიგის) ექვსგზის გამარჯვებული „ბაიერნი“ ავსტრიულ „ზალცბურგს“ ხვდება, ხოლო ოთხგზის გამარჯვებული „აიაქსი“ — „ბენფიკას“.
არ გაუმართლა შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ კლუბს „რეალს“, რომელსაც ვარსკვლავებით სავსე „პარი სენ ჟერმენი“ ჰყავს დასამარცხებელი.
„იუვენტუსი“ კი, რომელსაც სერია A-ში გვარიანი ჯაფა ადგას და 17 ტურის შემდეგ მისთვის შეუფერებელ მე-7 ადგილზეა, „ვილიარეალს“ უნდა ეთამაშოს. სუპერკომიუტერის აზრით, „ბებერი ქალბატონი“ გაიმარჯვებს.
„ბეტინგექსპერტის“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა თქვა: „ჩვენი სუპერკომპიუტერის აზრით, ფავორიტების უმეტესობა ფლეი-ოფის პირველ ეტაპს დაძლევს.
ყველაზე უიღბლო „რეალი“ გამოდგა, რომელსაც ჯერ „ბენფიკა“ შეხვდა, განმეორებითი წილისყრით კი „პარი სენ ჟერმენთან“ მოუწევს ბრძოლა. ფავორიტი კი „მანჩესტერ სიტია“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
აქეთურ-იქითური23/08/2026 | 08:01ლუის ენრიკე კიდევ გაძლიერებაზე ფიქრობს
სიახლეები23/08/2026 | 07:00წლის საუკეთესო გოლი!
მთავარი ამბავი22/08/2026 | 08:03ქოჩორამ დღეს ბილბაოში შეიძლება ითამაშოს
