გიორგი მამარდაშვილი აცხადებს, რომ ის „ლივერპულში’’ ალისონის თადარიგში დასაჯდომად არ მოსულა და ორშაბათს „ბილბაოსთან’’ შეხვედრაში რეპუტაცია აიმაღლა კიდეცო, – წერს პორტალი Empire of the Kop. ის განმარტავს, რომ ქართველმა მეკარემ ესპანური ლა ლიგის გუნდთან ერთ დღეში ჩატარებული ორი ამხანაგური შეხვედრიდან მეორეში მიიღო მონაწილეობა და მართალია ორი გოლი გაუშვა, მაგრამ არნე სლოტის გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი...
ჭდე: ლივერპული
ალისონი ცოლთან გაფრენილა
„ლივერპულის’’ მთავარი მეკარის ალისონ ბეკერის მეუღლემ ნატალიამ ოპერაცია გაიკეთა. ამ ცნობას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს, რითაც პასუხს სცემს კითხვას, თუ რატომ შეწყვიტა ალისონმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გუნდის აღმოსავლური ტურნე მოულოდნელად და რატომ გაემგზავრა ბრაზილიაში. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ბრაზილიელმა რომელსაც ინგლისში ხშირად მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს უწოდებენ იაპონიაში შეკრება დატოვა და „იოკოჰამა მარინოსთან’’ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა...
მამარდას ბოლო ამხანაგური
„ლივერპულმა’’ „ბილბაოს’’ ერთ დღეს ორჯერ მოუგო, ჯერ საქართველოს დროით 20 საათიან შეხვედრაში (4:1), შემდეგ კი 23 საათიან შეხვედრაში (3:2). გიორგი მამარდაშვილი მერსისაიდელების კარს მეორე მატჩში (ქვემოთ იხილეთ ვიდეო) იცავდა და ამიტომაც ჩვენ სწორედ მასზე გავამახვილებთ ყურადღებას. „წითლების’’ სამი გოლიდან ერთი მო სალაჰმა გაიტანა, ხოლო ორი კოდი გაკპომ. ბასკური გუნდის გოლების ავტორები გახლდნენ ოიან სანსეტი და...
მამარდას მოგერიება და სალაჰის ორი პასი
„ლივერპულმა’’ „იოკოჰამას’’ ამხანაგურ შეხვედრაში 3:1 მოუგო. ქართველ გულშემატკივარს უპირველეს ყოვლისა გიორგი მამარდაშვილის თამაში აინტერესებდა და ის ყველაზე კარგად საიტმა liverpoolecho-მ აღწერა: „პირველი ტაიმის ბოლოს შესანიშნავად მოიგერია მეტოქის თავური დარტყმა და რამდენიმე პირდაპირი პასით თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანა სცადა. მისი მარცხენა ფეხი ნამდვილად სასარგებლოა’’. პორტალმა საქართველოს ნაკრების მეკარეს 10-დან 7 ქულა დაუწერა. სხვა მხრივ კი „ლივერპულის’’...
ფრიმპონგი – მამარდას თანაგუნდელი
ჰოლანდიელმა ჯერემი ფრიმპონგმა „მილანთან’’ ამხანაგური თამაშის (2:4) დროს გულშემატკივრის ყურადღება მიიპყრო, მერე კი ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ ჩაირა მისმა პირველმა კვირებმა „ლივერპულში’’. ფრიმპონგმა თქვა, რომ ახალ გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია. ის გიორგი მამარდაშვილთან, მილოშ კერკეზთან და უგო ეკიტიკესთან ერთად მერსისაიდელთა ახალწვეულია. პრემიერლიგის ჩემპიონმა მასში „ლევერკუზენს’’ 40 მილიონი დოლარი გადაუხადა. „ლივერპულში’’ ფრომპონგს ყოფილი თანაგუნდელი ფლორიან ვირტცი...
ციმიკასისა და მამარდას ერთობლივი დაბნეულობა
„ლივერპულმა’’ ორმატჩიანი აზიური ტურნეს პირველი შეხვედრა „მილანთან’’ 2:4 წააგო. თავიდან „წითლები’’ ჩამორჩნენ, ანგარიში რაფა ლეაომ გახსნა, მაგრამ დომინიკ სობოსლაიმ გაათანაბრა. შანხაის „კაი ტაკ სთედიუმზე’’ გამართული სპარინგის პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. შესვენების მერე „როსონერიმ’’ მწვავე კონტრშეტევები ჩაატარა და რუბენ ლოფტუს-ჩიკისა და ნოა ოკაფორის გოლების წყალობით 3:1 დაწინაურდა. მოგვიანებით კოდი გაკპომ პრემიერლიგის ჩემპიონთა თავმოყვარეობის დასაკამყოფილებლად თავურით შეამცირა...
მამარდაშვილი ლივერპულში სუპერმოგერიებებს, სიმშვიდეს და ლიდერის თვისებებს მიიტანს
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან’’ „ლივერპულში’’ გადავიდა და გახდა პირველი ქართველი, რომელიც მერსისაიდელთა რიგებში ითამაშებს. აქამდე პრემიერლიგაში ბურთი მხოლოდ ხუთ ქართველს უგორებია. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი დარწმუნებულია, რომ გიორგი თანამემამულეებს უმაღლეს დონეზე ასპარეზობისკენ წააქეზებს. სანიოლმა „ლივერპულის’’ საიტს ასე უთხრა: „მამარდაშვილის „ლივერპულში’’ გადასვლა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური ამბავია. აუცილებელია, ამ ქვეყნის რაც შეიძლება მეტმა ფეხბურთელმა...
მამარდაშვილის დებიუტი ლივერულში
„ლივერპულმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩი გამართა „პრესტონთან“, სადაც გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა – საქართველოს ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო. ერთ ეპიზოდში მისი გადაცემის შემდეგ კიეზა „პრესტონის“ მეკარესთან პირპისპირ აღმოჩნდა, მაგრამ იტალიელმა თავდამსმელმა გატანა ვერ შეძლო. პირველი ტაიმის მერე მწვრთნელმა არნე სლოტმა მთელი შემადგენლობა შეცვალა თავის გამოჩენის შესაძლებლობა სხვა ფეხბურთელებს მისცა.
დიოგო ჟოტას და მის ძმას შაბათს პორტუში დაკრძალავენ
დიოგო ჟოტას და მის ძმას ანდრე სილვას პორტუს ჩრდილოეთ გარეუბან გონდომარში შაბათს, დილის 10 საათზე დაკრძალავენ. პარასკევ საღამოს ადგილობრივ ეკლესიაში სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. წესის აგების დრო ზუსტად არ არის ცნობილი, რადგან ავტოკატასტროფაში დაღუპული ფეხბურთელები ესპანეთიდან პორტუგალიაში ჯერ არ ჩაუსვენებიათ. ეს ინფორმაცია გონდომარის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით გავრცელდა. სწორედ 1921 წელს დაფუძნებულ ამავე სახელწოდების მქონე კლუბში დაიწყო...
მამარდა ლივერპულში ჩავიდა
გუშინ გიორგი მამარდაშვილი ინგლისში ჩავიდა. ქართველი მეკარე კარიერის ახალ ეტაპს იწყებს ― ის ლივერპულელია. 24 წლის გოლკიპერის ტრანსფერი 10 თვის წინ დადასტურდა. როგორც liverpool.com წერს, მერსისაიდელებმა მასში 25 მილიონი გირვანქა ანუ 34 მილიონი დოლარი გადაიხადეს. შედეგების მიხედვით ამას დაემატება 4 მილიონი გირვანქა (5 მილიონი დოლარი). მამარდაშვილი თავის ახალ თანაგუნდელებს მომდევნო კვირაში გაიცნობს. მათ შორის იქნებიან...









