ამ ზაფხულს „ლივერპულის’’ მეკარეთა რიგებში დიდი ცვლილებებიაო, წერს ინგლისური კლუბის საიტი. არნე სლოტისა და გულშემატკივრებისთვის სადღეისოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი გოლკიპერი ალისონი გუნდს არ ტოვებს. „ენფილდზე’’ გამოჩნდება ახალი სახე ― ქართველი გიორგი მამარდაშვილი. კაომინ კელეჰერი „ბრენტფორდში’’ გადავიდა, სადაც ოცნებას აიხდენს ― პირველი მეკარე იქნება და რეგულარულად ითამაშებს. ვიჩესლავ იაროში იჯარის წესით „აიაქსს’’...
ჭდე: ლივერპული
ლივერპული ჩემპიონია! ნაპოლი – თითქმის
ფრანგულ საიტს maxifoot-ს კარგი რუბრიკა აქვს. ის წერს, რით იყო ევროპულ ფეხბურთში საინტერესო გასული დღე, ამ შემთხვევაში კვირა. გთავაზობთ, მისი დღევანდელი წერილის იმ მონაკვეთებს რომლებიც ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო საინტერესოა. 27 აპრილი „ბებერ კონტინენტზე’’ მართლაც მრავალმხრივ დრამატული გამოდგა. ლივერპული ჩემპიონი გახდა! „წითლები’’ ოფიციალურად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. საამისოდ მათ შინ „ტოტენჰემს’’ 5:1 მოუგეს. მეორე ადგილზე მოდის „არსენალი’’,...
ენრიკო კიეზა, ბედიერი კაცი
„ლივერპული’’ რომ პრემიერლიგის ჩემპიონი გახდება წყალი არ გაუვა, მაგრამ ფედერიკო კიეზა შეიძლება ტიტულის გარეშე დარჩეს. საქმე ის არის, რომ ინგლისური წეს-კანონის თანახმად მედალი ერგებათ მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომელბიც სულ მცირე ხუთ შეხვედრაში მაინც მიიღებენ მონაწილეობას. ჯერჯერობით კიეზა სამჯერ იყო მოედანზე. შეგახსენებთ, რომ იტალიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიჩნეული კიეზა „მერსისაიდელებმა’’ ზაფხულში 15 მილიონ ევროდ შეიძინეს და...
კვარაცხელიას პარიზი მეოთხედფინალშია
ბრწყინვალე ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგი ასეთია: „პარი სენ ჟერმენმა’’ „ლივერპული’’ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოთიშა (0:1, 1:0, პენალტებით 4:1). „ენფილდზე’’ ორი მატჩის ჯამური ანგარიში ოსმან დემბელემ მე-12 წუთზე გაათანაბრა. შეხვედრის გმირი კი უთუოდ ჯანლუიჯი დონარუმა იყო, რომელმაც სტატისტიკის თანახმად 3 დარტყმა მოიგერია („ლივერპულის’’ მეკარემ ალისონმა – 7), მაგრამ ეს ციფრი იტალიელი გოლკიპერის საუცხოო თამაშს ვერ ასახავს. ის...
ლივერპულელები პსჟ-ს შესახებ
სულ ცოტა ხნის წინ ბევრს აინტერესებდა შეძლებდა თუ არა „პარი სენ ჟერმენი’’ „ლივერპულისთვის’’ წინააღმდეგობის გაწევას. დღეს გულშემატკივართა დიდ ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რამდენად შეძლებენ მერსისაიდელები პარიზელთა იმ ფეხბურთთან გამკლავებას, რომელიც მათ „პარკ დე პრენსზე’’ აჩვენეს. მიუხედავად 0:1 მარცხისა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლუის ენრიკეს გუნდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ჩანს პსჟ-ს ფეხბურთელების ოსტატობა ლივერპულელმა მოთამაშეებმაც...
ბრიტანული პრესა პარიზელების და ერთი ბრაზილიელის შესახებ
„პარი სენ ჟერმენმა” „ლივერპულთან” მართალია წააგო (0:1), მაგრამ ინგლისური პრესა მაინც აღაფრთოვანა. დღეს ბრიტანეთში მედიის მთავარი თემა პარიზელთა გუნდისა და ლივერპულელთა მეკარის ელისონ ბეკერის („ლივერპულისთვის” სარეკორდო 9 მოგერიება) საოცარი თამაშია. „იმას, რომ „ლივერპული” მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ჩემპიონი გახდება წყალი არ გაუვა, პსჟ კი დეფოლტით არის საფრანგეთის ჩემპიონი. და მაინც, ამ ორი გუნდის შეხვედრის პირველი ტაიმი...
პარიზელებმა შოუ დადგეს და წააგეს
„პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულის’’ (0:1) მატჩის დამთავრების შემდგომ პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა გუნდის მწვრთნელ ლუის ენრიკეს უთხრეს, თქვენი სათამაშო სისტემა რთულია, ის ბევრ გადაადგილებას მოითხოვს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია მას წარმატებით შეერწყა; იქნებ ამის შესახებ უფრო დეტალურად გვითხრათო. ლუის ენრიკემ უპასუხა: „ჩემს სისტემასთან ადაპტაცია ძალიან ადვილია. იმისათვის რომ პსჟ-ში ითამაშო დიდი ფეხბურთელი უნდა იყო, მაგრამ მე ცალკეულ...
ლივერპულს ბროკოლის არ ეშინია
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილში, რომელიც „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულისგან’’ შედგება, ფავორიტად ინგლისური გუნდი ითვლება. მიზეზი მარტივია: გარდა იმისა, რომ „წითლები’’ სადღეისოდ კარგ ფორმაში არიან, ისინი ისტორიაში ექვსჯერ ფლობდნენ თასს და კიდევ ოთხჯერ ფინალში იყვნენ. „პარი სენ ჟერმენმა’’ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მხოლოდ ერთხელ მიაღწია ― 2020 წელს „ბაიერნთან’’ წააგო 0:1. ფრანგული პრესა წერს, რომ...
ლივერპულთან პარიზელებს მასა უმსაჯებს
„პარი სენ ჟერმენი’’ და იტალიელი მსაჯი დავიდე მასა ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარკ დე პრენსზე’’ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. კვლავ იმიტომ, რომ მასა და პარიზული გუნდი სულ რაღაც ერთი თვის წინ, 29 იანვარს შტუტგარტშიც გადაიკვეთნენ. იმ დღეს პსჟ-მ 4:1 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა. მასამ ჟოაო ნევეშს და ორ...
ტორესი: წლეულსვე რატომ არ წახვედი?
ესპანური გაზეთი AS წერს, რომ „ბარსელონასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის დამთავრების შემდეგ („ბარსელონამ’’ 7:1 მოიგო) ფერან ტორესი გიორგი მამარდაშვილთან მივიდა და თამაშზე ორიოდ სიტყვის გაცვლის შემდეგ ჰკითხა: წლეულსვე რატომ არ წახვედი? ქართველმა მეკარემ უპასუხა: ალისონი. ეს საუბარი DAZN-ს კამერებმა დააფიქსირა. AS მიიჩნევს, რომ გიორგის ერთსიტყვიანი პასუხი მრავლისმეტყველია. მისი აზრით მამარდაშვილი „ლივერპულში’’ გასულ ზაფხულსვე იმიტომ არ გადავიდა,...









