„პარი სენ ჟერმენმა” „ლივერპულთან” მართალია წააგო (0:1), მაგრამ ინგლისური პრესა მაინც აღაფრთოვანა. დღეს ბრიტანეთში მედიის მთავარი თემა პარიზელთა გუნდისა და ლივერპულელთა მეკარის ელისონ ბეკერის („ლივერპულისთვის” სარეკორდო 9 მოგერიება) საოცარი თამაშია.
„იმას, რომ „ლივერპული” მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ჩემპიონი გახდება წყალი არ გაუვა, პსჟ კი დეფოლტით არის საფრანგეთის ჩემპიონი. და მაინც, ამ ორი გუნდის შეხვედრის პირველი ტაიმი ყველაზე დაუბალანსებელი იყო მათ შორის რაც ოდესმე გვინახავს”, — დაწერა „გარდიანმა”. „ტაიმსმა” თავის მხრივ პარიზულ გუნდს ენერგიით, მტკიცე ხასიათით, ახალგაზრდობითა და პიროვნული თვისებებით აღსავსე უწოდა.
„ლივერპულ ექო”: „ლივერპული” დაიტანჯა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელი ცალკარა თამაშის პირველ ტაიმში მოხდა, როდესაც პსჟ-მ გვაჩვენა თუ რატომ ეძახიან მას დღევანდელი დღის ევროპის საუკეთესო გუნდს”.
„ინდიპენდენტი”: „პსჟ-ს მხოლოდ გული თუ დაწყდება, რადგან დღეს ჩემპიონთა ლიგის ყველაზე დიდი წარმოდგენა ვნახეთ, რომლის დროსაც უპირატესობამ ხორცი ვერ შეისხა”.
„დეილი მეილმა” „ლივერპულის საქციელს ძარცვა დაარქვა და დაწერა, რომ პსჟ პირველიდან ბოლო წუთამდე სრულ უპირატესობას ფლობდა. „დეილი ექსპრესმა” კი დაწერა, რომ ინგლისურმა კლუბმა დაუნდობელი „პარი სენ ჟერმენის” თანმიმდევრულ შეტევებს მხოლოდ დიდებული ალისონის წყალობით გაუძლო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 08:37მანჩინი: ოლისე რომ გაცივდეს, ამით არაფერი დაშვდება
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 07:43მაიულუ დიდ ნაკრებში გამოიძახეს
აქეთურ-იქითური12/11/2026 | 07:07ბერნალი: მაინც ბარსა სჯობია პსჟ-ს
აქეთურ-იქითური11/11/2026 | 10:01ელექტროშოკი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშამდე ორი დღით ადრე
