ჭდე: ლა ლიგა

Home ლა ლიგა
ჩანაწერი

ბარსელონას ისკოს ყიდვა უნდა

„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ სიამოვნებით შეიძენს ისკოს თუკი ის „რეალიდან” წასვლას გადაწყვეტს — წერს „მარკა”. „მალაგას” ყოფილ მოთამაშეზე ბოლოხანს ბევრს წერენ — მადრიდელთა ახალი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მას დიდად არ წყალობს და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უზის. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ისკოს ცხადია არ მოწონს და „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლაზე ფიქრობს. „თუ ჩვენი მწვრთნელები ახალი ფეხბურთელის შეძენას...

ჩანაწერი

ბარსელონას უცაბედი გამოჩენა

„მანჩესტერ სიტის” არგენტინელი მცველის ნიკოლას ოტამენდის სასწრაფოდ გადაბირება „ბარსელონას” მოუნდა. ოტამენდის ცუდი სეზონი აქვს, პეპ გვარდიოლამ პრემიერშიფის შეხვედრებში სულ ათჯერ ათამაშა და როგორც ჩანს 30 წლის ფეხბურთელზე იმედს აღარც ამყარებს, რადგან აიაქსელ მატის დე ლიხტზე უჭირავს თვალი და მის შესაძენად 50 მილიონი გირვანქა გადაუდია. აღსანიშნავია, რომ „სიტიმ” „ბარსელონასთან” ერთი „აიაქსური” ვაჭრობა უკვე წააგო — 21...

ჩანაწერი

ისკო ქალაქზე ფიქრობს

როგორც ესპანური AS იტყობინება, ისკო სერიოზულად განიხილავს „რეალის” დატოვებისა და „მანჩესტერ სიტიში” გადასვლის ვარიანტს. ინტერესი „ქალაქელთა” კატალონიელი თავკაცისგან პეპ გვარდიოლასგან მოდის. ისკოსაც ძალიან აწყობს „ეტიჰედზე” გადაბარგების ვარიანტი. ეს ყველაფერი ჭორი და ზერელე ლაპარაკი არ გეგონოთ. რამდენიმე დღის წინ ინგლისიდან მადრიდს აგენტი ჩაფრინდა, რომელიც „რეალის” წარმომადგენლებს შეხვდა და პრემიერლიგის ჩემპიონის ინტერესზე დაუწყო ლაპარაკი. მალაგელი გამთამაშებელი „რეალში”...

ჩანაწერი

რეალს მაყურებელი მოაკლდა

რთული დრო უდგას მადრიდის „რეალს”. მართალია, ლა ლიგის ბოლო ტურში მან „რაიო ვალეკანოს” მოუგო (1:0), მაგრამ მაყურებელს გუნდისკენ გული არ მობრუნებია. „სანტიაგო ბერნაბეუზე” გულშემატკივრის რაოდენობა იკლებს და იკლებს. „ბერნაბეუზე” 81 044 მაყურებელი ეტევა, მაგრამ შაბათს, თანაქალაქელებთან შეხვედრას სულ 55 229 ადამიანი დაესწრო. მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრებში საშუალო დასწრება 11 ათასი მაყურებლით შემცირდა, ჩემპიონთა ლიგის...

ჩანაწერი

დღეს პიკეს ბარსელონაში აგინებენ

დღეს ბარსელონაში დერბია — „ესპანიოლი” „ბარსას” მასპინძლობს და ყოველთვის, როდესაც „ბლაუგრანა” თანაქალაქელებს სტუმრად ეთამაშება, მასპინძელ გულშემატკივარს ჟერარდ პიკე ჰყავს ამოჩემებული. „ბარსელონას” თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე სცადა ამ „მტრობისთვის” იოლად შეეხედა და დაძაბულობა განემუხტა. „პიკე შესანიშნავ სეზონს ატარებს. იმედი მაქვს, რომ დაძაბული მეტოქეობის მიუხედავად ატმოსფერო საუკეთესო იქნება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ასეთი სიტუაციები გავაიოლოთ, მაგრამ მოედანზე...

შეწყვიტეთ გინება!
ჩანაწერი

შეწყვიტეთ გინება!

„კამპ ნოუზე” ნამდვილი სპორტული სულის დემონტსტრაცია მოხდა: „ბარსელონას” ფანები ტრიბუნებიდან „რეალის” კაპიტან სერხიო რამოსს ერთხმად „ბ…ის შვილს” ეძახდნენ, მაგრამ მისმა კოლეგამ და ყოფილმა თამაგუნდელმა ესპანეთის ნაკრებში, ჟერარდ პიკემ ხალხს ჟესტით მოუწოდა სკანდირება შეეწყვიტა და გააჩერა.

რეალში მწვრთნელი შეიცვლება
ჩანაწერი

რეალში მწვრთნელი შეიცვლება

მადრიდული „მარკა” წერს, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის დირექტორატს უახლოეს საათებში მწვრთნელის საკითხზე დაელაპარაკება და ხულენ ლოპეტეკის სავარაუდოდ ანტონიო კონტე შეცვლის. „ელ კლასიკოში” 1:5 დამარცხება, როგორც ჩანს მადრიდელთა შეფების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. „მარკა” წერს, რომ კონტე ესპანეთის დედაქალაქში შესაძლოა ორშაბათსვე, ანუ დღეს, ის კი არა და დილითვე ჩაფრინდეს. და თუ კონტეს ასე...

ბარსელონა და თასმების შეკვრა
ჩანაწერი

ბარსელონა და თასმების შეკვრა

კატალონიური გამოცემა „სპორტი” კვლავ „სევილიასთან” ლეო მესის დაშავების მომენტს უბრუნდება და ამტკიცებს, რომ გუნდი მოუმზადებელი აღმოჩნდა — „ბლაუგრანას” ფეხბურთელის შესაცვლელად მთელი 10 წუთი დასჭირდა. ივან რაკიტიჩი: „სამომავლოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხბურთელის შეცვლა სწრაფად არის საჭირო. ჩვენ ცოცხლად მოქმედებისთვის უნდა ვიყოთ მზად. „სევილიასთან” ძალიან დიდხანს ვიყავით კაცნაკლული”. „ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ოსმან დემბელეს მოედანზე შესვლის გაჭიანურებულ პროცესს...

ბარსელონა ლიდერია, მაგრამ…
ჩანაწერი

ბარსელონა ლიდერია, მაგრამ…

ლა ლიგის მე-9 ტურში „ბარსელონამ” „სევილიას” 4:2 მოუგო და 18 ქულით პირველ ადგილზე განიმტკიცა ადგილი. იმავე ტურში ქულები დაკარგეს მისმა ტრადიციულმა კონკურენტებმა, მადრიდის გუნდებმა „რეალმა” და „ატლეტიკომ” — „რეალმა” შინ წააგო „ლევანტესთან” 1:2, ხოლო „ატლეტიკომ” „ვილიარეალთან” სტუმრად ითამაშა 1:1. და ყოველივე ამის მიუხედავად „ბარსა” მაინც პრობლემების წინაშეა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია კატალონიელების მთავარი ვარსკვლავის ლეო მესის...

ლოპეტეგის სამშაბათამდე არ მოხსნიან
ჩანაწერი

ლოპეტეგის სამშაბათამდე არ მოხსნიან

„რეალის” კრიზისი ღრმავდება — მადრიდელებმა შინ წააგეს „ლევანტესთან”, 1:2. AS წერს, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ იქვე, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „ლოს ბლანკოსის” გაწბილებულ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობიდან დაუყოვნებლივ არ მოხსნის. სამშაბათს, 23 ოქტომბერს, „რეალს” პლზენის „ვიქტორიასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კვლავ ლოპეტეგი უხელმძღვანელებს. ლოპეტეგისთან შეხვედრამდე ფლორენტინოს „რეალის” მოთამაშეებთან და ტექნიკურ პერსონალთანაც...