ჭდე: ლა ლიგა

Home ლა ლიგა
მესის მკლავი გაებზარა
ჩანაწერი

მესის მკლავი გაებზარა

„ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი შემდეგ კვირას „ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებს. მეტიც, მის მკურნალობას სამი კვირა დასჭირდება. ლიონელ მესიმ „სევილიასან” შეხვედრაში, რომელიც „ბლაუგრანამ” თავის მოედანზე 4:2 მოიგო, მკლავი გაიბზარა. ის 26-ე წუთზე ოსმან დემბელემ შეცვალა. ამრიგად, 28 ოქტომბერს გაიმართება 2007 წლის მერე პირველი „ელ კლასიკო” რომელშიც არც მესი მიიღებს მონაწილეობას და არც კრიშტიანუ რონალდუ. ტრავმის ამბავი უფრო ზუსტად...

რაკიტიჩს ავადმყოფობამ უშველა
ჩანაწერი

რაკიტიჩს ავადმყოფობამ უშველა

ჯერჯერობით, 2018 წელს, ლა ლიგის ფეხბურთელთა შორის იმდენი წუთი მოედანზე არავის გაუტარებია, რამდენიც ბარსელონელმა ხორვატმა ივან რაკიტიჩმა გაატარა. აღსანიშნავია, რომ რაკიტიჩი მხოლოდ სათამაშო დროით არ არის გამორჩეული, ის გამორჩეულია ყოველ შეხვედრაში გარბენილი კილომეტრებითაც. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ათასში ერთხელ თუ ნახავთ, 30 წლის რაკიტიჩმა თამაშში 10 კილომეტრზე ნაკლები რომ დაფაროს. ხორვატის ასეთი გამძლეობა თურმე მისი დიეტის...

გამარჯვება მაინც მოელოცათ
ჩანაწერი

გამარჯვება მაინც მოელოცათ

„ლეგანესმა” რომელიც ახლა „ლა ლიგას” ცხრილში მე-18 ადგილზეა თვით „ბარსელონა” დაამარცხა 2:1. თან, „ბლაუგრანა” მე-12 წუთზე უკვე იგებდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. წარმატებამ პატარა ესპანური გუნდი გაახარა, მაგრამ როგორც მისი მეკარის ივან კუელარის მატჩისშემდგომი ინტერვიუდან ჩანს, მისი ფეხბურთელები დიდი მეტოქის დიდი ვარსკვლავების საქციელმა გაანაწყენა კიდეც. „როდესაც მარცხდები გამარჯვებულ გუნდს უნდა მიულოცო. ჩვენთან კი ბარსელონელთაგან...

ვინ თქვა ესპანეთი გავარდაო
ჩანაწერი

ვინ თქვა ესპანეთი გავარდაო

მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალიდან მეოთხედფინალები იწყება და მათში „ლა ლიგის” 25 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, საკუთრივ ესპანეთის ნაკრების გავარდნამ მუნდიალზე პრიმერას ფეხბურთელების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ის მაინც შთამბეჭდავია. თავიდან რუსეთში 17 ესპანური კლუბის წარმომადგენელი გამოდიოდა. დარჩენილთაგან ყველაზე მეტი, 7-7 ფეხბურთელი, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” ჰყავთ. მადრიდელად ითვლება ფრანგი თომას ლემარიც, რომელიც აქამდე „მონაკოში” თამაშობდა, მაგრამ 1...

მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა! ბარსა ჩემპიონია!
ჩანაწერი

მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა! ბარსა ჩემპიონია!

ლეო მესის ჰეთ-თრიქმა „ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონის ოცდამეხუთე ტიტული მოუტანა. ლა კორუნიაში, „რიასორზე”, ანგარიში ფილიპე კოუტინიუმ გახსნა, შემდეგ მესიმ სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა — 2:0, მაგრამ „დეპორტივომ” პერესის და კოლაკის გოლებით „ბლაუგრანას” უპირატესობა გაქვითა. და როდესაც თამაში დასასრულისკენ მიდიოდა, არგენტინელმა ვარსკვლავმა 8 წუთში გატანილი ორი გოლით როგორც შეხვედრას, ასევე ჩემპიონატს წერტილი დაუსვა — „ბარსელონას” „ატლეტიკოზე” 9 ქულით მეტი...

მარსელო: რეალი მოტყ…და
ჩანაწერი

მარსელო: რეალი მოტყ…და

„რეალმა” „სელტასთან” ცუდად ითამაშა, ვერ მოიგო (2:2) და ლა ლიგის ლიდერ „ბარსელონას” 16 ქულით ჩამორჩა. მადრიდელთა ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რაცა ვართ ესა ვართ, მეტი არ შეგვიძლიაო. მარსელო არც გინებას მოერიდა. მოგეხსენებათ, ყველა ენაზე თავისებურად ილანძღებიან, ამიტომ ბრაზილიელის ფრაზის ზუსტ თარგმანს ნუ მოგვთხოვთ, მაგრამ დაახლოებით ასე ითქვა: „ჩვენ დათრგუნულები, მოტ….ები და ჩაძირულები ვართ....

ცვლილებები ლა ლიგაში
ჩანაწერი

ცვლილებები ლა ლიგაში

ესპანურმა “სპორტმა” კლუბებში გაიკითხ-გამოიკითხა და შეიტყო, რომ მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. კეროდ, ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი პრიმერას გამარჯვებულს დაუყოვნებლივ, გამარჯვების დღესვე გადაეცემა და არა შემდეგი სეზონის პირველ ტურში. ეს ბოლოს მოუღებს დამსახურებული ჯილდოს რამდენიმეთვიან ლოდინს და გაუფასურებასო, წერს გამოცემა. “სპორტი” აგრეთვე წერს, რომ გასულ სეზონში ტელეკამერამ შემთხვევით გადაიღო, როგორ უკვირდათ “რეალის” მოთამაშეებს, ხორვატ ლუკა...

“ბარსელონა” — 21 ტურით ადრე ჩემპიონი
ჩანაწერი

“ბარსელონა” — 21 ტურით ადრე ჩემპიონი

წინ კიდევ გრძელი გზაა — “ბარსელონას” გასახდელიდან დღეს ყველაზე ხშირად ეს წინადადება ისმის, მაგრამ ფაქტია, რომ მას ლა ლიგას ლიდერები უფრო მოტივაციის შესანარჩუნებლად იმეორებენ, წერს კატალონიური სპორტული გაზეთი “მუნდო დეპორტივო”. “ბარსა” მდევარ “ატლეტიკოს” 9 ქულით უსწრებს, მესამეზე მყოფ “ვალენსიას” თერთმეტით, “რეალი” კი “ბლაუგრანას” 14 ქულით ჩამორჩება. ერნესტო ვალვერდეს გუნდი ძლიერია და შესაბამისი პოზიციაც უკავია, მაგრამ...

კუბალას ქუჩა ბარსელონაში
ჩანაწერი

კუბალას ქუჩა ბარსელონაში

ორშაბათს, ჩატარდა „ბარსელონას“ დირექტორატის მორიგი კრება, რომელიც წინა კრებებისგან სიმშვიდით გამოირჩეოდა. განიხილეს სამი საკითხი, რომელთაგან ორი სამეურნეოა და ფართო საზოგადოების ინტერესს არ წარმოადგენს, მესამეზე კი ღირს შეჩერება. საქმე ის არის, რომ ბარსელონაში უნგრეთის წარმომადგენლობამ კლუბს მიმართა წერილით, რომელშიც მას ქალაქის მუნიციპალიტეტთან შუამდგომლობა  სთხოვა. უნგრელებს სურთ, რომ კატალონიის მთავარ ქალაქში ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული ფეხბურთელის ლადისლაო კუბალას...