ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელთა გადაწყვეტილებამ გააბრაზა. „ევერტონის” 29 წლის ვარსკვლავი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისა და „კოპა ამერიკას” განაცხადში არ შეიყვანეს. როდრიგესი ინგლისიდან სამშობლოში ჩავიდა, სადაც… მიუვიდა წერილი, რომ ის ფიზიკური აღდგენის გეგმას ჩამორჩება და ამიტომ ნაკრებში ვერ აიყვანენ, თუმცა რეაბილიტაციის საქმეში ყველაფერ საუკეთესოს უსურვებენ. „მწვრთნელების გადაწყვეტილებამ გამაკვირვა, — დაწერა ხამესმა, — მათ მითხრეს, რომ...
ჭდე: კოპა ამერიკა
მესიმ ნებართვა აიღო
ლეო მესიმ გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და დღეს „ეიბართან” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში არ ითამაშებს. არგენტინელმა ეს კლუბთან შეათანხმა. დღეს „ბარსა” ეიბარში თამაშობს. ამ მატჩის შედეგი კატალონიელებისთვის არაფერს იძლევა. „ბლაუგრანამ” ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო და წინა ტურში ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა. მესის გარდა „ბარსელონამ” დღევანდელი თამაშის გამოტოვების ნება 18 წლის პედრისაც დართო....
მესი ჩინური ვაქცინით აიცრება
კატალონიური TV3-ის ცნობით, კოპა ამერიკაზე მონაწილეობისთვის ლეო მესი covid 19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აიცრება. მისთვის ვაქცინას ბარსელონაში სამხრეთ ამერიკიდან საგანგებოდ ჩაიტანენ. შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა ივნის-ივლისში კოლუმბიასა და არგენტინაში ჩატარდება. სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონტინენტური ასოციაცია, კონმებოლი, აპირებს შეჯიბრების ყველა მონაწილე დაავალდებულოს, იყოს აცრილი. მისმა პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ტურნირის დაგეგმილ ვადებში ჩატარება...
ფეხბურთი გაზაფხულიდან შემოდგომამდე
არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში მსოფლიო ფეხბურთში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. თუმცა, რაღა გამორიცხვაზეა საუბარი, როცა ამის შესახებ ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ვიქტორ მონტალიანი ღიად საუბრობს. საქმე ეხება ევროპული და აფრიკული ფეხბურთის გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე გადასვლას. კორონავირუსის პანდემიამ წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა როგორც ნაციონალურ ჩემპიონატებს, ასევე საერთაშორისო საფეხბურთო კალენდარს. ჯერაც ვერ დაიქოქა ევროპის ქვეყნების გაურკვეველი ვადით გადადებული ჩემპიონატები. წლეულს გასამართმა...
ლეო დასაჯეს
არგენტინის ნაკრების და „ბარსელონას“ კაპიტანი სამხრეთამერიკული ფეხბურთის ფედერაციისგან სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. თავიდან იყო საუბარი, რომ კონმებოლი მას ეროვნული ნაკრებიდან 2 წლით მოკვეთავდა, შემდეგ საკმაოდ მსუყე ფინანსურ ჯარიმაზე. ითქვა ისიც, რომ შესაძლოა, სამხრეთამერიკული ფეხბურთის ბოსებმა მესის ბოდიში გაითვალისწინონ და სულაც ყველაფერი აპატიონო. მოკლედ, ჭორები და მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა. საბოლოოდ კონმებოლმა არგენტინელ სუპერვარსკვლავს 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და...
მესი: ბოდიში!
ახლახან დასრულებულ კოპა ამერიკაზე, ბრაზილიის ნაკრებმა რომ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანა, ფეხბურთის ქომაგს შეხსენება არ სჭირდება. ისიც კარგად გეხსომებათ, მასპინძლებმა ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქეს და საფეხბურთო კუთხით უმთავრეს მტერ არგენტინის ნაკრებს 2:0 რომ მოუგეს, ფინალში კი პერუ დაამარცხეს. არგენტინელებს არც ის უნდა დავიწყებოდათ, რომ ბრაზილიასთან მარცხის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაცია...
ბებია და მჭადი…
ეს ზაფხული საფეხბურთო თვალსაზრისით, შესაძლოა, ისეთივე ცხელი ვერ გამოდგა, როგორც შარშანდელი, როდესაც მილიონობით ქომაგის თვალი, ყურადღება და ინტერესი რუსეთში გამართული მონდიალისკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ მთლად უფეხბურთობასაც არ ვუჩიოდით. სამხრეთ ამერიკული გუნდების ქომაგებს მოსაწყენად არ ეცალათ. ბრაზილიაში დასრულებულ კოპა ამერიკას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. ნეიმარის გარეშე „პენტაკამპეონებმა“ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანეს და დამსახურებულადაც იჩემპიონეს. ფინალში,...
წითელი ფინალში
გაბრიელ ჟესუსი მძვინვარებდა და ტიროდა — ის „კოპა ამერიკას” ფინალში გააგდეს. ბრაზილიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა ამავე შეხვედრაში საგოლე პასი გადააწოდა და გოლიც გაიტანა. თამაშის მე-15 წუთზე მან „გრემიოს” ფორვარდ ევერტონს გაუწია ასისტენტობა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს, უფრო სწორად, მსაჯის წამატებულ დროში, პერუელთა მიერ ანგარიშის გათანაბრებიდან ოთხი წუთის შემდეგ, ჩემპიონატის მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა...
მესი: ალბათ, ჩემი სიტყვებისთვის დამსაჯეს
რას არ ნახავ კაცი: ლეო მესი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. ეს „კოპა ამერიკაზე” არგენტინისა და ჩილეს შეხვედრის პირველ ტაიმში მოხდა. გუნდები მესამე ადგილისთვის თამაშობდნენ. არგენტინამ 2:1 მოიგო. მესი მარტო არ გაუძევებიათ. მასთან ერთად წითელი ბარათი ამოუღეს ჩილეს ნაკრებისა და „ბეშიქთაშის” ნახევარმცველ გარი მედელს. მიზეზი: ჩილელთა საჯარიმოს გვერდით, მოედნის კიდესთან, ბურთისთვის ბრძოლის დროს მესიმ მედელს არცთუ...
კაცი, რომელიც აგდებს და აგდებს მესის
კრიშტიანუ რონალდუ კი არა, ლეო მესის მთავარი მოქიშპე „ლივერპულის” ბრაზილიელი მეკარე ალისონია. ბოლო 18 თვეში ანუ წელიწადნახევარში ალისონმა მესი მესამე შეჯიბრებიდან გამოთიშა. გავიხსენოთ: 2018 წლის აპრილში ალისონი „რომას” მეკარე იყო, როდესაც იტალიურმა კლუბმა „ბარსელონასთან” სტუმრად 1:4 წააგო, მაგრამ შინ 3:0 შემოატრიალა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. იმ ზაფხულს ბრაზილიელმა კლუბი გამოიცვალა, 67 მილიონ გირვანქად „ლივერპულში”...









