
კატალონიური TV3-ის ცნობით, კოპა ამერიკაზე მონაწილეობისთვის ლეო მესი covid 19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აიცრება.
მისთვის ვაქცინას ბარსელონაში სამხრეთ ამერიკიდან საგანგებოდ ჩაიტანენ. შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა ივნის-ივლისში კოლუმბიასა და არგენტინაში ჩატარდება.
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონტინენტური ასოციაცია, კონმებოლი, აპირებს შეჯიბრების ყველა მონაწილე დაავალდებულოს, იყოს აცრილი. მისმა პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგესმა განაცხადა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ტურნირის დაგეგმილ ვადებში ჩატარება და ამის გამო მისი ყველა მონაწილის ვაქცინიზაცია არის საჭირო.
კონმებოლმა შეისყიდა „სინოფარმის” ვაქცინის 50 000 დოზა. საინტერესოა, რომ ამ ვაქცინას არგენტინაში ჯერ კიდევ არ აქვს ავტორიზაცია და ამიტომ მოთამაშეებს ასაცრელად ურუგვაიში მოუწევთ ჩასვლა, სადაც „სინოფარმი” ავტორიზებულია.
თუმცა, მესის ურუგვაიში ჩაფრენა არ დასჭირდება, რადგან ევროპაში მოთამაშე სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს უფლება აქვთ ვაქცინა ადგილზე გაიკეთონ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
სიახლეები24/10/2026 | 08:19პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
