ჭდე: იუვენტუსი

Home იუვენტუსი
იუვემ რონალდუსშემდგომი ცხოვრება მარცხით დაიწყო
ჩანაწერი

იუვემ რონალდუსშემდგომი ცხოვრება მარცხით დაიწყო

„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს შემდგომი ცხოვრება სენსაციური მარცხით დაიწყო — „ბებერმა ქალბატონმა“ შინ, სერია A-ში ახალდაბრუნებულ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო. პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის მეორე დღეს, „იუვემ“ ემპოლელი  ლეონარდო მანკუზოს მიერ პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გატანილ გოლს ვერ უპასუხა. ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა რონალდუს წასვლაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ და ყურადღება მოიკრიბონ, რათა...

აზარი იუვეს უარობს
ჩანაწერი

აზარი იუვეს უარობს

კარგა ხანია „რეალი“ ბელგიელი ედენ აზარის გაყიდვას ცდილობს და ძლივს რეალური ვარიანტი გამოუჩნდა, მაგრამ… 30 წლის ფორვარდს მადრიდიდან წასვლა არ უნდა. არც გაემტყუნება: ასეთ ფორმაში მყოფ აზარს წლიურად 15 მილიონ ევროს არავინ გადაუხდის. მათ შორის არც ტურინის „იუვენტუსი“, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელს ეძებს. 2019 წელს ფლორენტინო პერესმა აზარი „ჩელსიდან“ დაახლოებით 113 მილიონ ევროდ იყიდა, დღეს...

მამობილის ზარი
ჩანაწერი

მამობილის ზარი

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მამობილის, სერ ალექს ფერგიუსონის ზარმა დააბრუნა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს გუშინ დილით დაურეკა და როგორც ინგლისური პრესა წერს, ემოციური ლაპარაკით გეზი შეაცვლევინა — პორტუგალიელმა „მანჩესტერ სიტის“ ნაცვლად „მანჩესტერ იუნაიტედში“ ამოჰყო თავი. „ოლდ ტრეფორდზე“ მას კვირაში 480 000 გირვანქას გადაუხდიან. ახლა ირკვევა, რომ სერ ალექსამდე რონალდუსთვის თანამემამულეს, „იუნაიტედის“ ვარსკვლავ ბრუნო ფერნანდეშსაც...

რონალდუ თანაგუნდელებს ემშვიდობება
ჩანაწერი

რონალდუ თანაგუნდელებს ემშვიდობება

კრიშტიანუ რონალდუს ტურინის „იუვენტუსის“ ვარჯიშზე კი მივიდა, მაგრამ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი. ის ნელ-ნელა თანაგუნდელებს ემშვიდობება. პორტუგალიელმა კონტინასას ბაზაზე 40 წუთი დაჰყო. თუმცა, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან. დიდი ალბათობით, რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი წარმატებით დაიხურება. დიახ, „მანჩესტერში“ და არა „მან.სიტიში“, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ. თავის მხრივ „იუვენტუსი“ მზადაა, 36 წლის ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ შეელიოს....

აურევს რონალდუ სიტის?
ჩანაწერი

აურევს რონალდუ სიტის?

კრიშტიანუ რონალდუ კვირაში 510 000 გირვანქას ითხოვს. ამ შემთხვევაში ის „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს. „სანი“ კი წერს, რომ თუ ქალაქელები მას ასეთ ხელფასს დაუნიშნავენ, გუნდში შეიძლება უკმაყოფილება დაიწყოს. შედარებისთვის, ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი კვირაში 385 000 გირვანქას იღებს. შემდეგ მოდიან რაჰიმ სტერლინგი (კვირაში 300 000), ჯონ სტოუნზი (250 000) და ჯეკ გრილიში (230 000). გაზეთი აგრეთვე წერს, რომ რონალდუს „იუვენტუსიდან“...

მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?
ჩანაწერი

მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?

კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში ჩაფრინდა „იუვენტუსის“ ბოსებთან მოსალაპარაკებლად. მენდეშის მიზანია, ტურინელები რონალდუს უფასოდ გაშვებაზე დაიყოლიოს, ანაც ტრანსფერში მოთხოვნილი 25 მილიონი ევრო მნიშვნელოვნად შეამცირებინოს. დიდი მკითხაობა არაა საჭირო – ერთადერთი კლუბი, რომელიც 35 წლის პორტუგალიელით სერიოზულად არის დაინტერესებული, „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ. ინგლისელები მზად არიან, რონალდუს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და წლიურად 15 მილიონი ევრო უხადონ.

იუვე წარმატებით ვაჭრობს
ჩანაწერი

იუვე წარმატებით ვაჭრობს

უკვე გაცხადდა, რომ 23 წლის ევროპის ჩემპიონი მანუელ ლოკატელი კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. „სასუოლო“ დათანხმდა ნახევარცველის გაშვებაზე იჯარა-გამოსყიდვის უფლებით. „იუვეს“ უფლება აქვს, 2023 წელს 25 მილიონ ევროდ გამოისყიდოს ფეხბურთელი, თუკი მას ამ ორ წელიწადში თამაშების გარკვეული რაოდენობა დაუგროვდება. ამ თანხის გარდა, „სასუოლომ“ შეიძლება მიიღოს კიდევ 12,5 მილიონი ბონუსების სახით. იტალიის ნაკრების...

რონალდუც პარიზში?
ჩანაწერი

რონალდუც პარიზში?

ფრანგული პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მშვენივრად უწყის, რომ კილიან მბაპე ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს და მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს მადრიდის „რეალს“. თურმე ნუ იტყვით და ალ-ხელაიფის მბაპეს შემცვლელი უკვე შეუგულებია – კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი სწორედ 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება. ფეხბურთელმა კი გამოთქვა ტურინში 2024 წლამდე დარჩენის მზადყოფნა, მაგრამ თუ მსუყე...

მესი ხელს აღარ აწერსო
ჩანაწერი

მესი ხელს აღარ აწერსო

მოლიდინი დიდია. წესით და რიგით, ლეო მესი ახალ კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ლა ლიგამ მსხვილ საინვესტიციო ფონდთან გააფორმა ხელშეკრულება. ინვესტორთა ფულიდან „ბარსას“ წილი 280 მილიონი ევროა. აქედან 42 მილიონის დახარჯვა კლუბს ხელფასებსა და ტრანსფერებზე შეუძლია, დანარჩენით კი ბიუჯეტში გარღვევა უნდა დააფაროს. გეგმის მიხედვით, კონტრაქტის გაფორმებას ლეოს მამაც დაესწრება. სავარაუდოდ,...

ევროპის სასამართლომ სუპერლიგა გააცოცხლა
ჩანაწერი

ევროპის სასამართლომ სუპერლიგა გააცოცხლა

სანამ „ბებერი კონტინენტის” სპორტული საზოგადოება ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატსა და ზაფხულის ოლიმპიადაშია ჩართული, „ბარსელონამ”, „რეალმა” და „იუვენტუსმა” სასამართლოში პირველი დავა მოიგეს და ევროპის სუპერლიგის აღდგენაზე დაიწყეს ფიქრი. საყურადღებოა, რომ სასამართლოში საქმე უეფამ აღძრა. გაზაფხულზე, როდესაც ევროპული კლუბების ჯგუფმა „აჯანყება მოაწყო” და სუპერლიგის დაფუძნება გადაწყვიტა, უეფამ მათ უჩივლა და ჯარიმებიც დააკისრა. გეხსომებათ, რომ თორმეტი „აჯანყებული” კლუბიდან ცხრამ...