ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 16-მა წერილობით აცნობა ევროსაბჭოს სასამართლოს, რომ საფეხბურთო სუპერლიგის წინააღმდეგნი არიან. ეს მადრიდის სასამართლოს მოთხოვნით მოხდა, რომელიც დაინტერესდა, აქვთ თუ არა ფიფას და უეფას მსოფლიო ფეხბურთზე სრული კონტროლის უფლება. სუპერლიგის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ესპანეთი და იტალია, რომელთა წარმომადგენელ სამ კლუბსაც (რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი) დღემდე არ უთქვამს უარი სუპერლიგის შექმნის იდეაზე. ელოდებიან, რომ...
ჭდე: იუვენტუსი
უეფამ უკან დაიხია
უეფამ განაცხადა, რომ ის სუპერლიგის ინიციატორ და დღემდე მის ერთგულ სამ კლუბს, „რეალს“, „ბარსელონას“ და „იუვენტუსს“ ყოველგვარ სანქციებს უხსნის. ადრე, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას გამოცხადებული ჰქონდა, რომ ნებისმიერ კლუბს, რომელიც მისი სტრუქტურიდან გაქცევასა და ალტერნატიული შეჯიბრების შექმნას შეეცდებოდა დასჯიდა როგორც ფინანსურად, ასევე მისი ეგიდით მოწყობილ შეჯიბრებებში მონაწილეობას აუკრძალავდა. ზემოხსენებულმა სამმა კლუბმა უეფას სიმკაცრის მიუხედავად უკან...
უკბილო ბებერი
ოთხშაბათს ტურინის „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ჩელსისთან“ უწევს ურთიერთობის გარკვევა. სატურნირო თვალსაზრით უმნიშვნელოვანეს მატჩში „ბებერი ქალბატონი“ ორ საუკეთესო ფორვარდს მოისაკლისებს – პაულო დიბალამ და ალვარო მორატამ „სამპდორიასთან“ 3:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღეს დაზიანებები. ეს წყვილი „ტორინოსთან“ 2 ოქტომბრსაც ვერ ითამაშებს. სავარაუდოდ, დიბალა და მორატა მოედანს სანაკრებო მატჩებისთვის გამოცხადებული პაუზის შემდეგ დაუბრუნდებიან.
ჰოლანდის შემცვლელი ტურინიდან
ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდ ფედერიკო კიეზას „დორტმუნდმა“ დაადგა თვალი. გერმანელები მასში ერლინგ ჰოლანდის შემცვლელს ხედავენ, რომელსაც, ხვდებიან, რომ ვერ შეინარჩუნებენ. 23 წლის კიეზა ევროპის წინა ჩემპიონატზე 7 შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა. მისი სატრანსფერო უფლებები „ფიორენტინას“ ეკუთვნის, ტურინში კი 2020 წლის შემოდგომაზე იჯარით გადავიდა. გასულ სეზონში მან „იუვეში“ 9 გოლი და ამდენივე საგოლე პასი...
ახალი რევოლუციონერი
გეხსომებათ, რამდენიმე თვის წინ ევროპის საფეხბურთო სუპერლიგა რომ დაარსდა და 12 გუნდმა ევროპული ფეხბურთის გადატრიალება მოინდომა. თუმცა, უეფამ მათი ახალი ტურნირის მცდელობა ჩანასახშივე მოსპო. შედეგად, სუპერლიგა 9 გუნდმა დატოვა და ერთგულნი მხოლოდ „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ დარჩნენ. თუმცა, ისე ჩანს, რომ, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგას მაინცდამაინც დიდი დღე არ უწერია. ევროტურნირები საფეხბურთო...
იანგ ბოიზი მარტო რონალდუს უგებს
საინტერესო ფაქტი: შვეიცარიული „იანგ ბოიზი“ ჩემპიონთა ლიგაში მარტო იმ გუნდებს უგებს, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. შვეიცარიულმა კლუბმა ისტორიის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მეორე მოახერხა და სულ ორჯერ მოიგო. 14 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „იანგ ბოიზმა“ შინ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2:1 მოუგო, რომლის რიგებშიც პორტუგალიელი ირჯებოდა და ანგარიში გახსნა კიდეც. მანამდე, 2018-19 წლების სეზონში...
დონარუმა იტალიაში ბრუნდებაო
არ გაგიკვირდეთ, თუ ჯანლუიჯი დონარუმა უკვე ამ ზამთარს იტალიაში დაბრუნდეს, მაგრამ არა „მილანში“, არამედ „იუვენტუსში“. დონარუმა პსჟ-ში ამ ზაფხულს გადაბარგდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. 22 წლის გოლკიპერს დიდი მიზნები ჰქონდა, მაგრამ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო სრულად ენდობა კეილორ ნავასს. შესაბამისად, ჯანლუიჯი დონარუმას სათადარიგოთა სკამის ხეხვა უწევს, რაც იტალიელის სანაკრებო კარიერას ნამდვილად ვერ წაადგება. ასეთ პირობებში...
პიანიჩისა და კუმანის კონფლიქტის ამბავი
მირალემ პიანიჩმა „ბარსელონა“ დატოვა. 31 წლის ბოსნიელი „ბეშიქთაშში“ გადავიდა და სამშვიდობოს გასულმა კატალონიელთა ჰოლანდიელ მწვრთნელ რონალდ კუმანზე ილაპარაკა. დიდი შეტყობა არც უნდოდა, რომ პიანიჩსა და კუმანს ერთმანეთზე მზე და მთვარე არ ამოსდიოდათ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ „იუვენტუსიდან“ „კამპ ნოუზე“ გადაბარგებულ პიანიჩს არ გაუმართლა, COVID 19 შეეყარა. მართალია ზაფხული ანუ შვებულებების პერიოდი იდგა, მაგრამ ფეხბურთელი...
რა დააშავა რონალდუმ?
რატომ გაუშვეს ტურინიდან კრიშტიანუ რონალდუ? სამი წლის წინ ასე ზარზეიმით მიღებულ პორტუგალიელს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი უნდა ეთამაშა „იუვენტუსში“. 2023 წლამდე დარჩენაზეც იყო თანახმა, მაგრამ დაუნანებლად გაასხვისეს იმაზე იაფად, ვიდრე მოსკოვის ცეესკამ ვლაშიჩი. რა მოხდა? რა დააშავა რონალდუმ? არც არაფერი. სამ სეზონში 101 გოლი დიდებული მაჩვენებელია. მაგრამ, მოდით მოვლენები მაქსიმალურად ნეიტრალურად შევაფასოთ: 27 აგვისტოს მასიმილიანო...
იკარდის ტურინში უხმობენ
არ გაგიკვირდეთ, თუ უახლოეს დღეებში ან სულაც საათებში მაურო იკარდის ტრანსფერის შესახებ შეიტყოთ. Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-ის არგენტინელი ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. სერია A-ში წარუმატებელი სტარტი ტურინში თავდასხმის უფხობას დაბრალდა და მდგომარეობის გამოსწორებას 28 წლის ფორვარდის დახმარებით ეცდებიან. მაურო იკარდი ამჟამად „ბრესტთან“ შეხვედრაში (4:2) მიღებულ მხრის ტრავმას მკურნალობს და მოედანს სექტემბრის ბოლოსთვის დაუბრუნდება, მერე...









