როგორც ირკვევა, „ჩელსიში” ერთ აზრზე არ არიან. კლუბის ახალ მეპატრონეს ტოდ ბოელის ძალიან უნდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა, მაგრამ ამისათვის ის მწვრთნელს თომას ტუხელსაც უნდა სჭირდებოდეს. ბოელი ბიზნესმენია, მან „ჩელსი” ივნისში 4,2 მილიარდ გირვანქად იყიდა და ახლა სატრანსფერო ბაზარზე სჭირდება ეფექტური სვლის გაკეთება, 37 წლის რონალდუ კი საამისოდ ჩინებული კანდიდატურაა. რონალდუს „მანჩესტერ...
ჭდე: თომას ტუხელი
უცნაური ამბავი ჩელსიში
შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალამდე ორიოდ საათით ადრე, „ჩელსიში” უცნაური ამბავი მოხდა — ანდრეას კრისტენსენმა მწვრთნელ თომას ტუხელს უთხრა, რომ თამაშისთვის მზად არ იყო, გუდა-ნაბადი აიკრა და სასტუმროდან წავიდა. თანაგუნდელები გაოცებულები უყურებდნენ. დანიელმა წინა შეხვედრა „ლიდს იუნაიტედთან” თავიდან ბოლომდე ითამაშა და ცუდი მომზადებისა არაფერი ეტყობოდა. ტუხელი იძულებული გახდა შემადგენლობა შეეცვალა — კრისტენსენის ნაცვლად დაცვაში...
ტუხელი: ჩელსი ზარმაცების გუნდია
„ჩელსის“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ზარმაცების გუნდი ჰყავს. ტუხელის „ჩელსი“ ამ სეზონში ისეთი ვეღარ არის, როგორიც შარშან. მართალია, „რეალთან“ გასვლაზე და სხვა ბევრ მატჩშიც აჩვენა ძალა, მაგრამ სტაბილურობა აკლია. აი, რა ახსნა მოძებნა ტუხელმა: „რა თქმა უნდა, დაღლილობა ადამიანური თვისებაა, მაგრამ „ჩელსი“ ნამდვილად ზარმაცების კლუბია. მუდამ მჭირდება ბიძგის მიცემა, ტონუსში ჩაყენება. …მახსოვს „მაინცში“ მუშაობა,...
ასპილიკუეტამ ხელები შალა
„ჩელსიმ” „არსენალთან” შინ 2:4 წააგო. დასავლეთ ლონდონელთა გაწბილებული კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა თამაშის შემდეგ, გულშემატკივარს დაუპირისპირდა. მიზეზი რასაკვირველია ტრიბუნიდან ყურმოკრული ფრაზა იყო. ინგლისური პრესა წერს, რომ ფანი, სავარაუდოდ, ფეხბურთელების თავდადებით იყო უკმაყოფილო. ესპანელმა ჯერ განრისხებული სახით მოედნიდან უპასუხა ქომაგს, შემდეგ კი ახლოსაც მივიდა და ისე გაურჩია საქმე. გულშემატკივარმა, რომელიც თავიდან ყინჩი ვინმე ჩანდა, უკან დაიხია და...
გუშინ ვნახე, იცინოდა…
თომას ტუხელმა პოლონელი მსაჯი შიმონ მარცინიაკი გააკრიტიკა, „რეალი“ – „ჩელსის“ მატჩის მერე კარლო ანჩელოტისთან ერთად იცინოდაო… როგორც იცით, „ჩელსი“ ახლოს იყო ერთი შეხედვით წარმოუდგენელ მოტრიალებასთან: საშინაო 1:3 – ის მერე მადრიდში 3:0 – ს იგებდა, მაგრამ „რეალმა“ ბოლოს გაიტანა, მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. აი, რა თქვა ტუხელმა: „თამაშის შემდეგ დავინახე, მარცინიაკი...
ტუხელ-ანჩელოტის გადაძახილები
„ჩელსი“ – „რეალი“ 1:3… ეს ვნახეთ, საპასუხო მატჩი კი დღეს მადრიდშია და ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თომას ტუხელმა აღნიშნა, რომ მის გუნდს გასვლის მცირე შანსი დარჩა. რა არის ეს? ეშმაკობა თუ რეალობა? შესაძლოა, ორივე. ობიექტურადაც რომ შევხედოთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სასწაულის ტოლფასი იქნება. რაც შეეხება ანჩელოტის, მან ტუხელის სიტყვებზეც გააკეთა მცირე კომენტარი...
ჩელსის რამდენიმე დღე დაუმატეს
„ჩელსის“ ამბავი ასეა: ოთხ მყიდველს დამატებითი დრო მისცეს, რათა თავიანთი წინადადებები უფრო დახვეწონ, გააძლიერონ და ისე წარმოადგინონ. თავდაპირველად, ბოლო ვადა ორშაბათამდე იყო დათქმული, მაგრამ „სქაი ნიუსმა“ შეიტყო, რომ კონკურენტებს რამდენიმე დღე დაუმატეს. ოთხშაბათს, როდესაც „ლურჯებმა“ „რეალთან“ შინ 1:3 წააგეს, მათთვის უთქვამთ, რომ გეგმების პრეზენტაცია მომდევნო კვირის მეორე ნახევარშიც შესაძლებელია. ვაჭრობის ოთხი მონაწილიდან ერთმა, ინკოგნიტომ, „სქაის“...
ვინ აჯობებს იუნაიტედის მწვრთნელად?
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ყველა კანდიდატის დოსიე განუხილავთ და დიდძალი ინფორმაციის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ მისულან დასკვნამდე, რომ გუნდის მომავალ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნა აჯობებს. როგორც „სანი“ იტყობინება, ჰოლანდიელმა ტენ ჰაგმა სულ ოდნავ გაასწრო არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოს, რომელიც ამჟამად „პარი სენ ჟერმენს“ უდგას სათავეში. მანკუნიანელთა კლუბში მწვრთნელთა დოსიეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში სწავლობდნენ და ადარებდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ...
ტუხელმა რეკორდი გაიმეორა
რას აღარ ითვლიან. აგერ, წუხელ „ჩელსიმ“ „ლილს“ 2:1 მოუგო და გაირკვა, რომ ლონდონელთა გერმანელ თავკაც თომას ტუხელს რეკორდი გაუმეორებია — ჩემპიონთა ლიგაში მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველ 50 შეხვედრაში მან თურმე ოცდამეთორმეტედ გაიმარჯვა, რითაც თანამემამულეს იუპ ჰაინკესს გაუტოლდა. და მაინც, უპირატესობა ჰაინკესს დარჩენია, რადგან მას თავისი 32 გამარჯვება 47 შეხვედრაში მოუპოვებია. შეგახსენებთ, რომ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგა...
ინგლისური ფეხბურთის შავ-ბნელი დღე
ეს იყო ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე შავ-ბნელი დღე: ერთმანეთს ხვდებოდნენ სისხლიანი ფულით დაფინანსებული გუნდები, რომელთა თამაშს საუნდტრეკად გასდევდა ღლიცინი და ხუმრობა ფანებისა, რომელთაც ხარკოვის, მარიუპოლისა და რიადის ენით აუწერელი საშინელებები არაფრად უღირდათ. თუკი ვინმეს უნდა შევახსენოთ, საიდან ფინანსდება პრემიერლიგის ბოლოხანს წამოჩიტული კლუბი, „ნიუკასლ იუნაიტედი“, შორს წასვლა არ დაგვჭირდება — სააგენტოებმა ახლა შაბათს გაავრცელეს ინფორმაცია,...









