„ბაიერნის“ თავკაცმა თომას ტუხელმა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალთან“ მოგება ასე შეაფასა: „პირველ ტაიმში ჭადრაკი ვითამაშეთ. არავის სურდა პირველი შეცდომის დაშვება. ვფრთხილობდით – ჩვენც გვქონდა მომენტები, „არსენალსაც“. შესვენებაზე გუნდს ინდივიდუალურობის გამოჩენისა და ცოტა თამამად თამაშისკენ მოვუწოდე. უფრო დინამიურად ვითამაშეთ და მეორე ტაიმი ფანტასტიკური ჩავატარეთ. ჩვენ ვიმსახურებთ ამ გამარჯვებას. საჭირო იყო გადაწყვეტილებების პოვნა და ეს ჩვენ გუნდურად გავაკეთეთ....
ჭდე: თომას ტუხელი
… თუ მანჩესტერი დამპატიჟებს
მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი თომას ტუხელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობით დაინტერესდა. ოთხშაბათს, 21 თებერვალს, მიუნხენურმა კლუბმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ გერმანელი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ტუხელს ინგლისური კლუბი ძალიან მოსწონს. გერმანელს მანკუნიანელების ფინანსური შესაძლებლობები, ტრადიციები, ბრენდი და სტადიონი იზიდავს. აღსანიშნავია, რომ 50 წლის სპეციალისტს ამ სეზონის შემდეგ კარიერაში შესვენება სურს. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ...
კეინი: ბაიერნში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადავედი
მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავურმა ახალწვეულმა, ჰარი კეინმა, გერმანულ გრანდში გადასვლის თაობაზე ისაუბრა „მთელი ცხოვრება ინგლისში, პრემიერლიგაში გავატარე. ახლა ახალი გამოწვევის ჯერია. ბუნდესლიგაში რამდენიმე შესანიშნავი გუნდია. „ბაიერნისგან“ ყველა ჩემპიონობას ელის, მაგრამ მეტოქეებიც უმჯობესდებიან, თუნდაც „ლაიფციგთან“ თამაში გავიხსენოთ (გასულ შაბათს „ლაიფციგმა“ გერმანიის სუპერთასის მატჩში „ბაიერნს“ 3:0 მოუგო). გადასვლის გადაწყვეტილება რთული იყო. 19 წელი გავატარე „ტოტენჰემში“, ეს კლუბი ჩემი...
ბაიერნმა ტუხელი დაადასტურა
ახლა უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას – მიუნხენის „ბაიერნში“ იულიან ნაგელსმანი თომას ტუხელმა შეცვალა. ინფორმაცია კლუბმა უკვე დაადასტურა. მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება კლუბის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კლუბის პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ნაგელსმანის ნაცვლად „ბაიერნის“ მწვრთნელი თომას ტუხელი იქნება, ახალ მწვრთნელთან კლუბმა კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტუხელი საქმიანობას...
ტუხელი მოდის…
მიუნხენის „ბაიერნმა“ მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი თანამდებობიდან გაანთავაისუფლა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მიუნხენელები ნაგელსმანის ადგილზე თომას ტუხელს დანიშნავენ, რონელთანაც 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ტუხელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია – დარჩენილია ამ სამწვრთნელო ცვლილების ოფიციალური დადასტურება. მისი დებიუტი კი 1 აპრილს, „დორტმუნდთან“ საშინაო მატჩში შედგება. შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ ბუნდესლიგას სწორედ „დორტმუნდი“ ლიდერობს, რომელიც „ბაიერნს“ ქულით უსწრებს. მიმდინარე...
ჟოზე თუ წავიდა…
გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, შესაძლოა „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს თუ ჟოზე მოურინიუ პოსტს დატოვებს. რომაელთა ხელმძღვანელობა ტუხელს პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელის იდეალურ ვარიანტად მოიაზრებს. გერმანელი მწვრთნელის ბოლო სამსახური „ჩელსი“ გახლდათ, რომელთან ერთად მან 2020-2021 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია „რომა“ თუ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა, მოურინიუმ, შესაძლოა,...
თუკი ტუხელი ბაიერნში მივა
თომას ტუხელი „ჩელსიდან” გაუშვეს თუ არა, მყისვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ 49 წლის გერმანელი შეიძლება მიუნხენის „ბაიერნს” ჩაუდგეს სათავეში. ამ ხმებს, რასაკვირველია, მოჰყვა მსჯელობა იმის შესახებაც, თუ ვის მიიწვევს ბავარიაში ტუხელი თუკი ის იულიან ნაგელსმანს შეცვლის. როგორც ვარაუდობენ, ერთ-ერთი პირველი, ვის შეძენასაც „მაინცის”, „დორტმუნდის”, „პარი სენ ჟერმენისა” და დასავლეთ ლონდონელთა ყოფილი თავკაცი შეეცდება „ნაპოლის”...
ორი დაპირისპირებული მამაკაცი
თომას ტუხელი და ანტონიო კონტე „ჩელსისა” და „ტოტენჰემის” შეხვედრის (2:2) ბოლოს მოედნიდან გააძევეს. მწვრთნელები პირველად მაშინ წაეკიდნენ ერთმანეთს, როდესაც „ტოტენჰემის” ფეხბურთელმა პიერ ემილ ჰოიბერგმა კალიდუ კულიბალის გოლი გაქვითა — ამ ეპიზოდში მსაჯმა მათ ყვითელი ბარათი ამოუღო. შემდეგ კი არბიტრმა ორივე გუნდის თავკაცი მოედნიდან გააძევა. მიზეზი: საფინალო სასტვენის შემდეგ როდესაც გერმანელმა და იტალიელმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს,...
ამხანაგური მაინც ამხანაგურია
„არსენალის” მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თავისი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ შესანიშნავი სეზონისწინა შედეგების მიუხედავად, სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ. „მეთოფეებმა” „ჩელსის” 4:0 მოუგეს. ეს ოთხ საკონტროლო შეხვედრაში მეოთხე გამარჯვება გახლდათ. ჩრდილო ლონდონელებს დარჩათ ორი ამხანაგური შეხვედრა, „ბრენტფორდთან” და „სევილიასთან”, 5 აგვისტოს კი „კრისტალ პალასთან” სტუმრობით გუნდი პრემიერლიგას იწყებს. „ჩელსის” კარში პირველი გოლი ახალწვეულმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა. შემდეგ, მარტინ...
კუნდეს ამერიკაში მიეჩქარება
„ჩელსის” ხვავრიელი კვირა აქვს: სამი ახალი ფეხბურთელი შეიძინა. სამივე ერთად 133,5 მილიონი გირვანქა ჯდება. მესამე, რომელთანაც ლონდონელებმა გუშინ შეათანხმეს ყველაფერი არის 23 წლის ჟიულ კუნდე, რომელიც აქამდე „სევილიაში” თამაშობდა და რომლის გადაბირებაც თომას ტუხელს ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზარზე უნდოდა. ამრიგად, ფრანგი მცველი ინგლისის გზას დაადგა. ხვალ მან ბრიტანეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, იქ...









