მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელი თომას ტუხელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობით დაინტერესდა.
ოთხშაბათს, 21 თებერვალს, მიუნხენურმა კლუბმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ გერმანელი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
ტუხელს ინგლისური კლუბი ძალიან მოსწონს. გერმანელს მანკუნიანელების ფინანსური შესაძლებლობები, ტრადიციები, ბრენდი და სტადიონი იზიდავს. აღსანიშნავია, რომ 50 წლის სპეციალისტს ამ სეზონის შემდეგ კარიერაში შესვენება სურს. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცვლის, თუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს გაათავისუფლებენ და მანჩესტერში სამსახურს შესთავაზებენ.
ტუხელი „ბაიერნს“ მარტიდან ხელმძღვანელობს. მაშინ გერმანელმა სპეციალისტმა ამ პოსტზე მოულოდნელად თავისი თანამემამულე, იულიან ნაგელსმანი შეცვალა. ტუხელმა „ბაიერნთან“ ერთად 2022/2023 წლების სეზონში ბუნდესლიგა მოიგო.
მიმდინარე ბუნდესლიგის 21 ტურის შემდეგ „ბაიერნმა“ 50 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. მიუნხენელებსა და ლიდერ ლევერკუზენს შორის სხვაობა რვა ქულაა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
