თომას ტუხელი და ანტონიო კონტე „ჩელსისა” და „ტოტენჰემის” შეხვედრის (2:2) ბოლოს მოედნიდან გააძევეს. მწვრთნელები პირველად მაშინ წაეკიდნენ ერთმანეთს, როდესაც „ტოტენჰემის” ფეხბურთელმა პიერ ემილ ჰოიბერგმა კალიდუ კულიბალის გოლი გაქვითა — ამ ეპიზოდში მსაჯმა მათ ყვითელი ბარათი ამოუღო. შემდეგ კი არბიტრმა ორივე გუნდის თავკაცი მოედნიდან გააძევა. მიზეზი: საფინალო სასტვენის შემდეგ როდესაც გერმანელმა და იტალიელმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, გერმანელმა აღარ გაუშვა და ისინი ჩხუბზე გადავიდნენ.
საფინალო სასტვენს წინ კვლავ ანგარიშის გათანაბრება უძღოდა. რის ჯეიმსმა ხომ მეორედაც „ჩელსი” გაიყვანა წინ, 90+6 წუთზე კი ჰარი კეინმა გაქვითა.
ინგლისური მედიის აზრით, მწვრთნელების გაფიცხებას ხელი არბიტრის არადამაჯერებელმა გადაწყვეტილებებმაც შეუწყო.
მატჩის შემდეგ ტუხელმა თქვა: „როდესაც ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, თვალებშიც ჩავხედეთ. მას სხვა შეხედულება ჰქონდა. რასაკვირველია, სულ არ იყო საჭირო… ბევრი რამ არ იყო საჭირო. ჩვენ ორივემ წითელი ბარათი მივიღეთ. ესეც არ იყო საჭირო. ეს ცუდი მსაჯობის კიდევ ერთი მაგალითი გახლდათ.
არ არის პრობლემა. ეს ემოციაა, ფეხბურთია, პრემიერლიგაა. ჩვენ ეს სიტუაცია გვიყვარს. მოედნის კიდესთან ყველანი გრძნობებს ვყვებით. თუ მეტოქეები ვართ, ესე იგი ბოლომდე მეტოქეები ვართ. იქ არსებობს მხოლოდ ორი დაპირისპირებული მამაკაცი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
