„ჩელსის” 46 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელშიც ისინი ითხოვენ, რომ მსაჯ ენტონი ტეილორს მათი საყვარელი გუნდის თამაშების გაძღოლა აუკრძალონ .
კვირას „ჩელსიმ” „ტოტენჰემთან” 2:2 ითამაშა. ამ შეხვედრის არბიტრი გახლდათ ტეილორი, რომელმაც დასავლეთ ლონდონელთა თავკაცი თომას ტუხელი უკმაყოფილო დატოვა.
„ჩელსის” ფანებს მიაჩნიათ, რომ „ტოტენჰემის” პირველი გოლი, რომელიც პიერ ემილ ჰოიბერგმა შეაგდო, არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან მანამდე „სფურზის” ფეხბურთელებმა კაი ჰავერცის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესი და ტეილორს თამაშის გაჩერება მართებდა. თუკი თამაში გაჩერდებოდა და „ჩელსის” სასარგებლოდ ჯარიმა დაინიშნებოდა, ჰოიბერგი გოლს ვეღარ გაიტანდა.
ამბობენ, რომ რიშარლისონიც ოფსაიდში იყო და მეკარე ედუარ მენდის ხელს უშლიდა.
უკმაყოფილება გამოითქვა მეორე გოლის გამოც. ის „ტოტენჰემმა” მსაჯის წამატებული წუთების ბოლოს გაიტანა და ამბობენ, რომ გოლამდე წამებით ადრე კრისტიან რომერომ მარკ კუკურელიას კოლორიტულ გრძელ ხუჭუთა თმაზე დაქაჩა.
პეტიციაში „ჩელსის” ფანებს მოჰყავთ რვა სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც ტეილორმა „ლურჯების” საწინააღმდეგოდ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
