ჭდე: ვალენსია

Home ვალენსია
AS: მამარდა ლა ლიგის სამ საუკეთესოს შორისაა
ჩანაწერი

AS: მამარდა ლა ლიგის სამ საუკეთესოს შორისაა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ბეტისს” შინ 3:0 მოუგო და ახლა 31 დეკემბრამდე ისვენებს. ოცდათერთმეტში, საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე „ღამურები” „ვილიარეალს” სტუმრობენ. AS ყოველი მატჩის შემდეგ მოკლედ აფასებს ფეხბურთელებს. მადრიდულმა გაზეთმა ქართველი მეკარის შესახებ დაწერა: „მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა ძლევამოსილი ხელი გაშალა და პირველ ტაიმში „ბეტისს” დაწინაურების საშუალება არ მისცა. ქართველი განაგრძობს...

დღეს მამარდა ბეტისს ხვდება
ჩანაწერი

დღეს მამარდა ბეტისს ხვდება

დღეს „ვალენსია” ბეტისს მასპინძლობს. „ღამურები” კვლავ ურუგვაელი ედინსონ კავანის გარეშე იქნებიან, მაგრამ ჯენარო გატუზოს ქვეშევრდომებმა ასეთი დანაკლისითაც უნდა სცადონ გამარჯვება — მათ ბოლო ხუთ ტურში, 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რაც შეეხება ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, ის უალტერნატივოა და რასაკვირველია ძირითად შემადგენლობაში იქნება. რაც შეეხება „ბეტისს”, მან ბოლო ტურში, შინ,...

მამარდას ფასმა 5 მილიონით მოიმატა
ჩანაწერი

მამარდას ფასმა 5 მილიონით მოიმატა

სადაცაა ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება ანუ საკლუბო ფეხბურთი ერთი თვით შეჩერდება. პაუზა მართლაც უცნაურ დროს უწევს, ჯერ ხომ სეზონის შუაც არ არის, გუნდებს კი ფაქტობრივად ხელმეორე პრე-სეზონი ექნებათ. შემდეგ დაიწყება დაუნდობელი მარათონი — იანვრიდან ივნისამდე. ასეთმა უჩვეულო ვითარებამ  Transfermarkt-ს სეზონის პირველი ნაწილის შეჯამების შესაძლებლობა მისცა. ზოგი ფეხბურთელი გაძვირდა, ზოგის ფასმაც პირიქით, დაიკლო. „ვალენსია”, რომელშიც ქართველი...

ვალენსიას მცველებო, დაანებეთ გიორგის თავი
ჩანაწერი

ვალენსიას მცველებო, დაანებეთ გიორგის თავი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სან სებასტიანში რეალ სოსიედადთან 1:1 ითამაშა. ეს გახლდათ მატჩი, რომლის მიმოხილვას თითქმის ყველა ესპანურ საიტსა თუ გამოცემაში სათაურად ჰქვია „ვალენსიელებმა ათ მოწინააღმდეგეს ვერ მოუგეს” ან რაღაც ამის მაგვარი, მაგრამ სანამ ათი კაცის ამბავზე გადავიდოდეთ, ქართველი მეკარის შესახებ ვთქვათ. AS გიორგიზე ორი სიტყვით წერს: „ცოტა საქმე ჰქონდა. გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო”....

ვალენსია მენდეშის მაფიის წინააღმდეგ
ჩანაწერი

ვალენსია მენდეშის მაფიის წინააღმდეგ

შუაგულ ვალენსიაში გულშემატკივართა ჯგუფმა სამი ბანერი გამოფინა. ყველაზე დიდს, რომელიც ცენტრში განათავსეს ინგლისურად ეწერა: „მენდეშის მაფიის წინააღმდეგ”. ცენტრალური ბანერის მარცხნივ, შედარებით მომცრო პლაკატზე გამოსახული იყო პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში რომელიც კლუბ „ვალენსიას” მეპატრონის სინგაპურელი პიტერ ლიმის მეგობარი და პარტნიორია. მენდეშის პორტრეტი ისე იყო შესრულებული, რომ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის „ნათლიას” მთავარი პერსონაჟი, მარლონ ბრანდოს მიერ...

გატუზო და ჩავი სხვადასხვა თამაშებს უყურებდნენ
ჩანაწერი

გატუზო და ჩავი სხვადასხვა თამაშებს უყურებდნენ

„ვალენსიამ” „ბარსელონასთან” 0:1 წააგო. გოლი 90+3 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელსაც „მარკას” აზრით მთელი შეხვედრის განმავლობაში  არაფერი გაუკეთებია, მაგრამ… რაფინიას ბოლო წამის პასს აუხტა და გიორგი მამარდაშვილის კარში შეაგდო. გიორგიმ პირველ ტაიმში მასთან პირისპირ შესულ ანსუ ფატის არ გაატანინა, კარიდან გამოვიდა და ბურთს გზა გადაუღობა. ფატის დარტყმული მას სახეში მოხვდა. სულ დასაწყისში კი იყო ერთი...

გატუზო: მე რომ დავრბოდი ჩავი თამაშობდა
ჩანაწერი

გატუზო: მე რომ დავრბოდი ჩავი თამაშობდა

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბარსელონას” მასპინძლობს. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. ვინ აკლია გუნდს: პრობლემები ნახევარდაცვაში გვაქვს და არა დაცვაში. უკანა ხაზში მხოლოდ დიაკაბი გვაკლია, შუა ხაზში კი ნიკო და იუნუსი არ გვეყოლება. ფულკიე: ვერ გეტყვით იქნება თუ არა მოედანზე. ჯერ კიდევ კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა ვითამაშოთ „ბარსას” წინააღმდეგ და...

ვალენსია და კიდევ ერთი ქართველი
ჩანაწერი

ვალენსია და კიდევ ერთი ქართველი

ესპანური „მარკა” იტყობინება, რომ „ვალენსია” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული. ლაპარაკია, „საბურთალოს” ნახევარმცველ გიორგი გოჩოლეიშვილზე. ფეხბურთელმა ქართულ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თქვა: „ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისეთი დიდი კლუბი, როგორიც „ვალენსიაა” შენით ინტერესდება”. გოჩოლეიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. ქართული წყაროების თანახმად, მისი ყიდვა „ღამურებს” 600 000 ევრო დაუჯდებათ. ესპანურ სააგენტო Efe-ს „საბურთალოსთან” დაკავშირებულმა ადამიანმა უთხრა,...

ვაითუ პრობლემა მენტალური არ არის, რინო
ჩანაწერი

ვაითუ პრობლემა მენტალური არ არის, რინო

რინო, ვაითუ ეს მენტალური პრობლემა არ არის. „ვალენსიას” მეორე ტაიმებში ერთი და იგივე მოსდის, ჯენარო გატუზო კი ამას მენტალურ პრობლემად აღიქვამს, ლაპარაკობს საკუთარი თავის რწმენაზე და ერთი-ორჯერ სიტყვა დამოკიდებულებაც კი წამოცდა. „პირველი სირთულე ის არის, რომ ჩვენ მენტალური ხასიათის პრობლემები გვაქვს. ვფიქრობ, გუნდის ნაკლი ფიზიკური არ არის. ბუნებრივია, როდესაც გეშინია, რომ ვერ მოიგებ ან როდესაც...

ყველა ტურში გუნდის გადარჩენა შეუძლებელია
ჩანაწერი

ყველა ტურში გუნდის გადარჩენა შეუძლებელია

„ვალენსიამ” შინ წააგო „მალიორკასთან” — 1:2. „მარკა” წერს, რომ საპრესკონფერენციო დარბაზში შესულ „ღამურების” მწვრთნელს, იტალიელ ჯენარო გატუზოს მარცხის სიმწარე სახეზე ეწერა. ხელის მოცარვას ის თავის თავს აბრალებდა: „წაგება ჩემი ბრალია, რადგან დღეს უკანმოუხედავად მოვიწადინე მოგება, მოედანზე მარკოს ანდრე და უგო დურო შევიყვანე, რამაც ცუდი შედეგი მოიტანა. მე გამარჯვება, მინდოდა, მაგრამ მოვლენათა ფორსირებამ ვერ გვიშველა. მარცხზე...